2-3 დღეში ალბათ ...უფრო სწორედ ევროპის ლიგის განმეორებითი თამაშების მერე იქნება ყველაფერი ერთად
* * *
კიევის “არსენალს”, სადაც ალექსანდრე კობახიძე გამოდის, ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველ მატჩში სლოვენიის “მურასთან” ტექნიკური წაგება 0:3 ჩაეთვალა. ამის შესახებ სლოვენიური და უკრაინული გამოცემები იუწყებიან.
კიევში ჩატარებული თამაში “არსენალმა” 3:0 მოიგო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ უკრაინული კლუბის კამერუნელი ლეგიონერი ერიკ მატუკუ 2010 წელს ბელგიურ “გენტში” თამაშის დროს “პორტუსთან” გაუძევებიათ და უეფასგან ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუღია, რომლის მხოლოდ ნახევარი მოიხადა. “არსენალის” ხელმძღვანელებს ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და მატუკუ “მურას” წინააღმდეგ ათამაშეს.
აქედან გამომდინარე, უეფას სადისციპლინო კომიტეტმა კიეველებს 0:3 მარცხი ჩაუთვალა და მომდევნო ეტაპზე მათი გასვლა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.