#28760291 · 14 Dec 2011, 20:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
SIDCFC
გასახდელში ჩხუბი მომხდარაო მართალია ? ორშაბათს, "სტემფორდ ბრიჯზე" "ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტის" უკიდურესად დაძაბული შეხვედრის დამთავრების შემდეგ გასახდელებისკენ მიმავალ გვირაბში "ჩელსის" 30 წლის მცველ ეშლი კოულს ჩხუბი აუტეხავს.
შეგახსენებთ, რომ თამაშს თავიდან მანჩესტერელები იგებდნენ, მაგრამ მასპინძლებმა იყოჩაღეს და ანგარიში ჯერ გაათანაბრეს, შემდეგ კი, შეცვლაზე შესული ვეტერანი ვარსკვლავის, 33 წლის ფრენკ ლამპარდის დარტყმული პენალტით გაიმარჯვეს კიდეც.
"სიტის" შეხვედრის არბიტრ მარკ კლეტენბერგთან პირველ ტაიმშივე გაუჩნდა პრეტენზია. მსაჯმა სტუმართა სასარგებლოდ არ დანიშნა თერთმეტმეტრიანი, რომლის გატანის შემთხვევაში ანგარიში 2:0 გახდებოდა და დასავლეთლონდონელებს თამაშის შემოტრიალება ერთიორად გაუძნელდებოდათ.
როგორც ვთქვით, ასე არ მოხდა, "ლურჯებმა" ბოლო 10 დღეში ზედიზედ მესამე მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგეს და საფინალო სასტვენის შემდეგ ზეიმით შევიდნენ გვირაბში, სადაც ეშლი კოულს "სიტის" ოთახთან გამომწვევი ქცევა დაუწყია. მცველი, დაახლოებით ამას ყვიროდა - "წაიღეთ რაც გეკუთვნოდათო" რამაც ისტლენდელების გაღიზიანება და საპასუხო რეაქცია გამოიწვია. პრეს-კონფერენციაზე "სიტის" მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განაცხადა:
"არ ვიცი რა თქვა კოულმა, ინგლისურ ჟარგონს ასე კარგად ვერ ვფლობ, მაგრამ, "ჩელსის" მოთამაშეები თავისი ყველა შეძახილითა და ქცევით ადასტურებდნენ, რომ ჩვენ უძლიერესი გუნდი გვყავს. მათი დიდი ეიფორია სწორედ უძლიერესის დამარცხებამ გამოიწვია და მე თუ მკითხავთ, ყველაზე მნიშვნელოვანი ეს იყო".
მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა "ლურჯების" გამარჯვების გოლის ავტორმა, ფრენკ ლამპარდმაც, რომელმაც გასახდელებთან ამტყდარი შეხლა-შემოხლა დაძაბული მატჩის ემოციით ახსნა.
"ხანდახან ადამიანებს ზედმეტი მოსდით. როდესაც ერთმანეთს დიდი ფეხბურთელები, დიდი გუნდები ხვდებიან და დათმობა არავის უნდა, ემოცია ზღვარს გადადის. ასეთ ინციდეტებში ადრეც მოვყოლივარ და მინდა გითხრათ, რომ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ ორივე გუნდი ერთმანეთს დიდ პატივს სცემს და აფასებს".
მანჩინიმ დასძინა, რომ შეხვედრის გადამწყვეტი მომენტი პირველ ტაიმში იყო, როდესაც ჟოზე ბოსინგვამ საჯარიმოში დავიდ სილვა წააქცია, მსაჯმა კი თერთმეტმეტრიანი დარტყმა არ დანიშნა.
გამარჯვებამ "ჩელსი" "სიტის" შვიდ ქულამდე მიუახლოვა. "ლურჯების" გახარებულმა მწვრთნელმა, ვილაშ-ბოაშმა თქვა: "შვიდქულიანი ჩამორჩენა, როდესაც პირველობისთვის ამდენი გუნდი იბრძვის, არაფერია. ახლა ბევრი რამ ჩვენი ფორმის სტაბილურობაზე იქნება დამოკიდებული".
|