Roger federerახლა ევროსპორტიდან გადავთარგმნე და მართლაც განსაკუთრებული არაფერია, მხოლოდ იმაზე წერია რომ სატელეფონო საუბრებში ახსენეს ჯიჯის, ფაბიოსა და რინოს სახელები. კონკრეტულად ამ მოთამაშეების სატელეფონო საუბარზე არაფერია ნათქვამი...
***
2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონები, გოლკიპერი ჯანლუიჯი ბუფონი, მცველი ფაბიო კანავარო და ნახევარმცველი ჯენარო გატუზო ჩაწყობილ მატჩთა გამოძიების სამხილებში არიან ნახსენები, რის შესახებაც იტალიური პრესა იუწყება.
პრესის წარმომადგენლები ამის შესახებ
''რავენას'' მეკარეთა ყოფილი მწვრთვნელის, ნიკოლა სანტონის სატელეფონო საუბრის მიხედვით იტყობინებიან, რომელიც წინა კვირას დაკავებული კრისტიანო დონის მეგობარია. შეგახსენებთ რომ
''ატალანტას'' ექს-კაპიტანს სერია ბ-ს ფარგლებში მინიმუმ სამ ჩაწყობილ მატჩში ადანაშაულებენ.
თავის ერთ-ერთ ნაცნობთან საუბრისას სანტონი აპენინებზე მიმდინარე გამოძიებაზე საუბრობს, რომლის გამოც პოლიციამ მოქმედი პირების დაკავება მიმდინარე წლის ივნისიდან დაიწყო. გარდა ამისა აღნიშნულ საუბარში სანტონიმ ბუფონის, კანავაროსა და გატუზოს სახელებიც ახსენა.
ამ სამი ხმაურიანი სახელის გარდა იტალიურმა პრესამ დღეს კიდევ იმის შესახებ დაწერა რომ შესაძლოა სერია ა-ს გასული სეზონის სამი მატჩი ასევე იქნას გამოძიებული. იმის შესახებ რომ
''პალერმო''-''ბარის'',
''ლაციო''-''ჯენოასა'' და
''ლეჩე''-''ლაციოს'' შეხვედრების რეზულტატები გარიგებით იქნა მიღწეული გამოძიებაზე
''პიაჩენცას'' მცველმა, კარლო ჯერვასონიმ განაცხადა. მედიის წარმომადგენელთა ცნობით ჯერვასონიმ კიდევ ათობით ფეხბურთელი დაასახელა, რომელიც ჩაწყობილ შეხვედრებთან იყო დაკავშირებული.
წყარო: ACM.GE This post has been edited by Alix on 29 Dec 2011, 03:03