გამარჯობა ხალხო,
მოკლედ გუშინ არ დავწერე არაფერი ნერვები გექნებოდათ დაწყვეტაზე და მიუხედავად იმისა, რომ ცუდის არაფრის დაწერას ვაპირებ, მაინც არ დავწერე დღეისთვის გადმოვდე...
ნუ იქიდან დავიწყებ, რომ ასე დერბიზე ბოლოს თუ არ ვცდები 2004 თუ 05 წელს ვინერვიულე იმის მერე ნამდვილად არ მინერვიულია ასე

ძაან დაძაბული ვიყავი, ჩემი ცოლი ყოველ 5 წუთში ერთხელ მეუბნებოდა დამშვიდდი რა გჭირსო

მეორე რაც მინდა ვთქვა, რომ იყო ძალიან მაღალი დონის მატჩი, ასეთ დერბის ვიყავი მონატრებული სწორედ, ისეთი როგორიც ადრე იყო სადაც უპირველესი ადგილი უჭირავს უდიდეს დაძაბულობას, ნევიულობას (რომელიც ქმნის ატმოსფეროს ტრიბუნებზეც) და ამასთანავე ფეხბურთელების უმაღლეს კლასს.
არ ვიცი ბევრის ნაწერში ამოვიკითხე, რომ იმედები გაუცრუვდა და რომ მატჩი ისეთი არ აღმოჩნდა როგორიც უნდა ყოფილიყო და ელოდნენ, ჩემთვის კი ისეთი იყო სწორედ რომელსაც 7-თუ 8 წელი ველოდებოდი...
იყვნენ ისინიც ვინც (კუნძულელი იუზერები) ამბობდნენ ასეთი ფეხბურთი როგორ შეიძლება მოგწონდესო, მაგრამ არ მესმის ჯორ ცხენ ბეილის დედის ტრაკში დარტყმული ბურთი და მერე უსეინ ბოლტივით გაქცევა და ბურთთან ყველაზე მალე მისვლა რატო ითვლება უფრო სანახაობრივად ვიდრე ის რასაც გუშინ მოედანზე ლუსიო, ტიაგო სილვა, ძანეტი ნესტა აკეთებდნენ?
უნდა გქონდეს ნათამაშები ფეხბურთი, რომ მიხვდე რამხელა კლასი იდო თითოეული ფეხბურთელის, თითოეულ მოძრაობაში, ასე მხოლოდ უმაღლესი კლასის ფეხბურთელები თამაშობენ, როგორც გუშინ ამ ორმა გუნდმა ითამაშა...
ტემპი იყო დაბალიო ასეც წავიკითხე, მაგრამ ესეც არასწორია ტემპი იყო ძალიან დიდი ისეთი დიდი, რომ ბევრმა ფეხბურთელმა ვერ გაუძლო და ძალიან დაიღალა (ალვარესი, პატო)...
ძალიან ბევრი რამ იდგა ამ მატჩის სასწორზე და შესაბამისად თამაშის დასაწყისიდანვე ჩანდა, რომ მატჩის ბედს ერთი შეცდომა გადაწყვეტდა, მატჩის უმაღლესი კლასი და დონე იმაში მდგომარეობს, თუ კი ეს ვინმეს არ ესმის, რომ ორივე გუნდი მიზერულ შეცდომას უშვებდა და ამის ფონზე ორივე გუნდი მაინც ახერხებდა გამოეძალა მეტოქისთვის მომენტი და გამოეყენებინა შანსი, პირველ ტაიმში ორივე გუნდმა ნახა მასიურ და ძლიერად ამოვსებულს უკანა ზონებში თავისუფალი სივრცის მონახვა და ეს მხოლოდ მოთამაშეთა მაღალ კლასზე მეტყველებს, არც კი მახსოვს სერია A-ში ორი ამხელა კლასის გუნდი როდის წარდგა ერთმანეთის წინააღმდეგ, ძალიან დიდი ხანია ასე არ მომხდარა.
პირველ ტაიმში ორივე გუნდს შეეძლო გაეტანა, მაგრამ არ გავიდა, მეორეში ინტერმა უფრო მოგუდა მილანი ვიდრე პირველში, პირველში მილანი საჯარიმომდე მიდიოდა და ჩვენები მხოლოდ იქ თუ ახერხებდნენ მეტოქის გაჩერებას, მეორეში კი ზემოთ აიწიეს და უკვე ანხევარდაცვაშივე მოკლეს მილანი და თვითონ სწრაფი კბენები გაუკეთეს, აქ კარგად ჩანდა, თქვენც თქვით უკვე, რომ რანიერიმ მოუგო მეორე ტაიმი ალეგრის...
საერთოდ როდესაც თამაშის წინ ვფიქრობდი, როგორ უნდა ემოქმედათ სერიალის საუკეთესო შეტევასთან და ასეთ სწრაფებთან ვფიქრობდი პირველ რიგში ზონურ დაცვაზე, მაგრამ 2010 წლის მერე ინტერის ზონური დაცვა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს იმხელა სივრცეებს ტოვებდნენ არ ვიცი, მე უფრო იმის მეიმედებოდა, რომ იბრას მიემაგრებოდა ლუსიო და არსად არ მოშორდებოდა, არც ერთი წამით, მაგრამ მე პირადად გამაკვირვა იმან, რომ ზონური დაცვა ითამაშეს და თანაც უშეცდომოდ, ამიტომ რანიერის ბევრი აპლოდისმენტები...
მილანს რაც შეეხება, გუშინ თქვა კომენტატორმა, რომ მილანს არ ყავდა ის ფეხბურთელი რომელიც მის თამაშს წაიყვანდა 0:1-ის მერე, ასეთი იყო პირლო...
მოკლედ მე მგონია, რომ დღეს დრეობით ეს ორი გუნდი საუკეთესოა იტალიაში კლასით...
გუშინ მილანმა მეტი მოშჩი (ეს რუსული სიტყვა უფრო კარგად ასახავს, იმას რისი თქმაც მინდა) გამოავლინდა, იმაზე მძლავრი და მოშნია, ვირდე მეგონა, მართლა და ნუ სისწრაფეში ჯობდნენ, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენსკენ მეტი კლასი აღმოჩნდა, რომელმაც ასეთ სიმძლავრეს და სისწრაფეს არანორმალური თამაში დაუპირისპირეს, ბებრემა დაგლიჯეს!
მოკლედ მილანის თამაშმა გუშინ ძალიან დამაფიქრა, ძალიან ძლიერია და გაგვიჭირდება წელს ბრძოლა სკუდეტოსთვის თქვენთან, ასეთი სიმძლავრის შეკავება მეეჭვება დღეს სერიალში რომელიმე გუნდს შეეძლოს, გუშინ ინტერმა მოუს დროინდელი უშეცდომო ინტერი გამახსენდა, რომელმაც ბარსელონას ტანკის სიმძლავრეებს გაუძლო, იმ ინტერის ნაირი სერიალში რომ არავინაა წელს ორი აზრი არაა, გუშინ ინტერმა ისეთივე უშეცდომობის წყალობით მოიგო, მაგრამ მეეჭვება ეს ხშირი ხასიათის იყოს, მაინც გადაბერდა ხალხი და მილანი ძალიან მოშნი და სწრაფია, ამიტომ ფავორიტია ალბათ სერიალის...
რაც შეეხება ასრენალს, რა სისულელეა სად არსენალის დაცვა და სად ის რაც გუშინ ინტერის დაცვა იყო (ლომი ლუსიოს თამადობით). თუ კი მილანი ასეთივე მასირებული იქნება ლონდონელების შანსი მკვეთრად დაბალი იქნება, მთავარია ტიაგოს დაევალოს Fან პრესისთან პერსონალური თამაში....
მოსატყნავი მოიტყნა, ორი წელია ლიგაზე ტიპი თავზე იჯვამს, გუნდს აჯვამს, ფანებსს აჯვამს, ქვეყანას აჯვამს, შექსპირი ტრაკში გამოისვა, magna charta ###ზე შემოიხვია, დედოფალს ჩაიში ჩაუფურთხა, ადმირალ ნელსონს ამოჩიჩქნილ თვალში ჩახედა, ბიტლებს კონცერტზე კვერცხი ესროლა და მომკითხავი არავინ არის © r-evolution