ჩაცხრომილი პერიპეტიების შემდეგ, საღი გონებით უნდა შევხედოთ ჩვენს გუნდს.
ჩეზენასთან გამარჯვება იოლი არ იყო ნამდვილად. ნუ პენალტი გვაჩუქეს ეს ფაქტია, თუმცა პენალტით თუ უპენალტოდ მაინც მოგებული გვქონდა. 3 ჯერ გადმოვიდნენ ჩვენს ნახევარზე თუ 4 ჯერ სულ და 1 დარტყმა ქონდათ კარში (სტატისტიკაში 2 წერია და ის მეორე არ მახსოვს ნამდვილად

).
თვითონ იმ ეპიზოდს რაც შეეხება მხოლოდ 1 გამეორებიდან (კარს უკან) ჩანდა კარგად რომ ანტონიოლიმ ხელი მოარტყა ბურთს ჯერ და მერე ჯაკერინის. ასეთ შემთხვევებში არავინ დებს საჯარიმოს, ნუ ვერ დაინახა მსაჯმა ეს ფაქტია. აი ლიხტის ეპიზოდი კი საეჭვოდ არ გაამეორეს დეტალურად. მე რამდენადაც დავინახე ჯარიმა აშკარად ხაზის შიგნით იყო. ნუ პრინციპული მნიშვნელობა არც ამას აქვს.
მოგება კარგია, რა თქმა უნდა, თუმცა ხარვეზები ბევრი იყო. და არც შეცვლები იყო იდეალური.
გუნდი ფსიქოლოგიურად თუ ფიზიკურად დაღლილი იყო. სწორედ ამ თამაშში უნდა ეცადა ფლანგებით შეტევა როცა 11 კაცი საჯარიმოში გიზის. ანუ კრასიჩი, ელია/ესტი უნდა ეთამაშებინა, ანაც იგივე ჯაკერინი.
მატრი ვერ იყო ხასიათზე, აჭრილი იყო საშინლად, და პირველი გაცუდებული მომენტის მერე სულ უარესად აიჭრა. პეპე ნუ პეპეა რა. 2 -3 მომენტი გამაზა პერსონალურად, თუმცა უფრო გაუმართლებლობის ხარჯზე და არა უკლასობის.
ვუჩოც დაღლილი იყო. პლუს 3 ეშელონიანი დაცვის გადამკიდე საკმაოდ ღრმად უწევდა ჩამოწევა.
ჩვენდა საუბედუროდ კვალია საშინელ ფორმაშია

. პლუს ამას ისიც დაემატა რომ ალე გაიტრამვა და დაიკარგა სულ მარტო 80 მცველის წინაღმდეგ.
ზუსტად ასეთ თამაშებში შეიძლება იგივე ტონის გამოყენება. გასაგებია რომ ვყიდით არ გვინდა, მაგრამ სანამ გავაკეთებთ ამას ხომ შეიძლება რომ გამოვიყენოთ. საცა პეპმ მოუგო საჰაერო დუელი მცველებს ეს რაღას იზამდა? შეიძლება საჯარიმოს გარედან გაეტანა თაური საერთოდ

ვიდალი ფანტასტიური იყო. მარკიზიო ტრადიციულად უჩინარი იყო პირველ ტაიმში, სამაგიეროდ მეორეში იკაცა, თან ძალიან მაგრად. მართლა ქილერ ინსტინქტი აქვს ამ კაცს შეტევის აუღელვებლად დაბოლოების.
ალე შემეცოდა სასტიკად. როგორც იქნა დრო მიეცა თავის ჭიის გახარების და უდონომ ბუცი მოარტყა თავში...

მაგრამ ისიც უნდა ითქვას რომ ალე ზურგს უკან ედგა და ვერ ხედავდა მთლიანად ჩეზენელი მოწინააღმდეგეს.
დანარჩენები "ნე რიბა-ნე მიასა" იყვენე რუსები რომ იტყვიან ხოლმე. ბონუჩის არ ჰქონია "თავის გამოჩენის" შანსი და ეგ კარგია. ლიხტი აქტიურობდა კიდევ საკაიფოდ. და კიელოც. მაგრამ კიელოს ტლანქი პასები თუ დარტყმები 101%-ით მარწმუნებს რომ არა ცენტრალური არამედ მარცხენა განაპირა მცველი უნდა იყოს პრიორიტეტი

ეჭვი მაქვს ბოლონიასთანაც თუ ეს შემადგენლობა დააყენა წააგებენ და მერე რომასთან უარესად დაცლილები იქნებიან. დასვენება სჭირდებათ ხალხს.