AVB ends Lampard exit talk
http://www.givemefootball.com/premier-leag...mpard-exit-talk * * *
ანდრე ვილაშ ბოაშმა აღიარა რომ თუ "ჩელსი" წააგებს "მანჩესტერ სიტისთან", მაშინ მისი გუნდი ვეღარ იბრძოლებს პრემიერ ლიგის მოგებისთვის.
ორშაბათ საღამოს "ჩელსი" დაუპირისპირდება ლიდერ "მანჩესტერ სიტის" ლონდონში "სტემფორდ ბრიჯზე". ამ დროისთვის "ჩელსი" მეხუთე ადგილზე იმყოფება და ლიდერ "სიტის" 10 ქულით ჩამორჩება.
ვილაშ ბოაშმა განაცხადა რომ თუ "ჩელსი" წააგებს ამ შეხვედრას ქალაქელებთან, მაშინ ისინი გამოეთიშებიან ჩემპიონობისთვის პრძოლას - პრემიერ ლიგაში, რადგან 13 ქულის არმოფხვრა მისი თქმით თითქმის შეუძლებელია.
"ჩვენ გავაგრძელებთ ჩემპიონობისთვის ბრძოლას თუ მოვიგებთ, ან თუნდაც ფრეს ვითამაშებთ, მაგრამ წაგების შემთხვევაში ვშიშობ მხოლოდ პირველ სამეულში შესვლისთვის ვიბრძოლებთ, რადგან 13 ქულა დიდი დეფიციტია, შესაძლებელია ასეთი სხვაობის აღმოფხვრა, მაგრამ ნაკლებად სავარაუდო".
"მე ვფიქრობ, როდესაც გუნდი ასე თამაშობს მისი დამარცხება ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ უკეთესი განწყობა გვაქვს და მათთან ჩვენთვის მისარებ მომენტში გვიწევს თამაში, ფეხბურთელები საკუთარ თავში დარწმუნებულნი არიან და სჯერათ რომ 3 ქულას მოვიპოვებთ". ასეთ შემთხვევაში კი ყველაფერი რადიკალურად შეიცვლება, მოგების შემთხვევაში "სიტის" დიდი დარტყმას მივაყენებთ, რადგან ისინი სულ ახლახან გამოეთიშნენ ჩემპიონთა ლიგას".
"სიტიმ" დაამარცხა "მანჩესტერ იუნაიტედი" ძალიან დიდი სხვაობით, მე ვუყურე მატჩის ჩანაწერს და მხოლოდ ამ ერთი შეხვედრითაც ჩანს ის რომ "მანჩესტერ სიტი" უძლიერესი გუნდია, მაგრამ მათ აქვთ ძალიან ბევრი სუსტი წერტილი, მე ვიცი თითქმის ყველა სისუსტე ამ გუნდის, ასევე მყავს ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ მეტოქეს ზუსტად იქ მიაყენონ დარტყმა, საიდანაც მოწინააღმდეგე ნაკლებად ელის"-ასეთი განცხადება გააკეთა ვილაშ ბოაშმა.