ჰალკი თუ გადმოვიდა მართლა იდეალური შემადგენლობა იქნება
* * *
პორტუგალიის "პორტუს" ბრაზილიელ თავდამსხმელს, ჰალკს ვილაშ-ბოაშთან მუშაობა ისევე სურს და იმის მიუხედავად, რომ მისი გამოსყიდვის თანხა 87 მილიონს შეადგენს სურს ლონდონის "ჩელსიში" გადასვლა.
მოგეხსენებათ, 25 წლის ბრაზილიელს და პორტუგალიელ სპეციალისტს ერთად მუშაობის გამოცდილება უკვე აქვთ. გასულ სეზონში "პორტოს" მთავარი მწვრთნელი ვილაშ-ბოაში იყო, ჰალკმა კი 53 თამაშში 36 გოლის გატანა მოახერხა და გუნდს თასების მოპოვებაში დაეხმარა.
"ყოველი სატრანსფერო პერიოდის დროს ბევრ კლუბებთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. ანდრე ჰალკს გარგად იცნობს, მათ ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ, ჰალკიც მზადაა იმუშაოს მასთან ერთად "ჩელსიში", ან სულაც ნებისმიერ სხვა კლუბში. მაგრამ ისიც უნდა ითქვას,რომ ბრაზილიელს "პორტუსთან" მშვენიერი ურთიერთობა აქვს". - აცხადებს ფეხბურთელის აგენტი.