ეს წაიკითხეთ.
სეზონის წინ არსენალი არაერთმა ფეხბურთელმა დატოვა. გუნდი განსაკუთრებით დააზარალა: გაელ კლიშის, ემანუელ ებუეს, სესკ ფაბრეგასისა და სამირ ნასრის წასვლამ. ეს ორი უკანასკნელი კი შარშანდელ არსენალში მართლაც, რომ გუნდის უდაო ლიდერები იყვნენ.
მიუხედავად ამისა გუნდში ყოველთვის დგება დრო როდესაც ესა თუ ის ფეხბურთელი მას ტოვებს და მათ ადგილს სხვები იკავებენ. სტატიაში მინდა ვისაუბრო არსენალის 5 ფეხბურთელზე, რომელიც "მეთოფეთა" უდაო ლიდერები არიან: რობინ ვან პერსი, ტომას ვერმაელენი, ჯეკ უილშერი, ალექსანდრ სონგი და ვოიცეჰ შესნი.
ბევრ თქვენგანს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა, რომ მაგალითად რით არიან ბაკარი სანია და ლორან კოსიელნი მათზე ნაკლები. მართალია, ორივე მათგანი მაღალი დონის ფეხბურთელია და გუნდისთვის საჭირო ფიგურაა, მაგრამ გუნდის ლიდერი მხოლოდ თამაშით როდი განისაზღვრება.
რობინს, ტომასს, ჯეკს, ალექსსა და ვოიცეჰს აქვთ ის, რაც სხვებს არ აქვთ. ყველა მათგანი გამოირჩევიან ლიდერული თვისებებით, თავიანთი ქარიზმატულობით და შეუძლიათ, რომ საჭირო დროს გუნდისთვის გადამწყვეტი სიტყვა თქვან.
ვოიცეხ შესნიალბათ ბევრს გაგიჩნდებათ კითხვა თუ როგორ შეიძლება იყოს ვოიცეჰ შესნი "მეთოფეთა" ერთ-ერთი ლიდერი. პირველი იმიტომ, რომ ის დღევანდელ არსენალში თავის პოზიციაზე უალტერნატივოა. არსენალის გულშემატკივართა უმეტესობა და მითუმეტეს მათი უმრავლესობა, რომელსაც არ გააჩნია განსაკუთრებული სიმპათია "მეთოფეთა" რომელიმე კიპერის მიმართ, ყველაზე საიმედოდ სწორედ მას მიიჩნევს. მეტიც, არსენალის გულშემატკივართა უდიდესი ნაწილი აღიარებს იმას, რომ მათ გუნდს იენს ლემანის შემდეგ ასეთი საიმედო მეკარე არ ჰყოლია. ვოიცეჰი პირველად არსენალის ძირითადში გასულ სეზონში გამოჩნდა და მიუხედავად არც თუ ისე წარმატებული დებიუტისა მან შეძლო და ადგილი დაიმკვიდრა.
ვოიცეჰმა ახალი სეზონიც ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და ამჟამად ვენგერი მას თავისი გუნდის N 1 კიპერად მოიაზრებს. პოლონელი კიპერის პროგრესი მიმდინარე სეზონში აშკარაა. მან მტკიცედ მოიკიდა ფეხი როგორც არსენალში ასევე პოლონეთის ნაკრებში. გარდა იმისა, რომ მას აქვს შესანიშნავი რეაქცია, ვოიცეჰს აქვს საკმაოდ კარგი ურთიერთობა მცველებთან და მას, როგორც წესი არ უჭირს თავის მცველებთან საერთო ენის გამონახვა. ამას თავად შესნიც ადასტურებს:
"შესაძლოა მცველები, რომელიც ჩემს კარს იცავენ ჩემზე უფროსები და გამოცდილები არიან, მაგრამ ეს მე არ მზღუდავს იმაში, რომ მათ მითითებები მივცე. ჩემი როგორც, მეკარის მოვალეობაა ორგანიზება გავუწიო ჩემს მცველებს და მათ თამაშს, ხოლო მათი კი ევალებათ მოუსმინონ იმას ვის კარსაც ისინი იცავენ."
ვოიცეჰის კარგი თამაშით კი მიმდინარე სეზონში, გუნდმა არაერთხელ იხეირა. მართალია ხშირად ის ჩანს ვინც იტანს და ვინც შესანიშნავ საგოლე გადაცემას აკეთებს, მაგრამ თამაშს მხოლოდ ისინი როდი იგებენ. თავისუფლად შეიძლება ითქვას ის, რომ დღეს თუ არსენალი ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს პოლონელი კიპერის დამსახურებაა.

გავიხსენოთ უდინეზესთან ჩატარებული განმეორებითი თამაში. ამ თამაშში შესნიმ შესანიშნავი პენალტი აუღო დი ნატალეს, რამაც თამაშში გარდატეხა შეიტანა. სწორედ შესნის სეივის წყალობით მიიღო არსენალმა " UEFA "-ისგან ის 25 მილიონი ევრო რასაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრილი გუნდები იღებენ.
ასევე შეიძლება გავიხსენოთ, ემირეითსზე სანდერლენდთან მოგებული მატჩი. მართალია ამ თამაშში საუკეთესო ფეხბურთელი დუბლის შემსრულებელი და შესანიშნავი ჯარიმის ავტორი, რობინ ვან პერსი გახდა, მაგრამ ასევე აღსანიშნავია პოლონელი კიპერის დამსახურებაც. ალბათ ყველას კარგად ახსოვს ის მომენტი, როდესაც ვოიცეჰმა სანდერლენდის კაპიტანს, ლი კატერმოულს 2 მეტრიდან თავით დარტყმული, თითქმის "მკვდარი" ბურთი აუღო და ეს მომენტი გახდა "მეთოფეთათვის" აზრზე მოსასვლელი.
უდაოა, რომ პოლონელი კიპერი მართლაც თანამედროვეობის ერთ-ერთი უპერსპექტიულესი მეკარეა. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, ის თვით დიდმა ოლივერ კანმა შეაქო და მას დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა.
ალექს სონგი ცოტა თუ წარმოიდგენდა იმას, რომ ერთ დროს მოუქნელ და უნიჭოდ წოდებული სონგისგან, არსენ ვენგერი უმაღლესი დონის საყრდენ ნახევარმცველს ჩამოაყალიბებდა. კამერუნელმა სკეპტიკოსების გაოცება 2009-10 წლების სეზონში დაიწყო. ეს მისი პირველი სეზონი იყო, არსენალის ძირითადი ფეხბურთელის რანგში.
კამერუნელი ფეხბურთელი იმდენად საკვანძო ფიგურა გახდა "მეთოფეთათვის", რომ როდესაც 2010 წლის იანვარში ალექსი აფრიკის თასზე წავიდა, არსენალმა მისი შეცვლა ვერც აბუ დიაბისა და ვერც ნევეს დენილსონის საშუალებით ვერ მოახერხა. არსენ ვენგერმაც ისიც კი წაიწუწუნა, რომ აფრიკის ზამთრის ჩემპიონატი ძალიან აზარალებს კლუბებსო. ამ სეზონში მის ანგარიშზე 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა იყო.
მომდევნო სეზონში, იმიჯ შეცვლილმა ალექსმა, რითაც ის ძალიან ჰგავდა ბიძას რიგობერ სონგს, თავისი პროგრესი არ შეწყვიტა და რაც დრო გადიოდა, მით უფრო საკვანძო ფიგურა ხდებოდა. მუსიე არსენმა მართლაც, რომ კარგი სამეული შექმნა, სონგი-უილშირი-ფაბრეგასისგან. 10 სექტემბერს მის მიერ ემირეითსზე ბოლტონის კარში გატანილი გოლი, რიგით 1000-ე გოლი რომელიც არსენალმა პრემიერ ლიგაში გაიტანა.
აღსანიშნავია ასევე შინ ვესტ ჰემის კარში 88-ზე გატანილი ერთადერთი და ჩელსის კარში გატანილი ბურთი, სადაც "მეთოფეებმა" "არისტოკრატებს" ანგარიშით 3-1 სძლიეს. კამერუნელ ფეხბურთელი წინა სეზონთან შედარებით აშკარად უფრო შედეგიანი იყო. გაიტანა რა 5 გოლი და ამასთან თავის თანაგუნდელებს 3-ჯერ შედეგიანადაც უპასა.
მიმდინარე სეზონში კი კამერუნელი ნახევარმცველის მნიშვნელობა უფრო და უფრო ნათელი გახდა. მას მერე, რაც გუნდი დატოვეს სესკ ფაბრეგასმა და სამირ ნასრიმ, თამამად შეიძლება ითქვას ის, რომ რობინ ვან პერსისთან ერთად თუ ვინმემ იკისრა თავის თავზე გუნდის ლიდერობა, ეს სწორედ ალექსანდრ სონგია. კამერუნელი ფეხბურთელი მართალია გოლების მაჩვენებლით ვერ დაიკვეხნის და მის ანგარიშზე ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი გოლია, მაგრამ მიმდინარე სეზონში მას თითქოს ფლეიმეიქერული თვისებები აღმოაჩნდაო და 8 საგოლე გადაცემით, "მეთოფეთა" ასისტებში პირველი სწორედ ისაა.

მისმა უზადო საგოლე გადაცემებმა კი, როგორც რობინ ვან პერსის გოლებმა, გუნდს არაერთი გამარჯვება მოუტანა. ევერტონთან, ნორვიჩთან, დორტმუნდთან ვან პერსიმ მნიშვნელოვანი გოლები სწორედ ალექსის უზადო პასებით გაიტანა.
ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ის რაც ჩვენ "მეთოფეებს" ძალიან გვახარებს, როდესაც ლონდონს თავისი მეფე, მეფურად დაუბრუნდა, ამაში ტიტიზე არანაკლები წვლილი სწორედ კამერუნელს მიუძღვის, რომელმაც ლეგენდას შესანიშნავად უპასა.
გარდა ამისა, ალექსს არც დაცვითი ფუნქციების შესრულება ავიწყდება და ის მართლაც, რომ კარგად ართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. როდესაც ის მოედანზეა და არ უხდება თამაშების დისკვალიფიკაციისა თუ ტრავმების გამო გამოტოვება, ის ძალიან ეხმარება არსენალის დაცვას და "მეთოფეთა" არასტაბილური დაცვა ასეთ მომენტებში უფრო კარგად გამოიყურება ხოლმე.
ჯეკ უილშერი არსენალის "მომავალი მაესტრო" მართლაც, რომ უდიდესი ტალანტის მქონე ფეხბურთელია. შესანიშნავი ხედვა, არანაკლებ ბრწყინვალე დრიბლინგი, გასაოცარი ბრძოლის უნარიანობა, არსენალის მიმართ არანორმალური სიყვარული და მისი პიროვნების ქარიზმატულობა, ყველაფერი ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ჯეკი არსენალის "სტივი ჯი" გახდეს.
2010-11 წლების სეზონი პირველი სრული სეზონი იყო, რომელიც ჯეკმა ჩაატარა არსენალის შემადგენლობაში. ამ სეზონში აბუ დიაბის ქრონიკულმა ტრავმამ მას გზა გაუხსნა ძირითადისკენ და ჯეკმა თავისი შანსი შესანიშნავად გამოიყენა.
ახალგაზრდა ინგლისელმა ძალიან მოკლე ხანში შეძლო და არანორმალურად დიდი პროგრესი განიცადა. მას ყველა გაოცებაში მოჰყავდა.
ჯეკს თავისი თამაში სტილით არაერთ დიდ ფეხბურთელს შეადარეს. ერთ ერთი მათგანი კი მისი თანამემამულე, ლივერპულის კაპიტანი და ამ გუნდის ცოცხალი ლეგენდა სტივენ ჯერარდია. ბევრიც თვლიდა, რომ შეიძლება მას რაღაც აქვს რითაც მისი თამაშის სტილი ჯერარდისას ჰგავს, მაგრამ ჯეკი ბევრად უფრო მრავალფეროვანი ფეხბურთელია. ერთ-ერთ ცნობილ გაზეთში გაიჟღერა ასევე მოსაზრებამ, რომ მისი თამაშის სტილი არაა სუფთა ინგლისელი ნახევარმცველის თამაშის სტილ და რომ ის რაღაცით ბარსას ვარსკვლავს ინიესტასაც კი წააგავს.
ასეა თუ ისე ყველა ერთ აზრზეა და თანხმდება იმ აზრს, რომ ჯეკი უპერსპექტიულესი ფეხბურთელია და თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა მისგან აუცილებლად უნდა იხილოს მსოფლიო ფეხბურთმა ახალი ვარსკვლავი.
რაც შეეხება ჯეკის მონაგარს გასულ სეზონში, მის ანგარიშზე 2 გოლი და 9 საგოლე გად

თუ ვიკითხავთ იმას, თუ რომელი თამაში იყო შარშან ჯეკის მიერ ჩატარებულებიდან საუკეთესო, უდაოდ ემირეითზე ბარსელონასთან გამართული მატჩია. ამ თამაშში ხომ ჯეკი საუკეთესოდ დაასახელეს, ისეთ გიგანტებთან როგორებიც ხავი და ინიესტა არიან. ყველა, რომ ფაბრეგასისა და ნასრისგან ელოდა ლიდერობის ტვირთის ზიდვას, ეს ჯეკმა გააკეთა და ამ თამაშში "MOM" სწორედ ის გახდა. ძნელია ლიდერად არ მიიჩნიო ფეხბურთელი, რომელიც თუნდაც ერთ თამაშში ბარსას ნახევარმცველებს ტოლ სწორს არ დაუდებს და თავისი გუნდს ღირსეულად დაიცავს. წლის ბოლოს კი ჯეკმა FA-ისგანაც ჰპოვა აღიარება და ის პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს და სრულიად სამართლიანადაც.
აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ ჯეკმა ინგლისის ნაკრების მწვრთნელის ყურადღებაც მიიპყრო და უმალვე მოერგო ფაბიო კაპელოს სქემას. მისმა თამაშმა არც თუ ისე დიდი ფანტაზიის მქონე ინგლისის ნაკრებს, კრეატიულობა შემატა. როდესაც ჯეკმა მძიმე ტრავმა მიიღო, არსენ ვენგერი პირველმა სწორედ ფაბიო კაპელომ გააკრიტიკა და მას ბრალი უილშერის გადაწვაში და მის ზედმეტად გადატვირთვაში დასდო.
ჯეკის დაბრუნებას მოუთმენლად ელიან, მისი თანაგუნდელები. ამასთან დაკავშირებით კი კომენტარები გააკეთეს უოლკოტმა და რემსიმ.
ინგლისელი ვინგერის თქმით, არსენალს ძალიან აკლია პრემიერ ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი. სურვილი გამოთქვა, რომ ჯეკმა რაც შეიძლება სწრაფად მოირჩინოს ტრავმა და თავის გუნდს იმაზე უფრო ძლიერი დაუბრუნდეს, ვიდრე მანამდე იყო.
უელსელმა ფეხბურთელმა თანაგუნდელს ასევე სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა და განაცხადა, რომ ერთი სულია აქვს, როდის ითამაშებენ ის და ჯეკი ერთად. ამის სურვილი თავად არსენ ვენგერმაც დაადასტურა, როდესაც ის აარონ რამსიზე საუბრობდა. მას ღრმად სწამს, რომ ჯეკი-აარონის ტანდემისგან ძალიან ბევრს შეიძლება ელოდეს "მეთოფე" გულშემატკივარი.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჯეკის დაბრუნების სურვილი გარდა თანაგუნდელებისა გამოთქვა, სტივენ ჯერარდმაც, რომელმაც განაცხადა, რომ ინგლისის ნაკრებს ჯეკისნაირი ფეხბურთელი ძალიან სჭირდება იმისათვის რათა ევროპის ჩემპიონატზე კარგად იასპარეზოსო.
მიმდინარე სეზონში ჯეკს არსენალის შემადგენლობაში, თავისი მძიმე ტრავმის გამო არ უთამაშია და თამამად შეიძლება ითქვას, რომ არსენალი მას ძლიერ საკლისობს. გუნდს აშკარად აკლია ფეხბურთელი, რომელიც ნახევარდაცვაში, არსენალის როგორც მექანიზმის ძრავის ფუნქციებს შეასრულებს. ეს კი ჯეკს მართლაც, რომ ბრწყინვალედ შეუძლია.
ტომას ვერმაელენი ბელგიელი მცველი უდაოდ მაღალი დონის მცველია. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ არსენალს კოლო ტურეს შემდეგ ასეთი "ჯიგრიანი" და გულანთებული მცველი არ ჰყოლიათ. უდაოა, რომ ტომასი "მეთოფეთა" დაცვის ლიდერი და სული და გულია. არსენალის დაცვა ვერმაელენით და უვერმაელენოდ კი სულ სხვადასხვა რამეა. ტომასი, ვან პერსისთან და ჯეკ უილშირთან ერთად სიმბოლოა იმისა თუ როგორ უნდა იბრძოლო ბოლომდე და როგორ არ უნდა დანებდე.
2009-10 წლების სეზონის წინ არსენალმა, ბელგიელი აიაქსიდან 10 მილიონად შეიძინა და თამამად შეიძლება ეწოდოს მას ვენგერის მორიგი მიზანში მორტყმული ტრანსფერი. გარდა იმისა, რომ ტომასი ძალიან კარგია დაცვაში იგი შეტევებშიც ძალიან ეფექტურია. ბელგიელი მცველის პირველი სეზონი საკმაოდ შედეგიანი აღმოჩნდა. გაიტანა რა 8 გოლი ამ სეზონში, რაც ცენტრალური მცველისთვის მართლაც, რომ არაჩვეულებრივი შედეგია.
მან დებიუტშივე შეძლო თავისი პირველი გოლის გატანა. ეს მოხდა პირველ ტურში ევერტონთან სტუმრად თამაშში, სადაც არსენალმა თავისი მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით 1-6 გაანადგურა. ასევე აღსანიშნავია უიგანთან შინ შესრულებული დუბლი. ვერმოს მეორე გოლი კი ცალკე სასაუბრო თემაა. თითქმის არაა თამაში სადაც მას შეიძლება მომენტი არ ქონდეს. მის პლიუსად კი შეიძლება ჩაითვალოს როგორც თავით ისე ფეხით თამაშიც. მას მართლაც, რომ ძალიან კარგი დაყენებული დარტყმა აქვს, რაც ამ პოზიციის ფეხბურთელთათვის როგორც წესი ძალიან იშვიათია.
ბელგიელმა მცველმა, უმოკლეს დროში მოიპოვა "მეთოფე" გულშემატკივართა დიდი სიყვარული და მათ ვერმოს მეტსახელიც კი შეარქვეს. "Verminator" ეს მისი მეტსახელია და ამ ტექსტის ბანერები კი ემირეითსის ერთგვარ სავიზიტო ბარათადაც იქცა.
2010-11 წლების სეზონი კი ბელგიელი მცველისთვის საკმაოდ უიღბლო აღმოჩნდა. თუ არ ჩავთვლით პირველ ორ ტურს და ბოლო ტურში ფულემთან გამართულ თამაშს მას თითქმის მთელი სეზონის გამოტოვება მოუხდა ბელგიის ნაკრებში მიღებული უმძიმესი ტრავმის გამო. მიუხედავად თამაშების მწირი რაოდენობისა, Verminator"-მა მაინც დაამახსოვრა თავი "მეთოფეთა" გულშემატკივარს. ალბათ ყველას ახსოვს ის მომენტი, როდესაც მან ფულემის კაპიტანს ნახევარი მეტრიდან არ გაატანინა და თავისი გუნდი სასწაულებრივად გადაარჩინა გაშვებულ გოლს.
2011-12 წლების სეზონშიც საწყის ტურებში ტომასმა არსენალის ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. მისი და კოსიელნის ტანდემი მართლაც, რომ სიმპათიურად გამოიყურებოდა, მაგრამ ბელგიელს კვლავ არ გაუმართლა და უდინეზესთან სტუმრად მიღებულმა თამაშმა ის იძულებული გახადა გამოეტოვებინა რამოდენიმე თამაში. ეს ყველაფერი კი მანჩესტერთან თამაშის წინ მოხდა, რის შემდეგადაც "მეთოფეებს" სანიას, ვერმაელენის და სონგის გარეშე მოუხდათ სტუმრობა, რაც მეტ წილად გახდა მიზეზი არსენალის სამარცხვინო მარცხისა.

ბელგიელი თავის გუნდს ჩელსისთან თამაშში დაუბრუნდა, სადაც სტუმრად არსენალმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა, ანგარიშით 3-5. შემდეგ 4 თამაშში კი "Verminator" -მა 3 გოლის გატანა მოახერხა და აღსანიშნავია ისიც, რომ იგი გახდა პრემიერ ლიგაში პირველი მცველი ვინაც პრემიერლიგის 50-ზე ნაკლებ თამაშში 10 და მეტი გოლის გატანა მოახერხა.
აღსანიშნავია, რომ ფულემთან შეინ გამართულ მატჩში ტომასმა ავტო გოლი გაიტანა და მის მერე იგი მუდმივად ცდილობდა შეტევებში ჩართვას და მანამდე არ მოისვენა სანამ, უოლკოტის ჩამოწოდებულს თავი არ შეუშვირა და თავისი შეცდომა გოლით არ გამოისყიდა. მიუხედავად ავტო გოლისა, ბელგიელი იმ დღეს უსახური არსენალიდან, მაინც საუკეთესო იყო და ამ თამაშში კიდევ ერთხელ წარმოჩინდა მისი უდიდესი ბრძოლისუნარიანობა.
მის არყოფნის დროს ტომასის დანაკლისს არაერთი ფეხბურთელი აღნიშნავდა. ერთ-ერთი მათგანი კი ვინაც ამას მკაფიოდ გაუსვა ხაზი ტეო უოლკოტი იყო, რომელმაც არსენალის მიერ თამაშებში საკუთარი კარის მშრალად შენახვა, სწორედ ტომას ვერმაელენს მიაწერა და მის დამსახურებად მიიჩნია:
"ჩვენ უფრო და უფრო მეტ თამაშში ვახერხებდით კარის მშრალად შენახვას და ეს კი მეტ წილად ტომას ვერმაელენის დამსახურებაა. ფეხბურთელის, რომლის დანაკლისსაც გასულ სეზონში გუნდი მთელი წელი განიცდიდა და რომელიც საბედნიეროდ დღეს ისევ ეხმარება თავის გუნდს. ვერმაელენი მართლაც, რომ უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია და ის დღეს უდაოდ გუნდის ერთ-ერთი ლიდერია."
გარდა იმისა, რომ ტომასმა მიმდინარე სეზონში თავისი დაბრუნებით გაახარა გულშემატკივარი, მან სხვა რამითაც ასიამოვნა ისინი. ბელგიელმა მცველმა ხელი ახალ გრძელვადიან კონტრაქტს მოაწერა და მან ამით თავისი მომავალი "მეთოფეებს" კიდევ დიდი ხნით დაუკავშირა:
"ვიდრე კონტრაქტს შემომთავაზებდნენ, მე უკვე ამაზე ნაფიქრი მქონდა და მზად ვიყავი გამეხანგრძლივებინა იგი. ამის მიზეზი კი ის არის რომ კლუბს სრულყოფილად ვერ გამოვადექი, რასაც მეტწილად ტრავმებს დავაბრალებ.
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის ფაქტია, რომ ბედნიერი ვარ ამ კლუბში. ტრავმებმა არ მომცეს იმის საშუალება გუნდს მხარში ბოლომდე ამოვდგომოდი და გასული სეზონი თითქმის სრულიად გავაცდინე, ახლა კი ვაპირებ ამ ყველაფრის ანაზღაურებას და ყველა იმ მეთოფეთა გულშემატკივრის გახარებას, რომლებიც მე მუდამ გვერდში მედგნენ.
არსენალი უმაღლესი კლასის გუნდია და კვლავ მჯერა მისი სიძლიერის. ვფიქრობ გუნდში ყველაფერი ძალიან კარგად არის ორგანიზებული და ჩემი მთავარი დარჩენის მიზეზიც სწორედ ეს გახლავთ.
ბევრი ფიქრობს, რომ თუ კლუბში რაღაც არეულობაა და აღარ წარმოადგენს ისეთივე ძალას როგორიც ადრე იყო, ამის მარტივად გადაჭრის ხერხი გუნდის დატოვებაა, მაგრამ ჩემთვის ყველაფერი სხვაგვარადაა, რადგან თუ კლუბს უჭირს გამოსავალი არა გუნდიდან წასვლა, არამედ ბოლომდე მხარში ამოდგომაა. ძალიან ადვილია გადახვიდე სხვა კლუბში და დაიწყო ყველაფერი თავიდან, მაგრამ ვფიქრობ რომ არსენალი კვლავ უდიდესი ძალის მქონე გუნდია, რომლის მე ბოლომდე მჯერა."
ამ სიტყვებით ტომას ვერმაელენმა კიდევე ერთხელ დაუმტკიცა "მეთოფეთა" გულშემატკივარს თავისი დიდი სიყვარული და ერთგულება არსენალის მიმართ და ორი აზრი არაა, იმაში რომ ის არსენალის ერთ-ერთი ლიდერია რაც არსენ ვენგერის მიერ მისი ვიცე-კაპიტნად დანიშვნითაც მეტყველებს.
რობინ ვან პერსი ჰოლანდიელი თავდამსხმელი მართლაც, რომ უდიდესი ძალაა არსენალისთვის. ეს იყო სესკ ფაბრეგასისა და სამირ ნასრის დროს და უფრო და უფრო აშკარა გახდა მათი წასვლის შემდეგაც.
2011-12 წლების სეზონის წინ ძნელი გამოსაცნობი არ უნდა ყოფილიყო ის თუ ვის აირჩევდნენ "მეთოფეთა" კაპიტნად. ამ სეზონამდე ძალიან ბევრი ფიქრობდა, რომ რობინის კარგი სათამაშო ფორმა და უამრავი გატანილი გოლი განპირობებულია იმით, რომ მას ზურგს შესანიშნავი გამთამაშებელი უმაგრებდა სესკ ფაბრეგასის სახით და როდესაც ასეთი ასისტენტი გყავს ძნელია გოლი არ გაიტანოო.
რობინმა კი სკეპტიკოსებს უმოკლეს დროში მოაკეტინა და თავისი შედეგიანი თამაშით ის "მეთოფეთა" უპირობო ლიდერად იქცა. 2011 წელი არსენალის კაპიტნისთვის მართლაც, რომ შთამბეჭდავი იყო. გაიტანა რა სულ 42 გოლი და აქედან 35 გოლი მან პრემიერლიგაში შეაგდო. მას მხოლოდ ერთი გოლი დააკლდა იმისათვის რათა ინგლისელი ლეგენდის ალან შირერის რეკორდი გაემეორებინა, რომელმაც 1 კალენდარულ წელში 36 გოლის გატანა შეძლო.
აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ ტრავმებისაგან გატანჯული და მისკენ მიდრეკილი რობინისთვის ეს პირველი სეზონია, რომელსაც ჰოლანდიელი სრულად ატარებს და სადაც მას არ მოუხდა იძულებით უთამაშებლობა. ერთ-ერთი მიზეზი კი მისი შტამბეჭდავი თამაშის სწორედ ესაა, რაც თავად ჰოლანდიელმაც დაადასტურა. არსენალის 10-იანი ამჟამად პრემიერლიგის ბომბარდირთა დავას 17 გატანილი გოლით ლიდერობს და თავისი გუნდის მიერ გატანილი გოლების 50%-ზე მეტი სწორედ მასზე მოდის.
მიუხედავად არაჩვეულებრივი გოლების მაჩვენებლისა, რობინი არც თანაგუნდელებს ივიწყებს და ძალიან ხშირად ის ასისტის როლში გვევლინება. გარდა იმისა, რომ მის ანგარიშზე პრემიერ ლიგაში 17 გატანილი გოლია, მისმა თანაგუნდელებმა 6-ჯერ სწორედ ვან პერსის მიერ გაკეთებული საგოლე გადაცემით იხეირეს. ისე კი წლევანდელ სეზონში ყველა ტურნირში ერთად რობინის ანგარიშზე სულ 21 გოლია.
მიმდინარე სეზონი რობინისთვის მართლაც, რომ შთამბეჭდავია. ჰოლანდიელი ფეხბურთელი 100-იანთა კლუბში გაერია და თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს ის "მეთოფეთა" ლეგენდაა. არსენალის კაპიტანმა თავისი მე-100 საიუბილეო გოლი შინ ბოლტონთან გამართულ მატჩში გაიტანა სადაც მან დუბლი შეასრულა. სწორედ მისი ამ თამაშში, უოლკოტის პასით გატანილი 2-ე გოლი გამოდგა 100-ე და ისტორიული. ამჟამად მას არსენალის მაისურით სულ 116 გოლი აქვს გატანილი და მხოლოდ 4 გოლით ჩამორჩება თავისი თანამემამულისა და არსენალის დიდ 10-იანს, დენის ბერგკამპს.
ემირეითსის გულშემატკივართა რობინისადმი სიყვარული კი ცალკე აღნიშვნის ღირსია. "Verminator" - თან ერთად ემირეითსის სავიზიტო ბარათად იქცა რობინისადმი მიძღვნილი ბანერაც, წარწერით "We don't need Batman, we've got Robin." მათ და საერთოდ " მეთოფეთა " გულშემატკივართა ერთ-ერთ უმთავრეს სადარდებელს მისი კონტრაქტი წარმოადგენს, რომელსაც ვადა 2013 წლის ზაფხულს გასდის. მიხედავად ამისა,რობინ ვან პერსიმ არაერთხელ გამოუცხადა "მეთოფეებს" ერთგულება:
"ბოლო 8 წლის განმავლოვაში, თუ ვინმეზე შეიძლება ითქვას, რომ არსენალის ერთგულია და ნამდვილი მეთოფეა, ეს სწორედ მე ვარ."
ეს სიტყვები სწორედ ჰოლანდიელ კაპიტანს ეკუთვნის,მაგრამ გულშემატკივარი რისი გულშემატკივარია, თუ თავისი თილისმა დიდი ხნით არ იგულა "მეთოფედ". აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ რობინმა ამას წინად განაცხადა, რომ ის და მისი ოჯახი ლონდონში ბედნიერები არიან და თავს ისე გრძნობენ, როგორც თავიანთ სამშობლოში.
Vantastic - ასე უწოდებს ინგლისური პრესა არსენალის ლიდერს, რობინ ვან პერსის, რომელიც ბოლო თამაშებში სწორედ 3 ქულის მთავარი მომპოვებელია. რობინისადმი ამ სახელმა პირველად არ გაიჟღერა. "ემირეითზე" მყოფთათვის და არამარტო მათთვის, ის ყოველთვის "Vantastic" იყო.
გარდა გულშემატკივრებისა მისით თანაგუნდელებიც აღფრთოვანებულები არიან და ერთხმად ამბობენ, რომ რობინი აუცილებლად უნდა დარჩეს არსენალში და კლუბის მესვეურებმა ამაზე აუცილებლად უნდა იზრუნონ.
ამის პირობას იძლევა ვენგერი, რომელმაც განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს რათა "მეთოფეთა" ათიანი შეინარჩუნოს ვოიცეკ შესნის, როდესაც უთხრეს, რომ სანდერლენთან შესანიშნავმა სეივმა განაპირობა არსენალის 3 ქულაო, მან განაცხადა, რომ წარმატების მთავარი შემოქმედი რობინი იყო და რომ მის გარჯასთან თუნდაც 1 მკვდარი ბურთის აღება მოსატანი არ იყო.
იოჰან ჯურუმ და სონგმა მას უპირობო ლიდერი უწოდეს და განაცხადეს, რომ რომ რობინი მეტოქეთა დაცვის დამტერორებელია, მან ეს ფორმა არ უნდა დააგდოს და რომ "მეთოფეთა" წარმატება მეტ წილად მის სათამაშო ფორმაზეა დამოკიდებული.
ინგლისელმა გარემარბმა, უოლკოტმა კი მას ბრწყინვალე ფეხბურთელი და კაპიტანი უწოდა. მისი თქმით ვან პერსის ყოველი თამაში არის მტკიცება იმისა, თუ რას ნიშნავს რეალურად ის არსენალისთვის.
კოტ დივუარელმა შემტევმა ჟერვინიომ კი არ დაიწყო ბევრი საუბარი და მოკლედ განაცხადა, რომ მას რაც შეიძლება დიდ ხანს სურს მის მხარდამხარ თამაში და რომ კლუბის მესვეურებმა ის უეჩველი უნდა შეინარჩუნონ, რაშიც აშკარად ჩანდა მისი კატეგორიულობა, რომელიც შეიძლება ითქვას ერთგვარი მოთხოვნასავითაც იყო.
აშკარაა, რომ რობინს კაპიტნობამ უფრო მეტი თავდაჯერებულობა შემატა. ამან მას უფრო მეტი მოვალეობა დააკისრა და თავის მხრივ რობინმაც გამოავლინა თავისი ლიდერული თვისებები. მიუხედავად ამისა არიან ისეთებიც ვინც თვლიან, რომ ის კაპიტანი არ უნდა იყოს. ისინი რობინს უწუნებენ თუნდაც იმას, რომ ის არ შეუძახებს ხოლმე თავის თანაგუნდელებს და არ ცდილობს ტონის ამაღლებას და რომ ის მეტისმეტად წყნარია.მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვიეირასა და ანრის შემდეგ არსენალს მისნაირი კაპიტანი არ ჰყოლია.
ვერც გალასი და ვერც ფაბრეგასი ვერ იყვნენ ისეთი კაპიტნები, როგორიც არსენალს სჭირდებოდა. ჰოლანდიელ თავდამსხმელს კი არაერთი თვისება აქვს იმისთვის რათა ეწოდოს ბრწყინვალე კაპიტანი:
თანაგუნდელების ბრწყინვალე მაგალითის მიმცემი
ის ამას არა მხოლოდ თავისი შესანიშნავი შედეგიანობით აკეთებს, არამედ თავისი ბრძოლისუნარიანობითა და თავდადებით.
რობინი ყოველთვის მაქსიმუმს დებს და მოედანზე ბოლომდე იხარჯება. ვერმაელენთან, სონგთან და უილშირთან ერთად ის შესანიშნავი მაგალითია ბოლომდე ბრძოლისა და დაუმორჩილებლობის.
ურთიერთობა თანაგუნდელებთან და კაპიტნის ჰუმანურობა
მას მართლაც, რომ შესანიშნავი ურთიერთობა აქვს თავის თანაგუნდელებთან. რატომღაც ბევრი თვლის, რომ თუ კაპიტანი გქვია, აუცილებლად უნდა ღრიალებდე და შეძახილებით უნდა ცდილობდე გუნდის " დუხზე " მოყვანას, მაგრამ ეს ასე არაა.
ალბათ ყველას გახსოვთ, როდესაც შირერმა რობინზე ისაუბრა. მან განაცხადა ის, რომ რობინი არ მიეკუთვნება იმ კაპიტანთა რიცხვს, რომელიც პრობლემის გადაჭრას ხმის ამაღლებით ცდილობს. ჰოლანდიელი მათ გამხნევებას კარგი მაგალითის მიცემით ცდილობს რაც მას ძალიან კარგად გამოსდისო.
რობინი მუდმივად ცდილობს, რომ კონტაქტში იყოს მათთან და დაუზარებლად აძლევს ის თავის თანაგუნდელებს რჩევებს და საჭიროების შემთხვევაში არც მათ გამხნევებას ზარდება. ალბათ ყველას კარგად გახსოვთ 2009-10 წლების სეზონში მანჩესტერთან ოლდ ტრაფორდზე ჩატარებული თამაში, სადაც რობინი საკუთარ კარის დამლაშქრავ დიაბის ალალად ამხნევებდა. ის მოედანზეც ხშირად ესაუბრება მათ და საკმაოდ მეგობრულად მიუთითებს თავის შეცდომებზე. ამის შესახებ კი არსენალის თინეიჯერმა ფეხბურთელებმა არაერთხელ ისაუბრეს და ეს არც მუსიე არსენისთვის ყოფილა შეუმჩნეველი.
გარდა ამისა ასევე აღსანიშნავია რობინის თანადგომა ახალწვეულების მიმართ. როდესაც ტომას ვერმაელენი და მიკელ არტეტა არსენალში მოვიდნენ, პირველი ვინც მათ მხარში ამოუდგა სწორედ რობინი იყო და მათ ეს უკვე არაერთხელ აღნიშნეს.
მწვრთნელთან ურთიერთობა
რობინს მართლაც, რომ შესანიშნავი ურთიერთობა აქვს მუსიე არსენთან. მას სჯერა და სწამს არსენ ვენგერის, ისევე, როგორც ფრანგ სპეციალისტს მისი. ის, რომ ისინი ერთმანეთს მართლაც კარგად უგებენ საკმარისია რობინის მიერ ბარსელონასთან გატანილი გოლის აღნიშვნა გავიხსენოთ. ჰოლანდიელმა ხომ პირველი სწორედ ვენგერთან მიირბინა. გარდა ამისა ვან პერსი, მუსიე არსენს დიდად ეხმარება სავარჯიშო პროცესის კარგად წარმართვაში.
გულშემატკივართან სიახლოვე
რობინი ხშირად ცდილობს, რომ მან თავისი გოლი გულშემატკივრებთან ერთად აღნიშნოს. ეს განსაკუთრებით მაშინაა თვალში საცემი, როდესაც ჰოლანდიელი მეტოქეტა კარს ემირეითსზე ლაშქრავს.
რობინი გრძნობს გულშემატკივართა სითბოსა და სიახლოვეს და თავის მხრივ ყველანაირად ცდილობს, მათ დაანახოს ის, რომ ის აფასებს მათ სიყვარულს. მან არაერთხელ გადაუხადა მათ მხურვალე გულშემატკივრობისთვის მადლობა და განაცხადა, რომ ყველანაირად ეცდება, რომ მათ სიკეთე მოედანზე თავისი კარგი თამაშითა და თავდადებით დაუფასოს.
კაპიტნისთვის უმთავრესი გუნდია
როგორც ავღნიშნეთ, რობინ ვან პერსი მხოლოდ კარგი გოლეადორი არაა და მას არც თავისი თანაგუნდელები ავიწყდება. ძალიან ხშირად ის ასისტის როლშიც გვევლინება ხოლმე. გარდა ამისა როდესაც რობინს თავის მიღწევებზე ეკითხებიან ხოლმე ინტერვიუებში ის ყოველთვის ერიდება თავის თავზე საუბარს და თავის მიღწევასაც, გუნდს და გუნდურ თამაშს მიაწერს.
როდესაც ის ძალიან ახლოს იყო ალან შირერის რეკორდთან, მან სურვილი გამოთქვა იმისა, რომ ამ მიღწევით ის პრემიერ ლიგის ისტორიაში შესულიყო, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ იმ თამაშებში გუნდიც მიაღწევდა წარმატების მიღწევას და კონკრეტულ თამაშში 3 ქულის აღებას მოახერხებდა. მას არაერთხელ უთქვამს, რომ მისთვის უმთავრესია გუნდს გამარჯვებების მოპოვებაში დაეხმაროს და არ აქვს მნიშვნელობა გოლი იქნება თუ საგოლე გადაცემა.
ის, რომ რობინი არანაირად არ გამოყოფს თავის თავს გუნდიდან, მისი გოლების აღნიშვნიდანაც კარგად ჩანს. ჰოლანდიელი ყოველთვის ცდილობს, რომ მან ეს თანაგუნდელებთან ერთად აღნიშნოს და ეს სიხარული მათთან ერთად გ