ბორის ბეკერი, ერთერთი ყველაზე ტიტულოვანი გერმანელი ჩოგბურთელი, ამჟამად მისი საყვარელი გუნდის, მიუნხენის ბაიერნის, ეკონომიკური საკითხების მრჩეველთა საბჭოს წევრია. Goal.com-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ის თავის კლუბზე საუბრობს.
ბატონო ბეკერ, თქვენ ბაიერნში უკვე 10 წელია მრჩეველთა საბჭოს წევრი ხართ. ეს კვლავაც თქვენი საყვარელი კლუბია?ნამდვილად ასეა. ეს ჩემთვის უბრალოდ საყვარელი კლუბი კი არაა, მე მისი წევრიც ვარ. ამ სეზონში ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი.
მაინც რატომ?პირველ რიგში ახალი მწვრთნელის და ასევე პირველ წრეში დატოვებული კარგი შთაბეჭრილების გამო.
თქვენი თქმით მატიას ზამერი შესანიშნავი მწვრთნელი იქნებოდა ბაიერნისთვის.საკითხავი ისაა, თუ რამდენ ხანს დარჩება იუპ ჰაინკესი ჩვენთან. ძალიან მომწონს როდესაც არსენალისა და მანჩესტერისნაირ დიდ კლუბებში "მწვრთნელის ერას" ვხედავ. მინდა ბაიერნშიც ასე იყოს და ამიტომ მიმაჩნია მატიას ზამერი (44 წლის) კარგ კანდიდატად.
იურგენ კლოპზე რას იტყვით?ის ერთერთი საუკეთესო გერმანელი მწვრთნელია. თუმცა ვფიქრობ დორტმუნდში დააპირებს დარჩენას.
შეუძლია დორტმუნდს მუდამ გაუწიოს ბაიერნს კონკურენცია?დიდი იმედი მაქვს. ბაიერნს კარგი მეტოქე ჭირდება. ეს არა მხოლოდ ამ კლუბს არამედ მთელ ბუნდესლიგას გააძლიერებს. მესამე ადგილზე შალკეს ვხედავ. ამ სამ გუნდს აქვთ კარგი ხარისხი იყვნენ ბუნდესლიგის სათავეში. რაც შეეხება დორტმუნდს დარწმუნებულიც ვარ, რომ ის ბაიერნის სერიოზული მეტოქე იქნება.
ასეთი დარწმუნებული რატომ ხართ?იურგენ კლოპის სახით კარგი მწვრთნელი ყავთ და მისი გაშვება ერთი 10 წელი მაინც არ მოუნდებათ. ამასთან ერთად გუნდს შეუძლია რეგულარულად დაიწყოს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში, რაც მათ კარგი ტრანსფერების კეთებას აიძულებთ. აი მაგალითად უკვე მარკო როისი ავიღოთ: რა შესანიშნავი შენაძენია!
მარკო როისის შეძენაზე გამახსენდა, ეს ბაიერნის მარცხია?ასე მწარედაც ნუ ვიტყვით. კი ეს ბიჭი ბაიერნის სასურველი ფეხბურთელების სიაში იყო, თუმცა დორტმუნმაც შეძლო მისი ყიდვა. კარგია, როდესაც ბუნდესლიგაში ორი კლუბი მაინცაა საუკეთესო მოთამაშეების შეძენის შესაძლებლობით.
ზაფხულს ბაიერნიც შეიძენს უმაღლესი კლასის მოთამაშეებს. განსაკუთრებით დაცვაა მისახედი. თქვენ რას ფიქრობთ?ცენტრალური დაცვა გასული სეზონის მტკივნეული წერტილი იყო. ამ სეზონში თითქოს გამოსწორდა მაგრამ დანიელ ვან ბუიტენს ასაკი ემატება და არც ბრენო მიმაჩნია დიდ გამოსავლად. აუცილებელია რომ ბაიერნმა რამე მოახერხოს და ისეთი ფეხბურთელები შეიძინოს, რომლებიც მაინცსა და კაიზერსლაუტერნს კი არა ბარსელონასა და რეალს გაუმკლავდებიან. მიმაჩნია, რომ ყველა პოზიციაზეა საჭირო ორი უმაღლესი კლასის ფეხბურთელის ყოლა, რათა კონკურენცია იყოს გუნდში.
შეუძლია ბაიერნს მადრიდის რეალისა და ბარსელონას გამკლავება?ყველა გუნდი დამარცხებადია ორ თამაშში. თუმცა იღბალიც საჭიროა. ბაიერნი საოცრად ძლიერია სახლში და ამასთან მიუნხენში გასამართი ფინალი ბიჭებისთვის დამატებითი მოტივაციაა. ბაიერნს აქვს იმის ძალა ბარსელონაც დაამარცხოს.
ბასტიან შვაინშტაიგერის თქმით კატალონიელები კვლავ ფავორიტები არიან ჩემპიონთა ლიგის მოგების.და მართალსაც ამბობს. ბევრი ძლიერი კლუბი ცდილობს ამ ტიტულის მოპოვებას და მათ შორის ბარსელონა ლიდერია. თუმცა ბაიერნსაც შეუძლია ბევრი რამ.
ორი წლის წინ ბაიერნმა კინაღამ სამი ტიტული მოიგო. წელსაც არის ამის შანსი?ბაიერნისთვის ბუნდესლიგა ყველაზე მნიშვნელოვანია, თუმცა მიუნხენში გასამართი ფინალი ერთიორად ზრდის ჩემპიონთა ლიგის მოთხოვნებსაც. ლამი და კომპანია აუცილებლად შეეცდება ამ ტიტულის ხელში ჩაგდებას, მითუმეტეს რომ მათ ეს არასდროს გაუკეთებიათ ჯერ.
Goal.com