ეგ სულ არ მახსოვდა
======
ინგლისური “ბოლტონის” ხელმძღვანელობა “ლივერპულიდან” ზამთრის სატრანსფერო ბაზრისას იჯარით ორი ახალგაზრდა ფეხბურთელის აყვანას გეგმავს.
ისინი იმედოვნებენ, რომ იანვარში 17 წლის რაჰიმ სტერლინგსა და 18 წლის ჯონ ფლანაგანს სეზონის ბოლომდე ინათხოვრებენ. “თეთრებოს” მენეჯერი ოუენ კოული საკუთარი გუნდის ფორმით სასოწარკვეთილია, რადგან მათ მხოლოდ ორი შეხვედრა მოიგეს და ამჟამად გასავარდნ ზონაში იმყოფებიან.
17 წლის გარემარბი, სტერლინგი, რომელიც ინგლისში თინეიჯერებს შორის ყველაზე მაღალი პოპულარობით სარგებობს, კოულის თქმით “ბოლტონს” დიდ დახმარებას გაუწევს, ასევე გაივლის განვითარების იმ გზას, რომელიც თავის დროზე ჯეკ უილშირმა და დენიელ სტარიჯმა განვლეს. ინგლისის U17-ის ნაკრების წევრს, ძირითად გუნდში დებიუტი ჯერ არ ჰქონია.
18 წლის მცველს, ფლანაგანს, რომელმაც პირველ გუნდში ცხრა შეხვედრა ჩაატარა, მარტინ კელისა და გლენ ჯონსონის ჩრდილში ამოფარებულს ძირითად გუნდში მოხვედრა უჭირს, მისი შანსები კი მნიშვნელოვნად შემცირდა. კოულს სჭირდება კარგი მარჯვენა მცველი, რომელიც პოლ რობინსონსა და ტრავმირებულ ტირონ მირსს ღირსეულად შეცვლის.
თავის მხრივ, “წითლების” მთავარი მწვრთნელი კენი დალგლიშიც თანახმაა, რომ ზემოხსენებული ორი ფეხბურთელი იანვრის სატრანსფერო ბაზრისას ზაფხულამდე გაასხვისოს.
დავაი ნახვი გადავიდნენ
ცოტა პრაქტიკას მიიღებენ
ისე ბოლტონი არ ხუმრობს : ჩელსიდანაც აყავთ მაკიკრენი