ლონდონის "ჩელსი" უკვე კარგა ხანია დაინტერესებულია "ბოლტონის" ინგლისელი ცენტრალური მცველით, გარი კეჰილით. როგორც უცხოური პრესა იუწყება "ლურჯებმა" უკვე ყველაფერი შეათანხმეს "ბოლტონის" ხელმძღვანელებთან და სულ მალე კეჰილი "არისტოკრატი" გახდება. ინგლისელი მცველის სატრანსფერო ფასი საკმაოდ დაბალია 7 მილიონი ევრო, ამის მიზეზი კი მხოლოდ ისაა, რომ გარის ზაფხულში კონტრაქტი უმთავრდებოდა და თუკი მანამდე არ შეიცვლიდა კლუბს 6 თვეში "ბოლტონს" სრულიად უსასყიდლოდ დატოვებდა.
შეგახსენებთ, რომ კეჰილით დაინტერესებულნი იყვნენ "მანჩესტერი", "არსენალი" და "ტოტენჰემი", მაგრამ საბოლოოდ ამ ტრანფერში გამარჯვებული "ჩელსი" აღმოჩნდა.

ძაან გამიხარდება თუ გადმოვა