ჩემი აზრით კალენდარია "დამნაშავე" ამ სიტუაციაში
ჯერჯერობით ძალიან საგანგაშო არ არის, მაგრამ მალე იაპონიაშიც რო წავლენ ეგ მდგომარეობას კიდე გააუარესებს ვშიშობ
გადატვირთული კალენდარის გამო ცდილობენ მაქსიმალურად დაასვენონ ხალხი და იმის გამო რო რამდენიმეჯერ გაამართლა როტაციებმა 0-1ები მოიგეს (წვალებით) ეს კიდე დამატებითი მიზეზი გახდა პეპისთვისთვის საკუთარი გუნდის ძალებში ზედმეტად დარწმუნებისა რო ნებისმიერი შემადგენლობით, თუნდაც კუენკებით შეუძლიათ ყველას მოგება
თუმცა ეს უფრო "კერძო" პრობლემაა და უფრო ზოგადად რო დავფიქრდეთ, კალენდარი იმიტომ "გვირტყამს" მტკივნეულად, რო მოკლე და სუსტი სათადარიგო სკამი გვყავს..........
ოთხშაბათს რო ითამაშეს მილანიდან, ხუთშაბათს ჩამოფრინდნენ უკან, პარასკევს ერთხელ ივარჯიშეს და შაბათს უკვე ხეტაფეში გადაფრინდნენ
ოთხშაბათს ვისაც აქვს ხოლმე ლიგა, ის მერე კვირას თამაშობს როგორც წესი და კალენდარს რო ჩავხედე და შაბათი ვნახე ეგრევე ცუდი მიგრძნო გულმა
რაიოს თამაში გადმოეტანათ ოთხშაბათზე და არა სამშაბათზე, რა მნიშვნელობა ქონდა, წელიწადში ერთხელ არის ხოლმე მგონი ჩემპიონატის თამაში სამშაბათს და მაინცდამაინც ახლა ჩასვეს....და რატო? ლევანტესთვის რო მეტი დრო დაგვრჩენოდა თუ რა პონტში?