დღეს მესამედ რომ ვუყურე კლასიკოს საბოლოოდ მივხვდი
რომ გენიალური თამაშის მომსწრე გავხდი
გენიალური ბარსელონას და გუარდიოლას მხრიდან
ნამდვილად არ ველოდი ასეთ თამაშს
მემგონი ყველაფერი გათვლილი ჰქონდა პეპს
ვალდესის შეცდომის გარდა :დ
დაცვას რაც შეეხება, ეგ იყო ყველაზე პრობლემატური
და მანდაც იპოვა გამოსავალი
ალვეში წინ გაუშვა მარსელოს "დასაოკებლად", რაც დანიმ ძალიან ოსტატურად შეასრულა
რამაც ის შედეგი გამოიღო რომ მარსელო-რონალდოს კომბინაციები და ჩაწოდებები მარცხენა ფლანგიდან შეწყდა
ერთი შეხედვით ალვეშის წინ გდებას დაცვა უნდა დაესუსტებინა :დ
მაგრამ ბუსკეტსი გვყავდა ჩვენ
რომელიც დაცვის დროს ცენტრ.მცველის ფუნქციებს ითავსებდა და უდიდესი სამუშაო გასწია
მარა ეგ ხო მარტო სიმულიანტობითაა ცნობილი და მაგას რომეუ ჯობია
ხოლოდ პიკე/პუიმ მარჯვენა ფლანგზე ყოველი მოძრავი უბრალოდ ჩაკლეს
ერთადერთი შეცდომა იყო პუიოლის ბოლოსკენ როცა უბრალოდ ფეხი დაუცურდა და ბენზემას მისცა დარტყმის საშუალება
ბრავო პუი
ჰო კიდე მოჯადოებული ვუყურებდი ბარსელონას ნახევარდაცვას
და ლამის ცრემლები მდიოდა :დ
ხავიესტაზე ახალს არაფერს ვიტყვი მაესტრო და გენიაა
გამოვყოფ უბრალოდ ფაბრეგასს
სესკ
როგორ შეუდარებლად ეხმარებოდა დაცვასაც და შეტევასაც
ზონების ცვლა, ბურთის დაჭერა, კომბინაციებში მონაწილეობა
ბუსკეტსის დაცვითი სამუშაოს შესრულების გამო ხავისთვის შეტევის წამოწყების ტვირთის შემსუბუქება
თამაშის KEY და გუარდის ჯოკერი
როგორ დიდოსტატურად "მოკლა" თამაში გოლით
რაღაც "მეტი" შეჰქონდა თამაშში, სიახლე , ენერგია
სესკის "გამო" ბარსას ცენტრი რთულ, ჩახლართულ, რაც მთავარია ძნელად ამოსახსნელ მექანიზმს დაემსგავსა
და სულაც არ მიკვირს ალონსო ბურთის
დაჭერის და შეტევების ორგანიზების მაგივრად აქეთ-იქით რომ დასდევდა ჩვენს შუახაზს
ბრავო სესკ
და მის ნაცვლად შემოსული კეიტას შემდეგაც, ბარსა რომ ტოტალურ ბურთის კონტროლს აგრძელებდა
და სეიდუმ ნახევარდაცვას სიხისტე და ახალი ენერგია შემატა
მანდ უკვე ჩემი გამარჯვება იყო
ეგ ბოგარდისნაირი, როდის წავა ნეტა აფრიკის თასზე :მად:
როგორც ყოველთვის მესი ერთ-ერთი საუკეთესო იყო
მიუხედავად იმისა რომ გოლი ვერ გაიტანა და დრიბლინგიც არ წაუვიდა
ბოლო-ბოლო საგოლე გადაცემა გააკეთა
დაბოლოს ალექსის
უბრალოდ აღფრთოვანებული ვიყავი გუშინ
რამდენი იბრძოლა, რამდენი იშრომა და ირბინა
მაგრამ მიუხედავად ამისა
ეს არ იქნებოდა დამაკმაყოფილებელი
რომ არა მისი უდიდესი კლასი და საშემსრულებლო ოსტატობა
რომლის გარეშეც ბარსაში არავის აიყვანენ
მოკლედ ბრავო ალექსის
ზოგჯერ ძალიან გვიან ვიძინებ, რადგან ”ბარსელონას” თამაში არ გამომრჩეს” - დაასრულა კეიტამ <3
რონალდინიო ზარმაცი ღმერთია
მაგიტომაც გადმოაგდეს ნაადრევად ოლიმპოდან (C) lasha123456
მოტაცებული ბავშვის მაგივრად დატოვებული მახინჯი ელფი (C)