Hounddogარ ვიცი ვისი გულშემატკივარი ხარ, მაგრამ ერთი წუთით წარმოიდგინე ხარ არსენალის გულშემატკივარი.
იმ გუნდის, რომელიც თუ იგებს, ყველა შემთხვევაში უტანენ და უგებენ.
თუ აგებს, მაშინ აგებს.
მიუხედავად ამ ყველაფრისა ყველა თამაშს იმედის თვალით ვუყურებთ.
ანგარიში ყველაზე კარგ შემთხვევაში ერთით ნოლია.
ყველაზე ცუდ შემთხვევაში ვაგებთ.
ყოველ შეტევას გულის ფანცქალით ვუყურებთ, სერიოზული კონტრშეტევის შანსი მოგვეცემა, რემზის მიუვა ბურთი და 10-დან 7-8 შემთხვევაში სტაბილურად კარგავს ბურთს.
საშუალოდ ალბათ კალათბურთის გუნდებს არ აქვთ ოთხ მეოთხედში იმდენი თარნ ოვერი, რამდენიც რემზის ერთ თამაშში.
ნერვების მომშლელია იმის ყურება, თუ როგორ აძლევს ფლანგზე ენაამოგდებული ვოლკოტის ნაცვლად პასს ასოუ ეკოტოს ან იაკუუბუ აიგბენის.
თუ წარმოიდგინე მითხარი, მიხვდი თუ არა, რატომ ვერჩი რემზის