ტოტე ბოლომდე ვერ გაქაჩავს ძაან მაგარი გუნდია მაგრამ მაგათაც დაეწყებათ ჩავარდნა

მოდრიჩს თუ ავახევთ კაის ვიზავთ
ლივერპული 4 ეული ? არამგონია გააჯვან მაგათ თავის 7 პოზიციაზე
ჩემი აზრით 1)მუ 2)სიტი 3)ჩელსი 4)არსენალი
* * *
"იუვენტუსის" სერბი ვინგერის, მილოშ კრასიჩის აგენტმა დაადასტურა, რომ მისი კლიენტით ლონდონის "ჩელსია" და დორტმუნდის "ბორუსიაა" დაინტერესებული, მაგრამ "ლურჯები" უფრო აქტიურად მოქმედებენ და დიდი შანსია, რომ კრასიჩი მალე ლონდონში გადაბარგდეს. (metro)
"ტოტენჰემი" მზად არის იანვარში გუნდიდან სტივენ პიენაარი და ნიკო კრანჩარი გაუშვას. აღებული ფულით კი ისინი სხვა ფეხბურთელებს დაიმატებენ. (Daily Mirror)
"ჩელსი" აპირებს გაყიდოს ფრანგი ვინგერი ფლორენტ მალუდა. მალუდათი დაინტერესებულია მახაჩკალას "ანჟი" და "ვალენსია". ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 6 მილიონი ფუნტია. (Daily Star)
"სიტის" მწვრთნელმა, რობერტო მანჩენიმ უარყო ყოველგავრი ინტერესი "რომას" ნახევარმცველის დანიელე დე როსის მიმართ. (metro)
მადრიდის "რეალმა" გადაწყვიტა იანვარში გუნდიდან ბრაზილიელი ფლეიმეიკერი რიკარდო კაკა გაუშვას. ამისათვის ისინი მსურველი კლუბისგან დაახლოებით 22 მილიონ ფუნტს მოითხოვენ. თუ "ჩელსის" სურს ბრაზილიელის აყვანა, მათ კაკას ხელფასის სახით კვირაში 200 ათასი ფუნტი უნდა გადაუხადონ. (Daily Star)
"ჩელსის" ხელმძვანელები არ გამორიცხავენ, რომ კვლავ დაუბრუნდნენ ლუკა მოდრიჩის ტრანსფერს. ხორვატით "ლურჯების" გარდა ამჟამად "მანჩესტერ იუნაიტედიც" ინტერესდება. მიუხედავად ამისა, "ტოტენჰემი" ჯერ-ჯერობით კვლავ უარზე მოდრიჩის გაშვებაზე და მათ უკვე ხორვატს ახალი ხელშეკრულება შეთავაზეს, რომლის თანახმადაც მოდრიჩი 100 ათასი ფუნტს მიიღებს კვირაში. (metro)
იანვარში, "ტოტენჰემის" თავკაცი ჰარი რედნაპი გეგმავს მეგა ტრანსფერის განხორციელებას, რათა უფრო გაიზარდოს გუნდის ჩემპიონობის შანსები. (Sun)
"ინტერი" მზად არის შეელიოს გუნდის ლიდერს - უესლი სნეიდერს და მის ტრანსფერზე განიხილოს ყველა შესაძლო ვარიანტი. ჰოლანდიელი ნახევარმცველით ყველაზე მეტად "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედია" დაინტერესებული. (Daily Mail)
"ლურჯები" კიდევ ერთი ცენტრალური ფორვარდით გონალო ჰიგუაინით ინტერესდებიან. არგენტინელის მიმართ ასევე "იუვენტუსი" აქტიურობს. მათმა მადრიდელებს უკვე შეთავაზეს იგუაინის სანაცვლოდ 29 მილიონი ფუნტი (35 მილიონი ევრო), მაგრამ უარი მიიღეს. ასე, რომ თუკი "ჩელსის" სერიოზულად აპირებს მოლაპარაკებების გამართვას, მაშინ მათ ამ ტრანსფერისთვის მინიმუმ 35 მილიონი ფუნტი უნდა გაამზადონ.
"ბოლტონი" სურს იანვარში მინიმუმ სამი ახალი მოთამაშე დაიმატოს, მათ შორის ერთ-ერთი მცველი უნდა იყოს, რომელმაც გარი კეჰილი უნდა შეცვალოს. (Bolton News).
+ ბოაშმა ესიენი იანვარში დაგვიბრუნდებაო მაგაზე ნაკლებ დროშიი არაო
მუს თან იქნება
კაკა . კეჰილი მოდრიჩი დაგვხატავს