misha20123
The Truth Has Set Me Free

        
ჯგუფი: Members
წერილები: 88262
წევრი No.: 118405
რეგისტრ.: 14-July 10
|
#31334860 · 24 May 2012, 22:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პირდაპირ ჯგუფში მოხვდა 22 გუნდი: ჩელსი, მანჩესტერ სიტი, მანჩესტერ იუნაიტედი, არსენალი (ინგლისი), რეალი, ბარსელონა, ვალენსია (ესპანეთი), დორტმუნდი, ბაიერნი, შალკე (გერმანია), იუვენტუსი, მილანი (იტალია), მონპელიე, პსჟ (საფრანგეთი), პორტუ, ბენფიკა (პორტუგალია), ზენიტი (რუსეთი), შახტარი (უკრაინა), აიაქსი (ჰოლანდია), გალათასარაი (თურქეთი), ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი), ნორდსიელანდი (დანია). შესავსები რჩება 10 ადგილი, სადაც 5 გუნდი ჩემპიონთა გზიდან მოხვდება, 5 კი – არაჩემპიონთა გზიდან. ჯერ არაჩემპიონთა გზაზე მოხვედრილ გუნდებზე. III ეტაპი, 8 გუნდი (31 ივლისი/1 აგვისტო – 7/8 აგვისტო ეტაპზე): აქ ითამაშებენ: დინამო (კიევი, უკრაინა), ფეიენოორდი (ჰოლანდია), ფენერბახჩე (თურქეთი), პანათინაიკოსი (საბერძნეთი), კოპენჰაგენი (დანია), ბრიუგე (ბელგია), ვასლუი (რუმინეთი), მოზერველი (შოტლანდია). გამარჯვებული 4 გუნდი პლეი ოფში გავა, ხოლო დამარცხებულები ევროპის ლიგაზე გადაერთვებიან და ერთი ეტაპიღა დარჩებათ გასავლელი ევროპის ლიგის ჯგუფში შესვლამდე. პლეი ოფი, 10 გუნდი (21/22 აგვისტო – 28/29 აგვისტო): II ეტაპიდან გადმოსულ 4 გუნდს დაემატება 6 კლუბი, რომლებიც პირდაპოირ ამ ეტაპზე არიან დაშვებულნი. ესენი არიან: მალაგა (ესპანეთი), მიონხენგლადბახი (გერმანია), უდინეზე (იტალია), ლილი (საფრანგეთი), ბრაგა (პორტუგალია), სპარტაკი (მოსკოვი, რუსეთი). შეიქმნება 5 წყვილი და გამარჯვებულები გავლენ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში, ხოლო დამარცხებულები – ავტომატურად ევროპის ლიგის ჯგუფში მოხვდებიან.
ახლა კი ჩვენთვის საინტერესო, ჩემპიონთა გზა: I ეტაპი, 6 გუნდი (3/4 ივლისი – 10/11 ივლისი): აქ მხოლოდ 6 უსუსტესი ქვეყნის ჩემპიონები ითამაშებენ, შედგება სამი წყვილი და გამარჯვებულები II ეტაპზე გავლენ. I ეტაპზე არიან: ვალეტა (მალტა), ლინფილდი (ჩრდ. ირლანდია), ტორსჰავნი (ფარერები), დუდელანჟი (ლუქსემბურგი), ლუზიტანოსი (ანდორა) და სან-მარინოს ჩემპიონი, რომელიც ჯერ არ გამოვლენილა. II ეტაპი, 34 გუნდი (17/18 ივლისი – 24/25 ივლისი): აქ, II ეტაპზე 31 გუნდი პირდაპირ გასულია, მათ დაემატებათ I ეტაპიდან გადმოსული 3 გუნდი და 34 გუნდი შექმნის 17 წყვილს: განთესილნი: ბაზელი (შვეიცარია), ლიბერეცი (ჩეხეთი), ზალცბურგი (ავსტრია), აელი (კვიპროსი), დინამო (ზაგრები, ხორვატია), ბატე (ბელარუსი), სლასკი (პოლონეთი), ჟილინა (სლოვაკეთი), პარტიზანი (სერბეთი), ჰელსინგბორგი (შვედეთი), ჰიკი (ფინეთი), დებრეცენი (უნგრეთი), შერიფი (მოლდოვა), მარიბორი (სლოვენია), ეკრანასი (ლიტვა), ვენტსპილსი (ლატვია), ზესტაფონი (საქართველო). განუთესავნი: შემროკ როვერსი (ირლანდია), ჰაპოელ კირიათ შმონა (ისრაელი), მიოლდე (ნორვეგია), ჟელეზნიჩარი (ბოსნია), რეიკიავიკი (ისლანდია), ლუდოგორეცი (ბულგარეთი), ნიუ საინტსი (უელსი), ბუდუჩნოსტი (ჩერნოგორია), ფლორა (ესტონეთი), ნეფთჩი (ბაქო), შახტიორი (ყარაგანდა, ყაზახეთი), შკენდერბიუ (ალბანეთი), ვარდარი (მაკედონია), ულისესი (სომხეთი) და კიდევ ის სამი გუნდი, რომლებიც I ეტაპიდან გადმოვლენ. III ეტაპი, 20 გუნდი (31 ივლისი/1 აგვისტო – 7/8 აგვისტო): აქ, II ეტაპიდან გადასულ 17 გუნდს დაემატება პირდაპირ ამ ეტაპზე გასული 3 კლუბი, რომლებიც შედარებით უკეთესი რეიტინგის მქონე ქვეყნებში გახდნენ ჩემპიონები. ესენი არიან: ანდერლეხტი (ბელგია), კლუჟი (რუმინეთი), სელტიკი (შოტლანდია). “ზესტაფონი” III ეტაპზე თუ მოხვდება, ყველა ვარიანტში განუთესავთა შორის იქნება. სულ, ამ ეტაპზე 20 გუნდი შექმნის 10 წყვილს და გამარჯვებულები გავლენ პლეი ოფში, ხოლო დამარცხებულები – ევროპის ლიგაზე გადაინაცვლებენ და ერთი ეტაპიღა დარჩებათ გასავლელი ჯგუფში შესასვლელად. აი, როგორც შარშან “ზესტაფონი” იყო: როცა “შტურმტან” გავარდა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპიდან და ევროპის ლიგაზე გადაერთო, სადაც ბელგიურ “ბრიუგეს” შეხვდა. პლეი ოფი, 10 გუნდი (21/22 აგვისტო – 28/29 აგვისტო): აქ უკვე ყველაფერი ჩველებრივადაა, III ეტაპიდან გადმოსული გუნდები 5 წყვილს შეადგენენ და გამარჯვებულები ჯგუფში შევლენ. კენჭისყრები: I და II ეტაპის (25 ივნისი); III ეტაპის (10 აგვისტო); პლეი ოფის (10 აგვისტო); ჯგუფური ეტაპის (30 აგვისტო); მერვედფინალის (14 დეკემბერი); მეოთხედფინალისა და ნახევარფინალის (15 მარტი). აქვე შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი ლონდონის “უემბლიზე” გაიმართება 25 მაისს. და ბოლოს, რამდენიმე დღეში ევროპის ლიგაზე ქართული გუნდების ბადეებსა და სავარაუდო მეტოქეებზეც შემოგთავაზებთ.
|