კი :МАД: დაწყების წინ ქართულ სპორტუ საიტებს გავუგზავნე და არ გამომიქვეყნეს

ანდე
ეკვ. გვინეა – მეტსახელად ,,ნაციონალური ელვა". ქვეყანაში ცხოვრობს მხოლოდ 700 000 ადამიანი და ძირითადად ,,ნატურალიზირებული" ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული (ხშირად ფეხბურთელებს აშკარა დარღვევებით ათამაშებენ, თუმცა ამაზე აფრიკის საფეხბურთო კონფედერაცია მუდმივად ხუჭავს თვალს). თამაშობენ 4 მცველით, 3 ცენტრალური ნახევარმცველით და 1 გამოკვეთილი ფორვარდით.
საუკეთესო შედეგი აფრიკის თასზე: პირველად არის.
მწვრთნელი: ჟილსონ პაულუ – 62 წლის, ,,ვასკო და გამას" აკადემიის ექს–ხელმძღვანელი. დიდი ხანი არაა რაც შეცვალა ცნობილი ანრი მიშელი (რომლის გაწრთვნილმა კოტდივუარმა 06–ის ფინალში პენალტების სერიაში წააგო ეგვიპტესთან).
ლიდერები:
ხავიერ ბალბოა – მადრიდის ,,რეალის" აღზრდილი მარჯვენა გარემარბი და თავდამსხმელი, ,,ნატურალიზირებული" ფეხბურთელი. ეკვ. გვინეის ექს–მწვრთნელი ანრი მიშელი მას ბოლო თამაშებში არ იძახებდა, ძირითადად ,,არასაფეხბურთო" პრობლემების გამო, თუმცა ახალი მწვრთნელი მას სავარაუდოდ ისევ დაეყრდნობა.
ბოდიპო – საკმაოდ ცნობილი ფორვარდი ესპანეთის ჩემპიონატში. მამით ,,ეკვატორიანელი", მთავარი იმედი მასპინძლების.
ლოურენს დოე – ცენტრალური მცველი, რომელიც ლიბერიაშია დაბადებული.
ხუვენალი – 14 სეზონია ესპანეთშია, ახლა ,,საბადელში". ცენტრალური ნახევარმცველი. მისი მამა ეკვ. გვინეიდან გახლავთ.
რანდი – ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ფეხბურთელი ქვეყანაში, თუმცა ,,ლას პალმასში" მცირე სათამაშო დრო ეძლევა. მარცხენა გარემარბი.
ეკანგა – კამერუნიდან. იცავს ,,მაზემბეს" ღირსებას. თამაშობს მარჯვენა გარემარბად და არის ბალბოას უშუალო კონკურენტი.
მიზანი: შემადგენლობის ასე თუ ისე ,,შეთამაშება" სამომავლოდ. ტურნირის გამოკვეთილი ,,აუტსაიდერი".
მარა სენსაცია

бодиши ром гавамариаже ,,цодна" русетидан вцер да