
ნეტა ერთი დაეშვა.. მასე კარაგერს რამდენი გოლი აქ გატანილი მარა მაინც აღმერთებს ხალხი..
კაროჩე ეხლა დამშვიდებულ გულზე რო ვუფიქრდები და სიტუაციას ვაანალიზებ რა ხდება.
ადამი, ჰენდერსონი, დაუნინგი ისეთ გუნდებში თამაშობდნენ აი საშუალოზე დაბალ გუნდებზე რა , კლასი მანდ არაა და არაფერი. შესაბამისად უჭირთ გრანდში თამაში ეგრევე , კენი კიდე მათში ტალანტებს ხედავს და დრო უნდა ამ ყველაფერს მეტი კი არაფერი ( შეთამაშებაზე მაქ საუბარი) ადამი საბოლოო ჯამში ცუდი იგროკი ნაღდად არ არის.. აი ბოლო რამოდენიმე თამაშია ურევს თორე მანამდე ჩელსისთან უდიდესი წვლილი შეიტანა მოგებაში, ასევე სიტისთან და სხვა მნიშვნელოვან მატჩებში (QPR და ა.შ) ლუკას ლეივა კი როგორ კარგი ჩამშლელი # 1 პრემიერ ლიგაში ასე უცებ ამდენი ხნით დავკარგეთ..
ნახევარდაცვის გარდა წინ კიდე გვაქ პრობლემები.. წინ უნდა იდგეს სუარეზი-კუიტი.. ამ ორ ადამიანს ყველაზე კარგად ესმის ერთმანეთის თავდამსხმელებს შორის და ვფიქრობ ბელამი მარჯვენა კრაიზე უფრო პროდუქტულია ცენტრში ადამი-ჯერარდი დადგეს ყველას ჯობია ( მიუხედავად იმისა რო ადამს დღეს ამოვუტრიალე კეთილები

) ფლანგებზე დაუნინგი ბელამი და წინ კუიტი-სუარეზი ხოლო 2 კვირაში კუიტი-ქეროლი მშრომელი ხალხი

რავიცი აბა ეს იმ ტაქტიკაზე ვამბობ რომელსაც კენი ირჩევს.. კიდე შეიძლება ტაქტიკის სხვანაირად გადაწყობა შეტევის გაძლიერება ნახევარდაცვის ხარჯზე შელვის დახმარებით .. მარა მე ვინ მისმენს

კაი იტოგში მე ჩემი ,,ესე" დავწერე რასაც ვფიქრობდი და დალშე კენიმ იცის და მაგის კაცობამ.. ვფიქრობ კენის სწორ გზას ადგას.. იგი აწყობს ახალ გუნდს და იმედია იანვარში სწორ სატრანსფერო პოლიტიკას განახორციელებს რაც ყველაზე მთავარია..
იტოგში დავივიწყოთ დღევანდელი დღე და დავიძინოთ მშვიდად

აბა ჰე
Kenny