საუკეთესო ტრიო

მადრიდის "რეალის" ფეხბურთელები, რომლებიც გუნდის საუკეთესო ბომბარდირები არიან, კერძოდ, კრიშტიანუ რონალდუ, გონსალო იგუაინი და ქარიმ ბენზემა ყველა სხვა ესპანური გუნდების საუკეთესო გამტანებს აღემატებიან. "პრიმერა დივიზიონში" პორტუგალიელმა 20 გოლი გაიტანა, არგენტინელმა 12, ხოლო ფრანგმა 8. მათ ანგარიშზე საერთო ჯამში 40 შეგდებული ბურთია, რაც აღემატება ისეთი კლუბების შედეგს, როგორებიც არიან ლონდონის "ჩელსი", "ლივერპული", "ინტერი", "არსენალი" და ა.შ.
საუკეთესო ტრიოთა ჩამონათვალი:
მადრიდის "რეალი" – რონალდუ (20), იგუაინი (12), ბენზემა (8), ჯამში 40
"ბარსელონა" – მესი (17), ფაბრეგასი (8), დავიდ ვილა (5), ჯამში 30
"ვალენსია" – სოლდადო (11), ტინო კოსტა (3), ადილ რამი (2), ჯამში 16
"ლევანტე" – არუნა კონე (6), ლოპესი (5), რუბენი (4), ჯამში 15
"სევილია" – კანუტე (4), ნეგრედო (5), დელ მორალი (5), ჯამში 14
* * *
* * *
კასილასის ხუმრობაა... და თუ ეს სიმართლეა ხო გავრეკე იმენა, გავგიჟდები და გადავირევი !!!
აი ესეთი სტატია:
იკერ კასილასი კარიერას ასრულებს?


"მერენგების" კაპიტანმა, 28 დეკემბერთან დაკავშირებით (ესპანეთში ე.წ. "სიცილის დღე") გახუმრება მოინდომა და სოციალურ ქსელ Facebook-ზე ასეთი რამ განაცხადა...
"ჩემი ოფიციალური Facebook-ის გვერდიდან, ვაცხადებ, რომ წელს ვასრულებ საფეხბურთო კარიერას. ვტოვებ მადრიდის "რეალს", კლუბს, რომელთანაც მრავალი სასიამოვნო მოგონებები მაკავშირებს. ახლა უკვე სხვა მიზნების განხორციელებას ვაპირებ. რამდენიმე საათში, უფრო დეტალურად გიამბობთ ამის შესახებ. გმადლობთ იმისთვის, რომ მუდამ ჩემს გვერდით ხართ".
This post has been edited by oshrena on 28 Dec 2011, 23:31