ახალი ჭორი კაკაზე

დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "პარის სენტ-ჟერმენი" 61.5 მილიონ ევროს ამზადებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის, რომელიც სავარაუდოდ ალეშანდრო პატოსა და რიკარდო კაკას გადაბირებას მოხმარდება.
როგორც უკვე გაუწყეთ, ფრანგები 61.5 მილიონ ევროს დაკარგვას აპირებენ, რათა გუნდი გაცილებით ძლიერი და ვარსკვლავური ფეხბურთელებით დაკომპლექტებული იყოს. პარიზელებს მიზნად დაუსახავთ რიკარდო კაკასა და ალეშანდრო პატოს გადაბირება, რაც გამორიცხვას ნამდვილად არ ექვემდებარება.
იტალიელთა თავდამსხმელს ძალიან ცოტა დრო ეძლევა სათამაშოდ, რაშიც მას არაფრით ჩამოუვარდება მადრიდელთა 8 ნომერი. წინასწარი ცნობის მიხედვით, "სენტ-ჟერმენი" 38 მილიონს ბრაზილიელი ფორვარდისთვის, ხოლო 23.5 მილიონს შემტევი ნახევარმცველისთვის ამზადებს. აქვე გეტყვით, რომ ზემოთ ხსენებული ფლეიმეიქერისთვის ლონდონის "ჩელსი", "ინტერი" და "მილანი" იბრძვიან, ხოლო "როსონერის" მოთამაშის შეძენა მანჩესტერულ კლუბ "სიტის" სურს.