მეც გამოვთქვამ ჩემს აზრს თუ შეიძლება:
მირკოაფუჭებს ხშირად საკმაოდ კარგ დასარტყმელ მომენტებს, მაგრამ 2-3 იმდენს ქმნის. ერთადერთი "თავიანია" შემტევი ხაზიდან რომელსაც საჯარიმომდე შეუძლია ბურთი მიიტანოს და სახიფათო გადაცემა გააკეთოს არაფრისგან. რას ჰგავს იუვე მის გარეშე ძალიან კარგად გამოჩნდა, უმირკოო იუვემ ბოლონიას ვერ მოუყომარა თამაში, უდინეზე, რომა რომ გვერდზე გადავდოთ... საჭირო კაცია უდაოდ, ერთადერთი რაც გამოსასწორებელი აქვს არის ფინიშინგი, რაც არა მარტო მისი არამედ მთელი გუნდის სენია!
პეპეადრე დავწერე და კიდევ ვიტყვი კაცმა
გამოიმუშავა იუვენტინოების სიყვარული. კი არ აქვს კლასი, ხისთავიანია, ჰაი და ჰუი, მაგრამ 10 მაგად ახტება თავს და გუნდისთვის ძალიან დიდი სარგებელი მოაქვს; როცა ცუდს ხედავ კარგიც უნდა დაინახო! იმ გაფუჭებულ მომენტებს კიდევ სწორედ რომ თავისი შრომით ქმნის და კიდევ სახიფათო მომენტის ალღოთი.
მატრითავის საქმეს აკეთებს, მაგრამ ეს არ არის იბრა, დროგბა, რუნი რომ არაფრისგან გოლი გაიტანოს. არის ინძაგის ტიპის საჯარიმოს ფორვარდი რომელიც უნდა მოამარაგო. ამას კი დღეს მხოლოდ მირკო აკეთებს. ნუ აქა იქ(2-3 თამაშში ერთხელ) მარკიზიო, პეპე, ვიდალიც 1-2-ს სახიფათო პასს მიცემენ ხოლმე ეგ არის და ეგ. მატრია უნდა კარგი მეწყვილე, ახალგაზრდა ალეს ან ზიდანის ტიპის კაცი უკან. (

)
გუნდის პლიუსები წლევანდელ სეზონშიფანტასტიური შემართება! წმინდა იუვენტუსური სულისკვეთების დაბრუნება. საკმაოდ კარგი ფიზიკური მომზადება. ლაღი, სანახაობრივი + შედეგიანი თამაში 99% მატჩებში. მოკლედ ჩანასახი არის შესანიშნავი!
გუნდის მინუსები1. ფინიშინგი! კატასტორფული დაბოლოება შეტევების. 20 მომენტიდან საშუალოდ 2-ის გამოყენება კატასტროფაა!
2. ფლანგების გამოუყენებლობა მეორე სართულზე, რაც არ უნდა ილაპარაკო ფლანგებიდან ნორმალური ჩაწოდება
თავზე იყო ჰა ჰა 1 თითო თამაშში, ხან ისიც არა... გასაგებია გვინდა ფეხით თამაში და ლაღადაც გამოგვდის, მაგრამ ბარსასავით მეტრანახევრიანი ფორვარდები არ გვყავს წინ, გვყავს ხალხი რომელთაც შეუძლიათ საკმაოდ კარგად თაურით დაგვირგვინება, იგივე მატრის, იგივე პეპეს თუნდაც.
3. სტანდარტების საშინელი შესრულება. დავიჯერო მარტო მე ვხედავ ამას რომ კუთხურებს და ჯარიმებს საშინლად ვასრულებთ? მე პეპეს ერთი კუთხური მახსენდება მარტო გოლი რომ გავიტანეთ, მეტი არა (ნუ შეიძლება ვცდები...)
კიდევ ბევრი სათქმელია, მოვაგროვებ და დავწერ მოგვიანებით....