ხშირად წამიკითხავს აქ სხვადასხვის ნაწერებში ინტერისგან ფულის ეკონომიაზე საუბრები.
ძმურად ერთი ის მითხარით ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს ინტერი რას დახარჯავს და ვისში რას გადაიხდის? ჩვენი ჯიბიდან მიდის?
მე გუნდს რო ვქომაგობ მინდა რო ტიტულებიც მოიგოს, ფულიც დახარჯოს და კარგი ფეხბურთელები იყიდოს, აბა ისე არ მოდის წარმატება.
30 კი არა, 100 მიუციათ, მე რაში ვდარდობ მორატის ნავთობიანი ჯიბეებს, ხალხი მოიყვანონ ნეტა გუნდში და ნახევრად კარიერადასრულებულებს და ჯერ ფეხაუდგმელ პერსპექტიულ ფეხბურთელებს არ მაყურებინონ ეგ არ მინდა ზუსტად?
მორატიმ პირველი მძღნერი მაშინ ჭამა ბენიტესს ფეხბურთელები რო არ უყიდა და ევროპის მომტყვნელი გუნდი ერთ წელიწადში შალკეს სათრევი გახადა
(ნუ შუალედურ პატარ პატარა ყვეობებზე (გასპერინი!) აღარ ვამახვილებ ყურადღებას)
მერე ეტოო რო გაყიდა და სნეიდერიც დახლზე მოათავსა,
ახლა ქონდა ამ ყველაფრის ნაწილობრივ გამოსწორების შანსი და თავტლოპინა გალიანიმ ჩაუდო მაგას და მაგის დამქა
ჩ ბრანკას.
ვანოს ყველაფერში ვეთანხმები,
სირცხვილია ასე დამამცირებლად გაჯობოს მილანმა ტევესის საქმეში, რას მაიმუნობენ, რას წელავენ საქმეს, ფული გაქ – მიეცი და მოიყვანე, 30 მილიონი რა ჩემი ფეხებია მაგათთვის, ეგენიც თვის ბოლოს ხელფასის დარიცხვას არ ელოდებოდნენ და ვალებში არ ეხარჯებოდეთ ნახევარი

ცხვირმოუხოცავ სანჩესში გადაიხადა ბარსელონამ იმხელა ფული და ამათ არ უნდათ მსოფლიო ტოპ კლასის უნივერსალ შემტევში გადაიხადონ ფული?! თუნდაც იმისთვის რო უშუალო კონკურენტმა არ იყიდოს და მერე იქედან არ გაუყაროს ხოლმე მორატის სათვალეებში.
თავიდან ხო აპირებდნენ პირდაპირ ყიდვას, არავითარი არენდა, სიტის პირდაპირ გაყიდვა აწყობს და ჩვენც ვიყიდითო, მერე ესენიც გავაჭრნენ, არენდაზე წავიდნენ და დარჩათ ხელში გალიანისი
ხო, კიდე ერთი დამავიწყდა – ჩავამატებ ბარემ აქვე:
რა უცნაურობებს წერთ – იმიტო არ მინდა ტევესი რო მაგას მილანში უნდოდაო, რა მნიშვლელობა აქ სად უნდოდა? ეგრე შეიძლება ყველა ფეხბურთელს დღეს ბარსელონაში უნდა მარა სადაც არიან იქ არ თამაშობენ გულით?
აქ ხო უკვე უკვე პროფესიონალიზმზეა საუბარი?
ეგერ იბრა ხო ვიცით როგორი კაცური კაციცაა, მარა სადაც თამაშობს ბოლომდე თამაშობს, მე არ მინახავს მაგას სადმე აგდებულად ეთამაშოს, ჩვენთან იყო გული და სული დადო, იქაა და იქ დებს.
აგრე იქნება ტევესიც, წარმოდგენილი მყავს როგორ გაგვახარებს ხოლმე რო მიაწვება და გაიტანს და გაიტანს. რას ქვია გულით არ ითამაშებს, არ ითამაშებს და დაეღუპება კარიერა, დასვავენ სკამე და ეგაა. აქ ეზოს ფეხბურთი კი არაა, არჩევან არადანს შორის თუ არასასურველ გუნდში მოხვდებოდა ბავშვი, გაიბუტებოდა –აღარ მინდა თამაშიო– და სახლში წავიდოდა.
ისე ტევესი ჯერ არ ვიცი და რაც აქ ეტოოს აგინებდნენ, მერე კი გაეტირა ყველა.
This post has been edited by arqiteqtor on 13 Jan 2012, 00:45