ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელმა ნიკოლა ანელკამ ჩინურ “შანხაი შენჰუასთან” 2-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა. ამის შესახებ ბრიტანული ტაბლოიდი The Sun-ი იუწყება.
ჩინელებთან შეთანხების მიხედვით, ანელკას ხელფასი კვირაში 200000 გირვანქა სტერლინგის ტოლი იქნება და უახლოესი ორი წლის განმავლობაში ფრანგი დაახლოებით ოც მილიონ გირვანქას გამოიმუშავებს. ანელკამ “ჩელსის” ხელმძღვანელობას თავად სთხოვა, სხვა კლუბში გაეშვათ, რადგან გუნდის ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა. მას მერე, რაც ფეხბურთელმა ლონდონური კლუბის მესვეურთა თანხმობა მიიღო, ფრანგს “ტოტენჰემი”, “მილანი”, და აშშ-ის სამი გუნდი ეპატიჟებოდა. თუმცა, ფორვარდმა ჩინეთი არჩია, სადაც 3-ჯერ მეტ ხელფასს მიიღებს, ვიდრე “ჩელსიში”.
აღსანიშნავია, რომ “შანხაი შენჰუა” მე-9 კლუბი იქნება, სადაც ანელკას თამაში მოუწევს. “ჩელსის” გარდა, მას პსჟ-ში, “არსენალში”, “რეალში”, “ლივერპულში”, “მანჩესტერ სიტიში”, “ფენერბახჩესა” და “ბოლტონში” უთამაშია.
ვსო ანელკა საბოოლოდ წავიდა
შემდეგი ალექსია (არადა არ მინდა გაშვება)
და მერე კალუ მალუდა