faaqbeqa331მაგარი პრიკოლებია
* * *
Real Madrid v Malaga - Preview

სავარაუდო შემადგენლობები

ხვალ "სანტიაგო ბერნაბეუზე" მადრიდის "რეალი" პირველ მატჩს გამართავს 2012 წელს. სავარაუდოდ სასტარტო თერთმეტეულში ვიხილავთ ხოსე კალეხონსა და მესუტ იოზილს, რადგან ანხელ დი მარია ჯანმრთელობას უჩივის. გამოჯანმრთელდა სერხიო რამოსი, მაგრამ სავარაუდოდ ცენტრალურ მცველად პეპესთან ერთად რაულ ალბიოლი მოგვევლინება.
ანდალუსიელებს ვერ დაეხმარებათ ხოაკინი, რომელმაც საკმაოდ სერიოზული ტრავმა მიიღო და დაახლოებით ერთი თვე ვერ შეძლებს მოედანზე გასვლას. ასევე ტრავმის გამო დააკლდება "მალაგას" ბრაზილიელი თავდამსხმელი, ჟულიო ბაპტიშტა, ამიტომ დიდი შანსია რუუდ ვან ნისტელროი კიდევ ერთხელ ვიხილოთ "სანტიაგო ბერნაბეუზე".
იცით თუ არა, რომ...
1. მადრიდის "რეალმა" გასულ სეზონში "მალაგა" 7-0 დაამარცხა "ბერნაბეუზე" და 4-0 კი "ლა რომარედაზე" მიმდინარე სეზონში.
2. "პონფერადინას" წინააღმდეგ მოგებული მატჩი (5-1) მადრიდელთათვის ზედიზედ მე-7 გამარჯვება გამოდგა სამეფო თასზე.
3. უკანასკნელი მარცხი მადრიდელებმა ამ ტურნირზე განიცადეს გასულ სეზონში, "ლევანტეს" წინააღმდეგ (2-0), მაგრამ პირველი შეხვედრა მოურინიოს გუნდს 8-0 ჰქონდა მოგებული.
4. "მალაგა" "ლა ლიგაში" მე-7 პოზიციაზე იმყოფება და 16 ქულით ჩამორჩება ჩემპიონატის ლიდერ მადრიდის "რეალს".
5. "მალაგას" თავდამსხმელმა, რუუდ ვან ნისტელროიმ მადრიდის "რეალის" რიგებში 96 მატჩში 64 გოლი გაიტანა და გასულ სეზონში საკმაოდ რეალური იყო მისი მადრიდულ გრანდში დაბრუნება გერმანული "ჰამბურგიდან", მაგრამ ეს ტრანსფერი არ შედგა.
6. "მალაგას" არასოდეს მოუგია "კოპა დელ რეი". ყველაზე დიდი წარმატება, რაც ანდალუსიერმა კლუბმა ამ ტურნირზე მიაღწია, იყო ნახევარ-ფინალში თამაში, 1972-72 წლების სეზონში.