მას შემდეგ, რაც “რეალ მადრიდის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ 23 წლის გერმანელ გამთამაშებელ მესუთ იოზილს მკაცრი ულტიმატუმი წაუყენა, “ლივერპულის” სკაუტები სწრაფად გადაფრინდნენ ესპანეთში.
გერმანიის ნაკრების ლიდერს ჟოზემ გამოუცხადა, რომ თუ ის თამაშს არ მოუმატებს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანვე ტრანსფერზე დააყენებს. მოურინიომ წინა ტურში, “ბარსელონასთან” 3-1 წაგების დროს მესუთი ძირითად შემადგენლობაში დააყენა, რადგან უფრო მეტს ელოდა მისგან, მაგრამ ასე არ მოხდა, იოზილმა მატჩი ჩააგდო.
დემიენ კომოლი “რეალის” ათიანს დიდი ყურადღებით აკვირდება და თუ სიტუაცია ასე გაგრძელდა, ის მზად იქნება ესპანელებთან სატრანსფერო მოლაპარაკებები წამოიწყოს. “წითლებს” ჩემპიონთა ლიგაზე თამაში უნდათ, იოზილს კი – მუდმივი სათამაშო პრაქტიკა, რადგან წინ ევრო 2012-ია.
ახალგაზრდა გამთამაშებელი “სამეფო კლუბს” მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებისთანავე ბრემენის “ვერდერიდან” £12.4 მილიონ ფუნტად შეუერთდა. წინ უკრაინა-პოლონეთში კიდევ ერთი შთამბეჭდავი ტურნირია და თუ იოზილს შანსი კიდევ არ მიეცემა, მერსისაიდელთა ხელმძღვანელობა £18 მილიონ ფუნტიან წინადადებას გაამზადებს.