ვა ვა საღოლ სტოკის
ვან პერსი: " რისკმა გაამართლა "დღეს არსენალის კაპიტანმა, ვან პერსიმ ევერტონთან გატანილ გოლზე ისაუბრა. თავდაპირველად მან "მეთოფეთა" მიერ მოპოვებული მორიგი 3 ქულით კმაყოფილება გამოთქვა:
"მიხარია, რომ ჩვენ არ ვუხვევთ გამარჯვების გზიდან და ჩვენს აქტივში მორიგი 3 ქულა ჩავიწერეთ. ევერტონმა საკმაო წინააღმდეგობა გაგვიწია, მაგრამ საბედნიეროდ ჩვენ მაინც მივაღწიეთ სასურველ შედეგს.
არ შეიძლება არ ავღნიში დაცვის შესანიშნავი თამაში, რომელიც ბოლო თამაშებია საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება. მოხარული ვარ, რომ ამ ასპექტში ჩვენი თამაში დავხვეწეთ და პირველ რიგში ეს მთლიანად გუნდის და გუნდური სულისკვეთების დამსახურებაა.
რაც შეეხება გოლს, უკვე მერამდენედ მინდა ავღნიშნო ალექსის შესანიშნავი პასი. ბევრი არ უფიქრდება იმ ფაქტს, რომ სონგი ჩამშლელია, მაგრამ მიუხედავად ამისა მას აქვს მოედნის არაჩვეულებრივი ხედვა და შეუძლია გააკეთოს ბრწყინვალე პასი. მან ისევ ბრწყინვალე ასისტენტობა გამიწია და მისი ეს ნიჭი უბრალოდ აღსანიშნავია.
მას მერე რაც ალექსისგან პასი მივიღე ვთვლი, რომ შეუჩერებლად დარტყმით საკმაოდ გავრისკე. როგორც წესი ამ დროს თავდამსხმელი უნდა მის სწორად მიღებას და ამის შემდეგ მოქმედებას, მაგრამ მე გავრისკე და როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა სრულიად კარგადაც. გავიტანე რა საკმაოდ ლამაზი გოლი უკიდურეს კუთხეში, რომელზედაც იმ მომენტში ვერც კი ვიოცნებებდი.
რაც შეეხება ჩემს თამაშს, მიუხედავად გატანილი გოლისა ნამდვილად არ ვარ კმაყოფილი. თამაშში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვი და საკმაოდ ხშირად ვკარგავდი ბურთს, მაგრამ გუნდმა ამ მატჩში მორიგი 3 ქულა აიღო, რაც ჩემთვის უმთავრესია."