კენი დალგლიშს იმედი აქვს, რომ “ლივერპული” ამ სეზონს ოთხეულში დაასრულებს.
წითლებმა ეს სეზონი კარგად დაიწყეს, თუმცა შემდეგ ოთხეულს საკმაოდ დაშორდნენ, ახლა კი კვლავ ცდილობენ ოთხეულში დაბრუნებას. კენი დალგლიშს იმედი აქვს, რომ “ლივერპული” სეზონს ოთხეულში დაასრულებს.
დალგლიში მიიჩნევს, რომ “ლიერპულს” შეუძლია ოთხეულში დაბრუნება, თუ ისინი მუშაობას ასე გააგრძელებენ.
“ძალიან მოხარულები ვართ, იმით რაც აქამდე გავაკეთეთ.”-განაცხადა მეფე კენიმ. “ჩვენ ძალიან გვინდა ოთხეულში დაბრუნება და ამის ერთადერთი გასაღები უფრო მეტი მუშაობაა. ჩვენ ჯერ პატარ-პატარა ნაბიჯებით უნდა ვიაროთ, ერთი დიდი ნაბიჯის გადასადგმელად.”
პრემიერლიგის ცხრილს “მანჩესტერ სიტი” ლიდერობს, მას თანაქალაქელი “მანჩეტსერ იუნაიტედი” მოყვება, შემდეგ კი ლონდონური ტრიო – “ჩელსი”, “ტოტენჰემი” და “არსენალი”.
“ჩვენ ადვილი კონკურენტები არ გვყავს. პრემიერ ლიგის ზედა საფეხურებში მყოფი გუნდები ნამდვილად კარგად გამოიყურებიან.”
“ამ ექვს გუნდიდან ორი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრას ვერ შეძლებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინიც და ჩვენც ძალიან კარგად ვთამაშობთ. თუმცა ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ და კარგადაც მივიწევთ წინ.”
“ჩვენ ახლა მთლიანად ქულებზე ვართ კონცენტრირებული, თუმცა არც თამაშის ხარისხის გამოსწორება გვავიწყდება.”
=====================================================================
მიდი კენი მიაწექი ბოლომდე
This post has been edited by Baduri777 on 17 Dec 2011, 21:31