ერთ-ერთ ფორუმზე წავაწყდი

დიალოგი შედგა დიდი ხნის წინ, თბილისის ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე ("საველიჩი", გეხსომებათ), სადაც ორი ზანგი მუშაობდა. იქ ასევე ჰყავდათ ორი პატარა ლეკვი. სანამ ბენზინს გვისხამდნენ, დედაჩემი ყოველთვის გადმოდიოდა მანქანიდან და ლეკვებს ეთამაშებოდა. ერთხელაც მივედით და მამამ, _ ის ზანგები სად არიანო, _ ჩამსხმელს ჰკითხა. ჩამსხმელმა ზანგების ნაცვლად “ძაღლები” გაიგონა.
და აჰა, დიალოგი:
_ ერთი მოკვდა საწყალი.
_ რას ამბობ, რამ მოკლა?
_ რა ვიცი, რამე დაგდებული ნაგავი შეჭამა ალბათ.
_ რაა, ნაგავს ჭამდა, კაცო?! თქვენ არ აჭმევდით?
_ ხანდახან ვაჭმევდით, მარა ახლა ხომ არ გადავყვებოდით. დადიოდა მთელი დღე აქეთ-იქით და შეჭამდა რამეს.
_ მერე რა უქენით?
_ რას ვუზამდით? ეგერ, ხის ძირში დავმარხეთ.
_ ხის ძირში?! კი მარა, არავის შეატყობინეთ?
_ ვისთვის უნდა შეგვეტყობინებინა, არ გადამრიო?! არც ვიცოდით, საიდან მოვიდა.
_ მეორე სადაა?
_ რა ვიცი მე. ისე, კი იდარდა ძალიან. საჭმელს პირი არ დააკარა. იმ ხეს არ მოშორებია, მთელი დღე და ღამე იქ იწვა და ყმუოდა.
_ ყმუოდა? რას ამბობ, რატომ ყმუოდა?
_ რა ვიცი მე, გლოვობდა ალბათ!
_ გლოვობდა? ეგენი, რა, მასე გლოვობენ?
_ არ გადამრიო, აბა, როგორ გლოვობენ?!
– კი მარა, ახლა სადაა?
– მე რა ვიცი. იწრიალა ერთხანს და მერე გადაიკარგა სადღაც.
.............................
_ შენ ვისზე მეუბნები?!
_ და შენ ვისზე მეკითხები?!..
კინაღამ ჩა===== იმდენი ვიცინე