მას შემდეგ, რაც 20 წლის უნიჭიერესი ახალგაზრდა მცველი, ინიგო მარტინესი მერსისაიდელთა თვალთახედვის არეში მოექცა, ფეხბურთელისაგან Sky Sports-ის ჟურნალისტებმა სწრაფადვე ჩაიწერეს ინტერვიუ.
ინიგო აცხადებს, რომ “ლივერპულის” წინადადება ძალიან ახარებს, მაგრამ ის “რეალ სოსიედადში” თავს ბედნიერად გრძნობს. მან თავისი კარგი თამაშით თავი ესპანეთის ნაკრების U21 წლამდელთა მწვრთნელსაც მოაწონა, სწორედ ამის გამო მას ასაკობრივ ნაკრებში უკვე ოთხი მატჩი დაუგროვდა.
მარტინესი თამაშობს როგორც ცენტრალური ნახევარმცველის, ასეცე დაცვის შუა და მარცხენა ფლანგზეც. მის სანახავად “ლივერპულის” სკაუტებმა ესპანეთში სიარულს, განსაკუთრებით ბოლო კვირებში ძალიან მოუხშირეს.
- “სან სებასტიანში [ქალაქი ესპანეთში] ბედნიერი ვარ. საოცრად მახარებს “ლივერპულის” ინტერესები, მაგრამ ყველაფერი კლუბზეა დამოკიდებული. ახლა მხოლოდ საკუთარ თავზე ვარ ორიენტირებული და იმის გამო, რომ ცხრილში რთული სიტუაცია გვაქვს, “სოსიედადში” მხოლოდ კარგი თამაში მმართებს.”
სანდო წყაროზე დაყრდნობით, კლუბს მარტინესის გაშვება მინიმუმ ზაფხულამდე არ უნდა, მაგრამ…
“ვიცით ინგლისელი სკაუტების შესახებ, მაგრამ ჩვენი პოზიცია ნათელია. მარტინესს მინიმუმ ზაფხულამდე არ გავუშვებთ” – განაცხადა “სოსიედადის” მთავარმა მწვრთნელმა ფილიპე მონტანიერმა.
ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს და თუ ვინმეს მისი გამოსყიდვა მოესურვება, მაშინ €30 მილიონი ევროც არ უნდა დაინანოს.
აუ რად გვინდა ამდენი მცველები ამის დედას ###### შეტევას მიხედეთ ბლიად