entech აკადემიაში თუ მართლაც ნიჭიერი ბიჭოები მოიყრიან თავს ეს რომ ძალიან კარგი იქნება ამაზე დავა როგორ შეიძლება ან ვის არ უნდა მოეწონოს ამ გუნდის ქომაგთა შორის.
უბრალოდ არის ნიუანსები რაც არ მომწონს და დარწმუნებული ვარ არც იმ ნიჭიერ ბიჭოებს არ მოეწონებათ დიდად.
აი ავიღოთ მაგალითისთვის მადრიდის რეალი. როგორი ნიჭიერი ახალგაზრდაც არ უნდა ჰყოლოდათ აკადემიაში იქ მყოფს მაინც ჰქონდა მუდამ იმის განცდა რომ ის ძირითადის მოთამაშე თითქმის გამორიცხული იყო რომ ოდესმე გამხდარიყო რადგანაც მათ პოზიციებს ის დედალენინგრადელი კლუბი თითქმის მუდამ ძვირადღირებულ ფეხბურთელებით ავსებდა.
ეხლა დაუკვირდეთ ამ გუდის აკადემიას და ერთი წუთით წარმოვიდგინოთ თავი მათ ადგილზე. როგორ ფიქრობთ ახალგაზრდა ნიჭიერ ნახევარმცველებსა თუ წინა ხაზის მობურთავეთ გულზე ეხხატებათ ის ამბავი რომ ვიღაც ჰენდერსონში გუნდმა გადაიხადა 20 მილიონი და ქეროლში 35 ?
ეს იმ დროს როდესაც ასაკით ისინი დიდად არ ჩამოუვარდებიან ამ ახალწვეულებს და ეგება საფეხბურთო ნიჭითაც კი მათზე მეტი იყვნენ.
მოკლედ არ მომწონს როდესაც აკადემიიდან ხალხს არ ეძლევა ძირითადში თამაშის საშუალება. როდესაც განვლილ სეზონში ბოლოსკენ გუნდის რიგებში პატარა ბიჭოები შევამჩნიე გული გამინათდა და იმედი მომეცა რომ მგონი გაიღვიძა კენის გულში ამ გრძნობამ მეთქი მაგრამ როგორც ვხვდები შევცდი.
მხოლოდ კელის თუ ეძლევა შანსი და ისიც არც ისე ხშირად. აი ეს არ მომწონს, ეხლა ხომ მიმიხვდი.
უამრავი ვარიანტი არსებობს იმისა რომ გატანილი გოლი ესთეთიური თვალსაზრისით ლამაზად გამოიყურებოდეს. მე მაპატიეთ სუბიექტურობის გამო მაგრამ დაბალ ' ძევიატკაში' დაბრახუნებით გატანილ გოლებს ჯერარდოვსკი გოლებად ვთვლი. მართლა ლამაზი გამოდის ხოლმე. დღევანდელ ფეხბურთში ძალიან ცოტანი არიან იმ ტიპის ფეხბურთელები ვისაც შესწევთ უნარი შორიდან გამიზნულად უბრახუნონ და სიამოვნება მიანიჭონ ქომაგს გატანილი გოლებით. როდესაც ეს წითელლოყება ბიჭი დავინახე და შემდგომ ეს მისი გატანილი ბურთი ხომ საერთოდ ავენთე.
ეეეეხ სამწუხაროდ გაუყენა ის გზას ამ გუნდიდან დონ რაფამ. ეხლა ამ კუთხით ძალიან ძნელია კმაყოფილი იყო ამ გუნდის ქომაგი. მსგავს ტიპის ფეხბურთელს ის ოხერი ესპანელი შანსს მაინც აძლევდა ძირითადში თამაშისას(მესმის ძნელია იმას შანსი უწოდო) კენი საერთოდ ბავშვებს ეძახის და რა შანსსეა საუბარი.
ესე რომ მხოლოდ იქ მათი რეგისტრაცია არანაირად არ არის დიდი და სასიხარულო ამბავი. მე მათი ხილვა მოედანზე მსურს!