კენი დალგლიშმა დღევანდელ ინტერვიუში გაგვიმხილა, რომ ჯერარდმა დაასრულა რეაბილიტაციის პროცესი, თუმცა ზუსტი დრო მაინც ვერ დაასახელა როდის დაუბრუნდება კაპიტანი თავის გუნდს.
ჯერარდმა დიდი წარმატებით დაასრულა მკურნალობა და მსუბუქი ფორმით განაახლა ვარჯიში გასული კვირის მიწურულს.
მიუხედავად ამისა, „წითლების“ ბოსი სიფრთხილეს იჩენს და ზუსტ დროს ვერ ასახელებს, თუ როდის იქნება მზად ლეგენდარული კაპიტანი.
მელვუდში გამართული შეხვედრისას დალგლიშმა ჟურნალისტებს განუცხადა: „ვფიქრობ, კარგად გამოვიყურებით. ჩვენ მხოლოდ სამშაბათს ვივარჯიშეთ და არაფერი შეგვიშლის ხელს, რომ კვირასაც განვარგძოთ ვარჯიში.“
„სტივენი მართლაც კარგად პროგრესირებს და ვარჯიშობს. ჩვენ, ყველა გახარებული ვართ მისი გამოჯანმრთელებით, რაც ძალიან პოზიტიურია.“
„ჩვენ მოვიცდით და დავაკვირდებით. არ გვინდა დავისახოთ ისეთი მიზანი, რისი მიღწევაც შეუძლებელი იქნება. ფანტასტიურია მისთვის, რომ ასე კარგად პროგრესირებს, რაც ასევე დიდებულია გუნდისთვის.“
ამას გარდა, ჟურნალისტები ჩაეკითხნენ დალგლიშს ფეხბურთის ასოციაციისა და სუარესის შესახებ.
მან განაცხადა: „ჩვენ არ შეგვიძლია რაიმე ისეთი ვთქვათ ან გავაკეთოთ, რაც დააზარალებს ამ საქმეს.“
„რაც შეეხება ლუისს, ჩვენ იმავეს გავიმეორებთ რაც ადრე განვაცხადეთ. ჩვენ მის გვერდით ვიქნებით და დავეხმარებით მას შეძლებისდაგვარად. მას შემდეგ, რაც ყველაფერი გაირკვევა და დასრულდება, მაშინ შეგვეძლება ვისაუბროთ.“
სტივი სად ხარ რა მალე დაბრუნდი
This post has been edited by Baduri777 on 15 Dec 2011, 17:20