gatamelataგილოცავ სიხა, წარმატებები და ჰარმონია
კეიტასთან შერიგებულიყავი, არ მესმის როგორ ვერ ხედავ რაოდენ შენი მსგავსი წარმოდგენები აქვს მაგას ცხოვრებაზე

ჭიანჭველას ფეხს არ დაადგამს
Augusto Pinochet
ეუსებიო/რონალდოზეც გეთანხმები
არა ის ნიკი ჩემი არაა, ჩემზე გაცილებით ძველი ფორუმელისაა
გვარდიოლამ მე არასდროს ვუყურებ ყვითელსო ისაო ესაო ალვეშიო პიკეო და აბა დღეს ბუსკეტსი დააყენე მაშინ :დ
ლევანტეს მთავარი ბომბარდირი ხუანლუ აკლია
იმათ ერთ-ერთ ლიდერს ხავი ტორესს გვარდიოლას დროს ქონდა დებიუტი
ვიტიენესია მსაჯი, მარა ეს მეორე ხო არაა :დ დავიბენი უკვე, ორი ტეიშეირაა მსაჯი ასე მახსოვს. ამას მხოლოდ 24 თამაში უმსაჯია პრიმერაში (და პირველად მსაჯობსო ბარსას თამაშს ემდ-მ. უი, იგუაინის ,,არახელი" მსაჯია და ძმაა იმ ვიტიენესის ვინც ხეტაფეში იმსაჯა)
ლევანტეს გასვლაზე მეტი ქულა აქვს ვიდრე ბარსას :დ მაგრამ ისტორიულად კამპზე ყოველთვის აგებდა (პირველად, ,,უხსოვარ" დროს ჩუს პერედამ 3 გაუტანა სემინარიომ 2 და დიდი ანგარიშით მოუგეს)
ერთ-ერთი უძლიერესი დაცვა ყავთ წელს (ხ. ტორეს/ბალესტეროსის ორგანიზებული. მხოლოდ 12 გაშვებული)
გვარდიოლამ რეალზე არც სისტემა ვიცი არც შემადგენლობაო, მე ყოველთვის იმ დღეს ვწყვეტო. მაგრამ გასულ წელს რეალთან მოგებულს გავაანალიზებ და გავითვალისწინებ, მსგავსად შევარჩევო ტაქტიკას (არადა პირადად ძალიან არ მომწონდა მაგათი ტაქტიკა ორივე ბერნაბეულ თამაშში :დ იგივე თუ ქნა არამგონია არ გაგვექცენ მეკარესთან პირისპირ)
გვარდიოლას მე-100 თამაში იქნება კამპზე, 6-ჯერ წაუგია
38 თამაშია კამპზე არ წაუგია (მხოლოდ პრიმერა), რაიკარდის გუნდის რეკორდი 25 იყო, დრიმტიმის 40. ბარსას რეკორდი 67(!) წაუგებელი საშინაო თამაში 72-დან 77-მდე გრძელდებოდა (კრუიფ :დ)
კარასკომ ლევანტე სუფთა კონტრშეტევების გუნდია, ყველაზე უკეთ ეგ გამოსდით და ფრთხილადო :მად:
მუნუას პლიუსი არაა სწრაფი რეაქციაო
რეალში რაც ფლორენტინო დაბრუნდა პენალტები არის 26:10 რეალის სასარგებლოდ, ვილიარატო :მად:
მესიზე 1 წელია ზუსტად პენალტი არ დანიშნულა
მესიმ დღეს თუ გაიტანა რეკორდს გაიმეორებს კამპზე 1 სეზონში გატანილი გოლების (16-ია ჯერჯერობით რეკორდი, წელს 15 აქვს)
ალვეშის ქებაა, მაგისი მეშვეობით შეცვალა თამაში რაიოსთან გვარდიოლამ, გამოაჩინა სივრცეებიო და აწარმოა პრესინგიო. ალვეში არსებითად ახალ როლს თამაშობდაო, თითქმის ,,მარჯვენა საყრდენის" ფუნქციას ითავსებდა როცა ბურთით რაიო იყო, სადაც მასკერანო ცენტრ-მცველია, არ გაგვიკვირდეს ალვეშის პოზიციის შეცვლაცო :დ. ტაქტიკურად იდეალურ თამაშს უჩვენებდაო (ისევე როგორც რეალთან და კრისტისთან). ხოდა გვარდიოლა მაგარ დავალებებს აძლევსო :მად:
დღეს ,,წამებული პრეზიდენტის" სუნიოლის 75 წლისთავია (ფრანკოს ჯარისკაცებმა მოკლეს) და თამაშის დაწყებისას იქნება პატივის მიგება, სხვადასხვა ღონისძიებები, ოჯახის წევრები, ბურთის ნათესავისგან შეყვანა თამაშში და ა.შ.
ლევანტეს ხუანფრანმა 00-იან წლებში წინასწარი კონტრაქტიც მქონდა ბარსასთანო.
ბარსა ჯერ გაძინებს მერე გკლავსო. ორკესტრია რომელიც სასურველ რიტმს ყოველთვის აკონტროლებსო :დ. ყველამ იცის როგორ თამაშობენ რას აკეთებენ მაგრამ ვერაფერს ვერ უპირისპირებენო. ხუანფრანს ვალენსიამ 4:3 გასვლა რომ მოგვიგო ლეგენდარულ თამაშში მანდ უთამაშია. პიკეს დიდი მეგობარია, ოჯახს იცნობს და რამე. ის წესი რომ დისკვ. მიესაჯოს ვინც მე-5 ,,სპეციალურად" ღებულობს უაზრო არისო, მაინც ყველა შვრებაო
ახლა გამახსენდა რომ ესაა ,,მთავარი" ხუანფრანი, შესანიშნავი მარცხენა მცველი იყო (გაცილებით უკეთესი ვიდრე კაპდევილია :პ) ორი ხუანფრანი იყო და ეს ბანძი ხუანფრანი მეგონა :დ. პუიოლი, ხავი, პინტო და ნადალი ამისი მეგობრები ყოფილან :მად:
ბარსა მომწონს როგორ თამაშობს და მსოფ-საუკეთესო გუნდიაო, მარა ამ ბოლო დროს რეალი უფრო ძლიერად თამაშობსო
ნეიმართან ,,დაახლოებული პირები" ბარსა-სარაგოსას დასწრებიან და მერე როსელთან უვახშმიათ. ახლოს არის ბარსა წინასწარ კონტრაქტთან, მარა 2014 წლამდე რა წინასწარი კონტრაქტი გაძლებს :დ არ ვიცი
ლივერპულელმა სუარესმა ოქროს ბურთი უპირობოდ მესისო
კუენკა ლეგენდა ყოფილა ქუჩებში ფრისტაილსი ამბებში :დ სულ ატარებდა, მეორე ჰატ სოუზი :მად: (ქუჩის კალათბურთელი :დ)
ბასორას რაღაც ,,მენდალი" გადასცეს როსელმა და ვეტერანებმა, ხოდა ამაყი ვარ ბარსა საუკეთესო რაც შემემთხვა და სიხარულით ვტირი როცა ვუყურებ ასეთ მაგარ თამაშებსო :მად:
ბარსა ბ-ს 8 თამაშია არ წაუგია და დღეს ელჩეს ეთამაშება გასვლას (7 არ წაუგიათ)
მონტო, ბარტრა, დოს სანტოსი, სერხი რო, დოლო, რაფი და სორიანო ითამაშებენ
რამალიომ ბარსაზე რაც დრო გადის სულ უფრო ვაფანატებო და კი ჩვენ ადრე დავიწყეთ მზადება მაგრამ ბარსას მხოლოდ 30 თამაში აქვს გამართული და ჩვენ 60-იო (არ ვიცი რაზეა ბაასი :დ)
ვილანოვას ,,მონახულება" ძალიან შეზღუდული აქვთ ექიმებს, მაგრამ როსელი მისულა და უნახავს, ყვაჩაღ. ბერნაბეუზე შეიძლება იყოს ვილანოვა, მაგრამ საკლუბოზე ვერ წავა
გრემიოს ახალი მწვრთნელი დაესწრება დღეს ჩვენს თამაშს, რა უნდნა ნეტა
რეალის ლეგენდა მიჩელმა მასტერკლასი ჩაატარა ერთ-ერთ კატალონურ წიგნში ბარსას თამაშის ახსნისო, ღირსებების, ნუთუ არ ესმის რომ მაგარი ბანძს თამაშობს ბარსა? :მად: მოღალატე. მოზრდილი პუბლიკაცია დაუწერია მაგრამ ვერცერთ გაზეთში ვერ მოხვდაო :დ ხოდა ახლა წიგნში მოხვდა. მოგებისგან დაღლა არისო ერთადერთი რასაც ბარსას ნაკლად ჩავუთვლითო
ვახ რამდენი ვწერე :|
მიმაგრებული სურათი