ვილაშ-ბოაშს ტორესის ნიჭის სჯერა:ლონდონის “ჩელსის” მთავარ მწვრთნელს ანდრე ვილაშ-ბოაშს ეჭვი არ ეპარება, რომ ფერნანდო ტორესი საკუთარ შესაძლებლობებს აუცილებლად გამოავლენს და კლუბის გულშემატკივრებს მოთმინებას ურჩევს.
“ტორესის ნიჭში ეჭვის შეტანა არ შეიძლება. ყველა პრობლემა ფერნანდოს მოტივაციას და ფსიქოლოგიას უკავშირდება. მე ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოთმინებისკენ. ეჭვი არ მეპარება, რომ ის მალე თავის საუკეთესო თამაშს აჩვენებს. უბრალოდ, მან გოლის ალღო უნდა დაიბრუნოს და იგრძნოს, რომ “მშიერია”. პრინციპში, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, გოლს ვინ გაიტანს, მაგრამ რადგან ტორესს 9-ნომრიანი მაისური აცვია, მან უფრო შედეგიანად უნდა ითამაშოს” – იუწყება Sky Sports-ი ვილაშ-ბოაშის სიტყვებს.
ტორესი, რომელშიც “ჩელსიმ” “ლივერპულს” 50 მილიონი გირვანქა გადაუხადა, ჯერჯერობით, გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებს. ესპანელმა ფეხბურთელმა კლუბში 35 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.
უიგანთან მგონი წინ დროგბა ტორესს დააყენებს

რაღაც ეგრე ჩანს
უიგანი უსუსტესი გუნდია ამიტომ ექსპერიმენტების დრო არის რააა
დინი დაასვენოს ან დროგბა და ტორესი აყომაროს რაა
ბოქსინ დეი მოდის და დროგბა და დინი ძაან გვჭირდება