ბაიერი
მეც დავწერ ჩემ შეფასებებს სანტოსის ფეხბურთელებზე იმიტომ რომ ამ სეზონში ბლომათ ვუყურე თევზების თამაშებს.
მეკარე რაფაელი-დიდი ვერაფერი ჩვეულებრივი ბრაზლიური მეკარეა. მაგრამ ამ ბოლო დროს ჩვეულებრივი მეკარე ბრაზილიაში ნიშნავს კარგს. გამოსვლებზე დიდი ვერაფერი, არც ისე სტაბილურია თუმცა ზოგჯერ მკვდარი ბურთების აღება შეუძლია ჩემი მოკრძალებული შეფასები 6,5 ათიდან.
განაპირა მცველები. დანილო-მარჯვნივ. ლეო-მარცხნივ. ლეო უფრო შემტევია ვიდრე დანი ალვეში

იმ კაცისთვის შემახედა ნეტა ვინც მას პირველად მცველი დაუძახა. ძალიან საინტერესო ფეხბურთელია. 5 სანტიმეტრით მაღალი და ოდნავ ჯანიანი რომ იყოს სელესოს კანდიდატი თავისუფლად იქნებოდა. შეტავაში 8/10
დაცვაში 7/10.
დანილო-უფრო ნიჭიერი ვიდრე ალვეში, ადრიანო და მაქსველი. ახალგაზრდაა და ჯერ კიდევ მოუმატებს. ეხლა ოპტიმალურ ფორმაში არ არის. ზედმეტმა პიარმა ავნო, თუმცა იშვიათად რომ ამ პოზიციაზე ესეთი დახვეწილი ფეხბურთელი თამაშობდეს. შეფასება 8,5
ცენტრალური მცველები: ედუ დრასენა (ბებერი ლომია ჯერ კიდევ 2001 წლიდან არის ცნობილი როცა კაკასთან და ადრიანოსთან ერთად ახალგაზრდული მინდიალი ითამაშა თუმცა დიდი ვერაფერი. უფრო ავტორიტეტი აქვს გუნდში დიდი როგორც ჩანს.როდრიგუც დიდი ვერაფერი პოზიციურად ხშირად ცდება.
მოკლედ დაცვის ცენტრი ყველაზე სუსტი წერტილია. შეფასება ორივეს ერთად 7.
ნახევარდაცვა:
არაუკა- ესაც ძალიან მაგარია თუმცა დანილოსავით ბოლო თვეებია ცუდ ფორმაშია. გარდა იმისა რომ მგელივით იბრძვის მოედნის ცენტრში ბურთის ამოტანა დრიბლინგით ძალიან ეფექტურად შეუძლია.
ენრიკე - ეს სტანდარტული ფეხბურთელია. თავის საქმეს ზოგჯერ აკეთებს მოედანზე მაგრამ ხავი-ინისტასთან რას იზავს არ ვიცი

შეფასება ორივეს ერთად 7,5.
ელანო ვიცით რაც არის. ოღონდ ბოლო თვეებში საშინელ ფორმაშია. მუშაობით ისევ ბევრს მუშაობს თუმცა შექმა ნაკლებად გამოსდის.
განსო თანამედროვეობის ყველაზე ელეგანტური ფეხბურთელია ნამდვილი გამთამაშებელი კლასიკური 10 ნომერი. თუმცა ბოლო თვეებია ტრამვებმა გააწამეს და ოპტიმალუირ ფორმისგან შორს არის. შეფასება 7 დღევანდელი ფორმის გათვალისწინებით.
ფორვარდები
ნეიმარი - 9/10. ყველაფერი შეუძლია მოედანზე მითუმეტეს სანტოსში სადაც ისე გრძნობს თავს როგორც თევზი წყალში
თევზივით თევზებში

ბორჟესი - ძალიან კვალიფიციური ფეხბურთელია. ჯერ კიდევ მაშინ მომწონდა როცა სან-პაულოში თამაშობდა. 8/10
ალან კადეკი - გამორჩეული ნიჭის მქონე ფეხბურთელი რომლიც ნაადრევად წავიდა ევროპაში და პორტუგალიის ჩემპიონატში მარიტიმიმუებთან თამაშში წლები გაფლანგა.
თუმცა ეხლა მოერე შანსს ეძებს. ფიზიკურად ძლიერია და უფრო კლასიკური ცენტრფორვარდია ვიდრე ბორჟესი.
როცა ბორჟესს ცვლის იცვლება მთლიანად შეტევის სტრატეგიაც. 7/10
სანტოსის მოკლე დახასიათები.
წელიწადნახევრის წინ ეს იყო უნიკალური გუნდი.
რომელიც თამაშობდა მცველების გარეშე. უბრალოთ ვიღაც ტიპები იდგნენ მეკარესთან უფრო ახლოს ვიდრე სხვა ტიპები

მოვიდა რამალო და მოახდინა სასწაული ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.
ისე რომ ფეხბურთელები არ შეუცვლია გუნდმა დაიწყო დაცვაში თამაში და ამიტომაც მოიგეს ლიბერტადორესის თასი.
თუმცა მთლად იდეალურად დამცველი გუნდი ამ ხალხისგან არ გამოძერწებოდა და ამიტომ ზოგჯერ იმხელა ცარელი ადგილები და ამოუვსებელი ზონები რჩება რუსეთმა რო დაინახოს შეიძლება ვილა ბელმიროს ეს მონაკვეთები მიითვისოს კიდეც. ჯერ რა თქმა უნდა დამოუკიდებლობას აღიარებს

რაც ბარსაზე არანაკლებ კარგათ გამოსდით არის პრესინგი.
მოწინააღმდეგის შეწუხება ბურთის დაკარგვისთანავე. მონაწილეობს ყველა გარდა ნეიმარისა.
ნეიმარი იმიტომ არა რომ ზარმაცია. უბრალოთ დრიბლინგისა და აჩქარებისთვის ისვენებს.
სტრატეგია მარტივია. აართვი ბურთი მოწინააღმდეგეს რაც შეიძლება ჩქარა და მიაწოდე ნეიმარს.
ნიემარი ასევე სწრაფად კარგავს ბურთს მაგრამ პრესინგი ისევ გრძლედება და საბოლოოდ ესეთ არეულ თამაშში როგოც წესი ან ბორჟესი რჩება კარგ პოზიციაში ან დანილოს და ლეოას აქვს სივრცე ან კიდე დერეფანი რჩება იმისთვის რომ არაუკა გაიქცეს.
თუ გუნდი აგებს გადადის ბურთის მარტივ ჩაგდებაზე საჯარიმოში.
დრასენა მიდის წინ და შემოდის კადეკი.
ეს ორი თავით ანგარიშგასაწევი ძალაა.
გუნდის მთავარი მინუსი არსტაბილურობაა.
მაგრამ თუ დაიჭირეს თავის თამაში უკვე ძალაა.
იმჰო ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლიათ მსოფლიოში.
ბარსასთვის გაცილებით უფრო საშიშ მეტოქედ მიმაჩნია ვიდრე თუნდაც ვალენსია.
მოერეს მხრივ თუ რამალოს ცნობილმა პრესინგმა არ გაჭრა და ბარსასთან ყველაზე აკლები შანსია რომ გაჭრას შეიძლება დიდი ანგარიშითაც წააგონ.
მოკლედ დაველდოთ

მე მგონია კარგი ფეხბურთი იქნება