შემდეგი თამაში რაც მაღალ დონეზე არ შედგა არადა დიდი შანსი იყო შემდგარიყო არის
ნიგერია ვერსუს კოლუმბია 90-იანი წლების შუაში (სადღაც 94-96 ფარგლებში).
ნიგერიამ მოიგო ოლიმპიადა 1996 წელს. ჩემი აზრით ყველაზე კარგათ ორგანიზებული და ძლიერი ტურნირი რაც კი ოდესმე ოლიმპიადის ეგიდით გამართულა.
კოლუმბია ტიტულების გარეშე დარჩა ერთადერთი მიღწევა არგენტინის ბუენოს-აირესში დიდი ანგარიშით განადგურებაა.
მაგრამ უნგრეთის (1954) და ბრაზილიის (1982) მაგალითები ამტკიცებს რომ ფეხბურთში მთავარი ტიტული სულაც არ არის.
არც კოლუმბიას და არც ნიგერიას ბრაზილიას და უნგრეთს არ ვადარებ არც სიძლიერით და არც ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილით მაგრამ ფაქტია ეს 2 იყო ყველაზე კოლორიტული გუნდი ვისი თამაშიც კი მე ლაივში მინახავს.
თან ერთმანეთისგან აბსოლიტურად განსხვავებული და + ორივე ზე-შემტევი.
კოლუმბია თითქმის სრულყოფილი გუნდი იყო.
ძალიან ძლიერი მეკარეები, კორდობა, მონდრაგონი. სტაბილური დაცვის და ხაზი და საყდენი ზონა და ბოლოს რაც მთავარია ვალდერამა-ვალენსია-ასპირილია.
ვალდერმა ზედმეტად კლასიკური 10 ნომერი რაც მის თამაშს განსაკუთრებულ ხიბლს ძენდა და ვალენსია ასპირილია ისეთი დაგეშილი ფორვარდები გოლზე როგორიც თავის დროზე დიდი ესკობარი ფულზე

ნიგერიას ორი უნიკალური მოთამაშე ყავდა მოედანზე ვისაც მოედანზე ნებისმიერი რაღაცის გაკეთება შეეძლე.
ნვანკო კანუ
და ჯეი-ჯეი ოკოჩა
+ ბაბაიარო

იმ პერიოდში აიაქსში სრულად გახსნილ ბაბანგიდა
და ამუნიკე ამუკაჩი
ორივეს სუსუტი წერტილი სუსუტი ფსიქოლოგიური მომზადება იყო. ვერ დაიჯერეს რომ შეეძლოთ უფრო ბევრისთვის მიეღწიათ რადგან მათ ქვეყნებს დიდი საფეხბურთო წარსული არ ქონდა.
მაგრამ ერთმანეთს რო შეხვედროდნენ იქ შოუ აიწეოდა მეეჭვება ვინმეს დავიწყებოდა

რადგან ოსტატობა ორივე გუნდს ქონდა და ფეხბურთის თამაში მართლა ძალიან კარგათ გამოსდიოდათ