
წაიკითხეთ აუცილებლად, : )
მანუნიტედ.გე
რამე კარგი სიMღერა ჩართეთ და ისე
მე ყოველთვის მიყვარდა "იუნაიტედი" და ამასთან ერთად კამათიც.სკოლა, რომელშიც მე ვსწავლობდი სავსე იყო "ლივერპულის" ქომაგებით, ამიტომ დღე არ გადიოდა ისე, რომ მე მათთან არ მეკამათა ან მეჩხუბა.გავიზარდე ბიორში მანჩესტერთან ახლოს.მაგრამ იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ნახევარზე მეტს იქ მცხოვრებ ხალხს "ლივერპულის" ფორმა ეცვათ, სიმართლე ვთქვათ და თავი მერსისაიდელი მეგონა.80-იანი წლები იდგა."ლივერპულის" გულშემატკივრობა მაშინ მოდაში იყო, ისინი ძალიან წარმატებულები იყვნენ და ამიტომ უმრავლესობა ჩემი სკოლიდან მათ გულშემატკივრობდა."ოლდ ტრაფორდიდან" ჩვენ არც თუ ისე შორს ვცხოვრობდით, მაგრამ თავს ისე ვგრძნობდი თითქოს ჩემი სახლი "ენფილდის" გვერდით იყო.რა თქმა უნდა მე ერთადერთი არ ვიყავი, ვისაც "იუნაიტედი" უყვარდა, მაგრამ ხანდახან მეგონა თითქოს დედამიწაზე "მანჩესტერ იუნაიედს" მხოლოდ მე ვგულშემატკივრობდი. არ ვიცი, თუ როგორ რეაგირებთ თქვენ როდესაც უმცირესობაში რჩებით, მაგრამ ჩემში ამან ნამდვილი მებრძოლი ადამიანი გააღვიძა.ნათესავები მამაჩემის მხრიდან ძალიან უცნაური ხალხი იყო, ისინი ყოველთვის კამათობდნენ.სულ მალე მეც მათ დავემსგავსე.მოგონებები სკოლიდან კამათს უკავშირდება და ეს კამათი ყოველთვის "ლივერპულის" გულშემატკივრებთან მქონდა.სიმართლეს ვიტყვი, და სწავლის ნაცვლად მე დიდ დროს მერსისაიდელებთან ჩხუბს ვუთმობდი.ჩვენ ვკამათობდით იმაზე,თუ ვის ყავდა საუკეთესო ფეხბურთელი, ვის ქონდა საუკეთესო მოედანი და საუკეთესო ფორმა.ეს კამათი არასდროს არ წყდებოდა და არამგონია, რომ ოდესმე შეწყდეს.იმ დროს "ლივერპული" ჩემი მწამებელი იყო.სკოლაში მათი წარმატება სუნთქვის საშვალებას არ მაძლევდა.ესე ჩაისახა ჩემში სიძულვილი.ისინი ყველაფერს იგებდნენ რაზეც მიუწვდებოდათ ხელი.რაც უფრო ბევრს ვგებულობდი მათ წარმატებაზე, მით უფრო ვიცავდი ჩემს გუნდს.თქვენ უნდა გენახათ, თუ რა დღეში ვიყავი "ჩანტლერს პრაიმერის"მოედანზე (სკოლა, რომელშიც გარი ნევილი სწავლობდა)."იუნაიტედი" ჩემთვის ყველაფერი იყო.მთელი ჩემი ბავშვობა მათ თამაშებზე გავატარე."ოლდ ტრაფორდზე" ყოფნა ყველაზე მხიარული მომენტი იყო ჩემს ბავშვობაში.ეს ყველაფერი მამაჩემის დამსახურებაა, გუნდი ჩემს სისხლში იყო ბავშვობიდანვე.მან "წითლებს" მთელი მისი ცხოვრება შეწირა.ის ინგლისის თასის ფინალზე იყო 1958 წელს 9 წლის ასაკში, როდესაც "იუნაიტედმა" მიუნჰენის ტრაგედიის შემდეგ რამოდენიმე თვეში, ღირსეულად დამარცხდა "ბოლტონ უონდერსთან".მან ნახა გუნდის ბრწყინვალე წლები, რომელიც გუნდმა სერ მატ ბასბისა და სამი ფეხბურთელის ხარჯზე მოიპოვა "ბესტი, ლოუ და ჩარლტონი".ის მთელი გულით და სულით გულშემატკივრობდა გუნდს.როდესაც მათ ჩავარდნა ქონდათ სამოზდაათიან წლებში,როდესაც "იუნაიტედი" მეორე დივიზიონში გადავარდა 74 წელს, მისი სიყვარული გუნდის მიმართ უფრო გაიზარდა.ეს გამარჯვება იქნებოდა თუ მარცხი, ამას არ ქონდა მნიშვნელობა - მას უყყვარდა ეს გუნდი და ამაყობდა, რომ "მანჩესტერის" გულშემატკივარი იყო.იმის შემდეგ, რაც მან მუშაობა დაიწყო, არამგონია რომ მას რომელიმე მატჩი გამოეტოვებინოს.ბავშვობიდანვე ვცდილობდი, რომ მამაჩემთან ერთად წავსულიყავი "ოლდ ტრაფორდზე". მე ვთხოვდი მას, საბოლოოდ ის დათანხმდა ერთი პირობით : ის წამიყვანდა "ოლდ ტრაფორდზე" , თუ მე არავის არ შევუშლიდი ხელს და წყნარად ვუყურებდი თამაშს."მე არ მახსოვს ჩემი პირველი ვიზიტი "ოცნების თეატრში".მამაჩემა მითხრა, რომ მაშინ 4 წლის ვიყავი, ესეიგი 1979 წელი იყო.თვითონ შეხვედრები არ მახსოვს, მაგრამ არაჩვეულებრივად დამამახსოვრდა ის დაძაბულობა, ატმოსფერო, რომელიც მოედანზე ტრიალებდა.როდესაც ჩვენ გადავკვეთავდით ბარტონის ხიდს, გული მიჩქარდებოდა.ეს იმას ნიშავდა, რომ მოედნიდან არც ისე შორს ვიყავით.სულ მალე სტადიონიც გამოჩნდა და იქვე დავაყენეთ მანქანა.ჩვენ ყოველთვის ადრე მივდიოდით სტადიონზე და ვჭამდით "Marina’s Grill"-ში.ეს კაფე დღესაც იმყოფება იქ.მე ყოველთვის ვყიდულობდი ფუნთუშას და კარტოფილს.რამოდენიმე საათში კი ჩვენ ერთ-ერთი მათგანი ვიყავით, ვინც რიგში იდგა K-Stand-ზე.მამაჩემი თავის მეგობრებს ხვდებოდა, მაგრამ მე არანაირი წინააღმდეგი არ ვიყავი, პირიქით თავს ბედნიერად ვგრძნოდი.ის ლუდს სვამდა, მე კი ზემოთ ავდიოდი და ვაკვირდებოდი მოედანს.არასდროს არ მწყინდებოდა, როდესაც მარტო ვიჯექი ჩემს ადგილზე."ოლდ ტრაფორდი" შეიძლება სრულიად ცარიელი ყოფილიყო, მაგრამ მე მაინც ვიყავი იქ და ბედნიერი თვალებით ვათვალიერებდი სტადიონს.ბავშვობიდანვე მივეჩვია იმ ხმაურს, იმ ხედს და სურნელს, რომელიც მოედანზე ტრიალებდა ყოველ შაბათ-კვირას.
როდესაც ფეხბურთელები მოედანზე გამოდიოდნენ გასახურებლად, მე ვიყინებოდი.დღესაც მახსოვს არნოლდ მიურენი, რომელიც ჩახვეულ დარტყმებს ავარჯიშებდა.მე ვიყავი "ოლდ ტრაფორდზე", როდესაც გუნდმა ბრაიან რობსონი შეიძინა ნახევარ მილიონ ფუნტად.ექვსი წლის ვიყავი, მაგრამ ეს ყველაფერი კარგად დამამახსოვრდა.ვინ წარმოიდგენდა იმას, რომ თხუთმეტი წლის შემდეგ, გამოსამშვიდობებელ მატჩზე გამოვიდოდი ჩემს საყვარელ ფეხბურთელთან ერთად.რობსონი ჩემი გმირი იყო, იმის მიუხედავად, რომ ჩემს საძინებელში არასდროს არ ყოფილა მისი სურათი გაკრული.ასევე არასდროს არ მითხოვია არავისთვის ავტოგრაფი და ვერასდროს ვერ ვხვდებოდი, თუ რაში სჭირდებოდათ ბავშვებს ეს.მე მქონდა "იუნაიტედის" მაისური, მაგრამ არასდროს არ ჩამიცვამს ის "ოლდ ტრაფორდზე".იმ დროს მობილური ტელეფონიც, რომ მქონოდა, მე არ მივიდოდი ფეხბურთელთან და მასთან სურათს არ გადავიღებდი.მე მიყვარდა თვითონ თამაში და არაფერი არ მიშლიდა ხელს იმისათვის, რომ შაბათ საღამოს "მანჩესტერის" თამაშისათვის თვალ-ყური მედევნა.ყოველთვის მიყვარდა გულრწფელი ფეხბურთელები და ამიტომ მიყვარდა ბრაიან რობსონი ყველაზე მეტად.მე ვფიქრობდი, რომ ის იყო მაგალითი იმისა,თუ როგორი უნდა ყოფილიყო "იუნაიტედის" ფეხბურთელი.ის ბოლომდე იხარჯებოდა ყოველ თამაშში.ტოვებდა მოედანზე სისხლს,ოფლს და ცრემლებს.რობსონი არასდროს არ ნებდებოდა და ყოველთვის ბრძოლობდა და ამით დაიმსახურა მან გულშემატკივრების სიყვარული.ცოტახანში მე შემიყვარდა მარკ ჰიუზი და ნორმან უაიტსაიდი.ყველაზე მეტად ამ სამ ფეხბურთელს ვაკვირდებოდი.ყოველ მათგანს უდიდესი ნიჭი ქონდათ, მაგრამ ყველაზე მეტად მე მათში მიყვარდა ის, თუ როგორ ბრძოლობდნენ ისინი ყოველ თამაშში, მოედნის ყოველ მონაკვეთზე.ვაფასებდი იმ ფეხბურთელებს, ვისაც "იუნაიტედი" უყვარდა ისე, როგორც მიყვარდა მე, მაგრამ მხოლოდ გუნდის სიყვარულით ტიტულებს ვერ მოიპოვებ.ჩვენ ბევრი კარგი ფეხბურთელები გვყავდა ისეთები როგორებიც იყვვნენ:არტურ ალბისტონი და მაიკ დაკსბერი, მაგრამ რა შემადგენლობაც არ უნდა გვყოლოდა ჩვენ მაინც ვმარცხდებოდით "ლივერპულთან"."იუნაიტედმა" რამოდენიმეჯერ მოიგო ინგლისის თასი ჩემი სწავლის პერიოდში, მაგრამ "ლივერპული" იგებდა ჩემპიონატს ჩემპიონატზე და დიდ წარმატებას აღწევდა ევროპაში.ერთი სიტყვით ისინი დომინირებდნენ.მინდა გითხრათ, რომ ვაფასებ იმ "ლივერპულის" მიღწევებს.რაც არ უნდა მეზიზღებოდეს გუნდი, მე ელამი არ ვარ და ყველაფერს ვხედავ.მხოლოდ ფეხბურთის უცოდინარი არ აღიარებს კენი დაგლიშის მიღწევებს.რომელი გულშემატკივარი არ ნატრულობდა ენახა გრემი სუნესის,პიტერ ბერდსლის და ჯონ ოლდრიჯიშ თამაში?ჯონ ბარნსიც საშინლად ნიჭიერი ფეხბურთელი იყო, რის გამოც ის ყველაზე მეტად მეზიზღებოდა!ყველაფრის მიუხედავად დღევანდელი "ლივერპული" ის გუნდი არარის, რომელიც ადრე იყო.მაგრამ უნდა ავღნიშნოთ გულშემატკივრების ერთგულობა."იუნაიტედი" ჩემი გუნდი იყო და მე მას ვიცავდი მაშინაც, როდესაც მართალიც კი არ ვიყავი.სკოლაში ვტრაბახობდი ხოლმე, რომ ჩვენ ბრაიან რობსონი გვყავდა - ინგლისის ნაკრების კაპიტანი და საუკეთესო ფეხბურთელი მსოფლიოში.მე ვყვიროდი, რომ "ოლდ ტრაფორდი" უფრო დიდია ვიდრე "ენფილდი".პასუხი კი ესეთი იყო:კი, მაგრამ "ლივერპულმა" მოიგო ჩემპიონათი და თქვენ ჩამოგიტოვათ მთელი 31 ქულით."თავს ვიმშვიდებდი მატ ბასბის წარმატებებით "ბესტთან, ლოუსთან და ჩარლტონთან" ერთად, რომელიც მამაჩემა მომიყვა და იმის იმედად ვრჩებოდი, რომ გუნდი ისევ შეძლებდა წარმატების მოპოვებას.მაგრამ ბოლოს მეც დავეჭვდი ჩემს რწმენაში, როდესაც სეზონი მე-13 ადგილზე დავასრულეთ და სატურნირო ცხრილში ჩვენზე წინ "კოვენტრი და ქფრ" აღმოჩნდა.დროთა განმავლობაში ჩვენ ახალ ახალ ფეხბურთელებს ვყიდულობდით, მაგრამ მაინც ვერაფერს ვერ ვაღწევდით.ჩვენ ვემუქრებოდით ყველა გუნდს, მაგრამ ეს მუქარა გაქრა როდესაც უფრო დაბლა ჩამოვარდით სატურნირო ცხრილში.მაგრამ ყველაფრის მიუხედავად მე მაინც ვერავინ ვერ მაჩერებდა.ჩემთვის ყველაზე დაუძინებელი მტერი "ლივერპული" იყო და მათი მადლიერი ვარ, რომ ბავშვობიდანვე ესეთი სიძულვილი ჩამისახეს.ნებისმიერ გუნდის გულშემატკივარს არ ყოფნის, მხოლოდ გუნდის სიყვარული.ნებისმიერ გულშემატკივარს საკუთარი გუნდი უყვარს და ამავ დროულად სძულს კიდევაც.ინგლისის ფეხბურთს სილამაზეს მისი ტრადიცია აძლევს და "იუნაიტედისა" და "ლივერპულის" შორის ყოველთვის იქნება დაძაბული ურთიერთობა იმიტომ, რომ ეს უკვე ტრადიციათ იქცა.როდესაც პატარა ვიყავი ძალიან ხშირად მიწევდა მერსისაიდელების გამარჯვების ყურება, ამიტომ ვიმყოფებოდე მე-7 ცაზე, როდესაც მე გუნდთან ერთად ვამარცხებდი "ლივერპულს".ამიტომ ვკოცნიდი "იუნაიტედის" ემბლემას მათი გულშემატკივრების თვალწინ.საერთო ჯამში ჩემი გუნდის სიყვარული ხუთი ათასი ფუნტი დამიჯდა, როდესაც ფამ ესეთი საქციელის გამო დამსაჯა.მე ყოველთვის მხვდებოდა "ლივერპულის გულშემატკივრებისაგან, იმიტომ რომ ძალიან ბევრს მივაღწიე.მაგრამ მე ყურადღებასაც არ ვაკცევდი იმ შეურაწყოფას, რომლებსაც ისინი მაყენებდნენ.ისინი ცდილობდნენ ჩემი მანქანის გადატრიალებას, როდესაც სახლში მივდიოდი, ძალას ხმარობდნენ იმისათვის, რომ კარი გაეღოთ.როდესაც მათ ეს არ გამოუვიდათ, დაიწყეს მანქანის გადატრიალება.მე გამიმართლა, რომ გზაზე დიდი მოძრაობა იყო და იქედან წასვლა მოვახერხე.ამას იმიტომ მიკეთებდნენ, რომ მე "იუნაიტედი" ავირჩიე, როდესაც კიდევ ბავშვი ვიყავი.წარმოიდგინეთ, თუ რა იქნებოდა ფეხბურთი, რომ ადამიანს თავისი საყვარელი გუნდი არ აერჩია.