ჩელსი
ძლიერი მხარეები: სტატიას სხვა გამორჩეულ გუნდებზე საუბრით ვაგრძელებთ და ამჯერად ჩემპიონობის კიდევ ერთ მაძიებელს შევეხებით - ლონდონის "ჩელსის". რომლის ძალაც შემადგენლობა - თანაც უდავოდ! ლონდონის "ჩელსის", "მანჩესტერ სიტის" შემდეგ პრემიერლიგაში ყველაზე ძლიერი, გამართული შემადგენლობა ჰყავს. ბოლოსდაბოლოს როდესაც შენი გუნდის შეტევაში დიდიე დროგბა და ფერნანდო ტორესი თამაშობენ ამით ყველაფერია ნათქვამი. გუნდშია ფრანკ ლემპარდიც, რომელიც ასევე თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი და ფეხბურთელია, რაც შეეხება დაცვის ხაზს აქ ჯონ ტერი, ბრანისლავ ივანოვიჩი და დავიდ ლუისი ირჯებიან, ისევე როგორც ჟოზე ბოსინგვა და ეშლი კოული, მოკლედ ასეთი სტაბილური შემადგენლობით ალბათ ცოტა გუნდი თუ დაიკვეხნის მთლიანად ევროპაში. რაც მთავარია როდესაც გუნდში ფერნანდო ტორესის მსგავსი სუპერვარსკვლავია ის გუნდი ჩემპიონობისთვის აუცილებლად უნდა იბრძოდეს, თუმცა დიდი ხანია რაც დადასტურდა, რომ დღეს ფეხბურთში სახელები აღარ თამაშობენ და მთავარია რომელი ფეხბურთელი როგორ ფორმაში იქნება კონკრეტული სეზონისთვის, ტორესი კი ფორმაში აშკარად ვერაა, ისევე როგორც ვერც სხვა რომელიმე "ჩელსის" ფეხბურთელი, რაც იმას იწვევს, რომ ეს გუნდი ჩემპიონობის რეალურ კანდიდატად უკვე აღარც განიხილება, ამის უფრო რეალურ მზიეზებზე კი ამ გუნდის სუსტი მხარეების განხვილვისას ვისაუბრებთ.
სუსტი მხარეები: ისევე როგორც აშკარა იყო ამ გუნდის ძალა ანუ ძალიან კარგი შემადგენლობა, ასევე აშკარაა ლონდონის "ჩელსის" სუსტი მხარე - ეს გუნდის მთავარი მწვრთნელი ანდრეს ვილაშ ბოაშია. მწვრთნელი, რომელსაც სეზონის დაყწბამდე უდიდეის ნდობა ჰქონდა და პრინციპში ავქს კიდეც, ეს რომან აბრამოვიჩისგან ცოტა არ იყოს გასაკვირია, თუმცა ფაქტია, რომ ეს ნდობა ნამდვილად არსებობს, ბოაშს ხელს უწყობდნენ როგორც გუნდის ხელმძღვანელები, ისე ფეხბურთელები დ არაც მთავარია გუნდის გულშემატკივრები, რომლებიც მასზე უდიდეს იმედებს ამყრაებდნენ, მოკლედ "სტემფორდ ბრიჯზე" ვილაშ ბოაშს შესანიშნავად შეხვდნენ და თითქოს ყველა წინაპირობა შეუქმნეს რომ მაქსიმალური შედეგისთის მიეღწია, თუმცა მან ეს ვერ მოახერხა, ამის თქმა უკვე თამამად შეიძლება, მიუხედავად იმისა, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგაშ ჯერ კიდევ გამოდის პრემიერლიგაში მას საჩემპიონოდ ბრძოლა უკვე ნამდვილად აღარ შეუძლია, უკანასკნელ შეხვედრაში "ასტონ ვილასთან" შინ 1:3 წაგების შემდეგ ვილაშ ბოაშმა სრულიად არაადეკვატურად აღნიშნა, რომ მას თითქოს საჩემპიონო შემადგენლობა არ ჰაყვდა, რაც ნამდვილად არ შეესაბამება რეალობას, ის სხვა საქმეა, რომ ზოგიერი ფეხბუღთელი თავის თავს არ ჰგავს, თუმცა ესეც შესაძლოა მწვრთნელის ბრალი იყოს, ასე რომ თუ ასე გაგრძელდა ძალიან რეალურია ის დრო, რომ აბრამოვიჩსაც ამოუვიდეს ყელში ბოაშის ხშირ შემთხვევაში უაზრო გადაწყვეტილებები თუნდაც ლემპარდის უთამაშებლობასთან დაკავშირებით და დამსხურებისამებრ დაკავებული თანამდებობიდან მიაბრძანოს.
ვერდიქტი: ფურცელზე ლონდონელების შემადგენლობა გაცილებით უფრო ძლიერია ვიდრე თუნდაც "მანჩესტერ იუნაიტედის", რომელიც "სიტის" უმთავრეს კონკურნეტად ითვლება, თუმცა რეალურად გუნდი გაცილებით უარესს ფეხბურთს თამაშობს ვიდრე "ალისფერი ეშმაკები", ასე რომ მაქსიმუმი რისთვისაც წელს პრემიერლიგაში ლონდონელებმა შეიძლება იბრძოლონ ეს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა, თუმცა მათი ბოლომდე ჩამოწერა ნამდვილად არ ღირს, ისევ და ისევ ძალიან კარგი შემადგენლობიდან გამომდინარე.
საინტეერსო სტატია წაიკითხეთ !