მე დარწმუნებული ვარ რომ ეს წინადადება პირიქითაც მართებული იქნება:
თამაშით ესპანეთი იტალიას ვერ აჯობებს.
უახლოვეს ურთიერთშეხვედრებშიც დადასტურდა ეს:
2008- დემორალიზებული და გლეხებით გატენილი

იტალიის ნაკრები უფრო მეტ აშკარა სახიფათო მომენტს ჰქმნის კასი'ასის კართან (ეხლაც თვალწინ მიდგას კამორანეზიზ გამაზული

), თამაში მთავდება ასე თუ ისე ორივე გუნდის მიერ დამსახურებულ ფრედ და იქ უფრო მეტად მოწყურებული და უკვე მომციფებული როგორც კლასით ასევე ფსიქოლოგიურად (მუხლები უკოცნეთ ბებერ მელა არაგონესს) ესპანეთი გადის შემდეგ ეტაპზე, და იგებს თასს.
2012-ის ჯგუფური თამაში ორმხრივი საგოლე მომენტები, სახელდახელოდ შეკოწიწებული და ექსპერიმენტული იტალიის დომინირება 60-65 წუთამდე, მერე უკვე ესპანეთის. აქაც დამსახურებული ფრე.
ნუ ეხლა ბურთის ფლობაში ვერ გაჯობებთ, ამაში 100%-ით დარწმუნებული ვარ, მაგრამ უფრო ლაღად, სწრაფად და უფრო მეტი სახიფათო მომენტებით რომ ვითამაშებთ, ამაშიც ასევე დარწმუნებული ვარ, არ ვიცი რატომ ... გული მკარნახობს რაღაც. იუვეზეც ასე ვიყავი წელს ნახევარი სეზონის შემდეგ. მონსტრად ვყალიბდებით უკვე ჩვენ. გეყოთ ბარსა-ესპანეთმა რაც მოიგო. ახლა ჩაიჩოჩეთ პაწა და პიცა-მაკარონის ჭამით დატკბით