ანდრე ვილაშ ბოაში იტყობინება რომ ინგლისელი გარი კეჰილი 2012 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა"არისტოკრატთა" ერთადერთი შენაძენი აღმოჩნდეს.
როგორც თავად ბოაშმა განაცხადა მის გუნდში იგი ყველაზე პრობლემულ ადგილს, დაცვის ცენტრს გააძლიერებს თრანსფერის საშუალებით, სხვა პოზიციების ტრანსფერების საშუალებით გაძლიერების საჭიროებას კი ვერ ხედავს.
პორტუგალიელმა სპეციალისტმა ერთხელ უკვე დაადასტურა რომ აუცილებლად იყიდის კეჰილს, მაგრამ იყო საუბარი რომ "ჩელსი" ძალიან ხმაურიან ტრანსფერებს განახორციელებდა, რაც ინტერვიუში ბოაშმა უარყო.
"რა თქმა უნდა ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს გარი კეჰილთან, მე უკვე არაერთხელ მითქვამს რომ მის შეძენას ვაპირებთ, მაგრამ ყოველგვარი სხვა ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, კეჰილის გარდა შესაძლოა კიდევ დავიმატოთ მხოლოდ ერთი ფეხბურთელი".
"ჩვენი სუსტი წერტილი ცენტრალური დაცვაა, ეს ყოველ თამაშში მტკიცდება, ამიტომაც მიდნა სულ მალე შევიძინოთ კეჰილი, სხვა ფეხბურთელებთან მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ!".
შეგახსენებთ რომ აბრამოვიჩმა 2012 წლის ზამთრის და ზაფხულის ტრანსფერებისთვის 150 მილიონი ევრო გამოყო, კეჰილი კი მხოლოდ 7 მილიონადაა შეფასებული.
ყლეა ეს კაცი რეებს ლაპარაკობს
იმდენს იზავს გააგდებენ