იუპ ჰაინკესის ინტერვიუ...
გთავაზობთ იუპ ჰაინკესის ინტერვიუს, რომელიც მან მიუნხენურ გამოცემა Abendzeitung-ს მისცა. ინტერვიუში ბუნდესლიგის ყველაზე მხრცოვანი სპეციალისტი "ბაიერნის" ფეხბურთელებთან დამყარებულ მის იდილიაზე და ინტერნეტთან დამოკიდებულებაზე საუბრობს. ასევე განმარტავს, თუ რატომ აპირებს "ბაიერნიდან" წასვლის შემდგომ კარიერის დასრულებას.
-ჰერ ჰაინკეს, ჩვენი გაზეთის მკითხველმა თქვენ 2011 წლის საუკეთესო სპეციალისტად დაგასახელათ ბუნდესლიგაში მოღვაწე მწვრთნელებს შორის. გილოცავთ!
-დიდი მადლობა! რათქმაუნდა, ეს ჯილდო ჩემთვის საამაყოა, მაგრამ ვიფქრობ, რომ ეს ტიტული ყველა იმ გუნდის დამსახურებაა, სადაც აქამდე მიმოღვაწევია. ბოლოსდაბოლოს, ჩემი პირადი წარმატებები ჩემს მიერ გაწვრთნილი კლუბების რეზულტატს ემყარება. ეს კი ერთობლიობაში ყველა გუნდის დამსახურებაა, დაწყებული გუნდის ექიმებისა, დამთავრებული ჩემი თანაშემწეებით. წარმატებები მაშინ მოდის, როცა ურთიერთგაგებაა.
-რამდენად ძნელი იყო თქვენთვის "ბაიერნის" ხელთავიდან გაძღოლა?
-თავიდან ყველა მხარეს მივმართე, რომ წარმატებას მხოლოდ ერთმანეთის თანადგომით თუ მივაღწევდით. გუნდური სული ამ დროს არსებობდა, თუმცა ამ ყველაფერს შეჯერება აკლდა. შემდეგ ყველამ ერთად გავწიეთ ძნელი სამუშაოები, რათა ჩვენი საუკეთესო ფორმა აღვედგინა და დღემდეც ასე მოვედით...
-ამის გასაკეთებლად კონკრეტულად რისი გაკეთება დაგჭირდათ?
-კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა. ამას კოლექტიურ სპორტში დიდი მნიშვნელობა ენიჭება. დასაწყისისთვის თითოეულ ფეხბურთელს ვესაუბრებოდი და მათთან კომუნიკაციას ვამყარებდი. ვფიქრობ, ჩემმა მეთოდება გაამრთლა და გუნდიც თავიდან ათამაშდა.
-კლუბში დაბრუნებული ჰარმონიული გარემოსთვის "ბაიერნის" ხელმძღვანელობისგან ალბათ მადლობაც გეკუთვნით...
- პირველ რიგში ჩემს თავს მწვრთნელის რანგში განვიხილავ, ფეხბურთის მასწავლებლად. მოთამაშეებათან ურთერთობა ყოველთვის სიამოვნებას მანიჭებდა. მაგრამ, ისეთ ურთიერთსაწინააღმდეგო დაჯგუფებებად მყოფ გუნდში, როგორიც "ბაიერნია", ძალიან მნიშვნელოვანია დაიცვა სწორი ბალანსი და ვფიქრობ, ეს გამომივიდა კიდეც. მწვრთნელი გუნდში გამორჩეული ავტორიტეტით უნდა სარგებლობდეს. ამით საშუალებას აძლევ მოთამაშეებს შენგან მაგალითის აღებისა.
-მომდევნო სეზონიდან "ბაიერნის" სარეზერვო გუნდს რეგიონლიგაში ახალი თავკაცი, მეჰმეტ შოლი ეყოლება...
-ეს გადაწყვეტილება გამართლებულად მიმაჩნია. მეჰმეტს კოლოსალური გამოცდილება აქვს, ითვლება ინტერნაციონალურ ფიგურად, ყოფილი ფეხბურთელები ყოველთვის იმსახურებენ "ბაიერნში" სიმპატიებს. გარდა ამისა, იგი შესანიშნავად ერკვევა ფეხბურთში.
-"გამორჩეულად ავტორიტეტული"- და თვლით რომ მეჰმეტიც ასეთი ტიპაჟია?
-მეჰმეტის შეუფასებლობა არ იქნება! მას ორი სახე აქვს-დამოუკიდებელი, ფუქსავატი, იგი მკაცრი წესების ეტიკეტს ნაკლებად აღიარებს, მაგრამ თუკი საქმე გუნდზე მიდგება, მაშინ მას მეორე სახე ეხსნება- აბსოლიტურად პროფესიონალი, აბსოლიტურად მომთხოვნი. მწვრთნელს უამრავი ასპექტები უნდა ჰქონდეს განვითარებული. მე ხშირად დამჭირვებია გუნდში შეგნებულად ავტორიტეტის დაწევა იმ დონეზე, რომ მოთამაშეს ვაფიქრებინო -"ის ჩვენნაირია"! თუმცა ამავდოულად მოთამაშემ უნდა იცოდეს, რომ როდესაც საქმე მწვრთნელის დიქტატურაზე მიდგება, მაშინ მასთან ხუმრობა არ ღირს.
-"ის ჩვენნაირია". ნუთუ ფეხბურთელები თქვენ, როგორც ამხანაგს ისე აღგიქვამენ? მაპატიეთ, მაგრამ თქვენ უკვე 66 წლის ხართ!
-თუკი მოთამაშეებთან ერთად ხუმრობას ვიწყებ, მაშინ ასაკს მნიშვნელობა აღარ ენიჭება. ფეხბურთელების მშვენივრად მესმის, ასე რომ არ ინერვიულოთ! თუმცა, მათ ის ფაქტი ყოველთვის ახსოვთ, რომ "Der Alte ist der Boss" (ეს მოუცი მათი ბოსია).
-შეიძლება ითქვას, რომ ინტერნეტთან დამოკიდებულებაში ისევე არ ხართ კარგად ჩახედული, როგორც თქვენი მეგობარი, ჰერ ული ჰიონესი.
-ეს აბსოლუტურად არაა ასე! ოფისში მაქვს ნოუთბუქი, გარდა ამისა სმარტფონიც. მათი დახმარებით იოლად ვეცნობი პრესას, ასევე მჭირდება ელექტრონული ფოსტა და მატჩების განრიგი. ტექსტური შეტყობინების წერაც კი შემიძლია. თუმცა სამწვრთნელო სამუშაოების გამო არ მრჩება ინტერნეტში ძრომალისთვის თავისუფალი დრო.
-ული ჰიონესმა რამოდენიმე ხნის წინ გამოთქვა აზრი, რომ თქვენ შესაძლოა "ბაიერნში" იმაზე დიდი ხანი დარჩეთ, ვიდრე მოქმედი კონტრაქტითაა გათვალისწინებული...
-ული ყოველთვის შორს მჭვრეტელი იყო. მიმდინარე სეზონის ჩამთავრებას ნამდვილად ვერსად გავექცევი, ასე რომ მომავალზე მომავალში ვისაუბროთ. ერთი წლის შემდეგ შეგვეძლება მიუჯდეთ სასაუზმე მაგიდას და განვიხილოთ "ბაიერნში" ჩემი სამომავლო განრიგი. მაგრამ, ეს ყველაფერი ჩემს მოქმედ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული, ასევე თუ რა მიზნები ექნება დასახული კლუბს. შესაძლოა, ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდგომ კვლავ "ბაიერნს" ვედგე სათავეში.
-და თუკი ეს არ მოხდება? შეგიძლიათ წარმოიდგინოთ მწვრთნელის გარდა სხვა პოზიციაზე მომუშავე იუპ ჰაინკესი?
-სიმართლე გითხრათ- არა! ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ "თავისუფალ გენერალად" ყოფნას ნამდვილად არ ვაპირებ. სკაუტობა, ტელევიზიაში მუშაობა ჩემთვის უფრო პრიორიტეტულია. თუკი ჩემი კარიერა "ბაიერნში" დასრულდება, მე მას აღარ მივუბრუნდები.
http://bayern.ge/index.php?newsid=4217