“გუარდიოლა: “ვილია ჩელსისა და ლივერპულის გამო არ დაგვტოვებს” – სწორედ ამგვარად ასათაურებს Mirror-ი გუარდიოლას ინტერვიუს, სადაც ეს უკანასკნელი ვილიას მომავალზე საუბრობს…
როგორც მოგეხსენებათ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა უფრო და უფრო ახლოვდება და პრესა ლივერპულს მრავალ ფეხბურთელს უკავშირებს. ერთ-ერთი მათგანი კი, რომელსაც ესპანური და ინგლისური ტაბლოიდები მერსისაიდში გადაბარგებას უწინასწარმეტყველებდნენ დევიდ ვილიაა… Mirror-ის ცნობით უაკანასკნელი ბოლო სტატია, რომელიც ესპანურმა პრესამ ვილიას მომავალს მიუძღვნა Marca-ს ეკუთვნის და მისი სათაური შემდეგია: “ვილიათი 3 ინგლისური კლუბი ინტერესდება – ლივერპული, ჩელსი და ასტონ ვილა” – ტაბლოიდისზევე დაყრდომით უნდა ვიფიქროთ, რომ ზემოდ ხსენებული ტრიოდან დევიდის ყიდვის ყველაზე კარგი შანსი ლივერპულსა და ჩელსის აქვს, რადგან ასტონ ვილა როგორც ფულადი ისევე მაღალი მიზნებისთვის ბრძოლის თვალსაზრისით ამ უკანასკნელთ ბევრად ჩამოუვარდება…
მაგრამ ამ ყველაფრის და მიუხედავად დღეს ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა პეპე გუარდიოლამ ერთ-ერთ იაპონელ ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა, რომ პრესა უბრალოდ ტყუის და ვილიას ახლო მომავალში გუნდიდან წასვლას გამორიცხავს…
გთავაზობთ ამონარიდს გუარდიოლას ინტერვიუდან:
“Marca უბრალოდ ტყუის… დევიდთან მადრიდის რეალთან მატჩის შემდეგ არ მისაუბრია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მას ბარსაში დარჩენა სურს. მინდა გითხრათ, რომ ვილია “ჩემს გეგმებში” ყოველთვის შედიოდა და შედის კიდეც. უბრალოდ მას ისევე, როგორც სხვა ბევრ ბარსას ფეხბურთელს ხანდახან სკამზე ჯდომა უწევს, რადგან გუნდის ფორმიდან არ ამოვარდნის ერთ-ერთი საშუალება ჩემი აზრით სწორედ ესაა და ვფიქრობ, რომ ეს ფაქტი მისი გუნდიდან წასვლის საწინდარი ნამდვილად არ გახდება…”
არსად არ წავა ეს აქ დარჩება სანამ წესიერად თამაშს შეძლებს