ადამი დაგავიწყდა
==========
სტივენ ჯერარდი ამტკიცებს, რომ ნებისმიერი საუბარი “უემბლიზე” “წითლების” გასახდელ ოთახში აკრძალული იქნება!
“წითლებმა” “კარლინგ კაპის” პირველი ნახევარფინალური შეხვედრა “მანჩესტერ სიტისთან” “ეტიჰედ სთედიუმზე” ჩაატარეს და ანგარიშით 1-0 მოიგეს. თასის განმეორებითი შეხვედრა ხვალ გაიმართება.
თუ მერსისაიდელებმა წარმატებას მიაღწიეს, 1996 წლის შემდეგ კვლავ ითამაშებენ “უემბლიზე”. “ლივერპულის” ოფიციალურ საიტთან, კაპიტანმა თქვა:
- “ჩვენს გასახდელ ოთახში “უემბლიზე” საუბარი სასტიკად აკრძალული იქნება. ჩვენ ჯერ ფინალში არ გავსულვართ. რათქმაუნდა დიდი ხანია ამაზე ვფიქრობთ და ოცნება გვაქვს, რომ ფინალში ვითამაშოთ, მაგრამ ეს 90 წუთით უნდა დავივიწყოთ.
ეს გვეხმარება ჩვენ იმაში, რომ უფრო მოტივირებულმა ვითამაშოთ. თუ ჩვენი ფეხბურთელები ამაზე არ იფიქრებენ, ესე იგი საქმე უკვე შესრულებულია”.
სტივი ფიქრობს, რომ ჩემპიონთა ლიგის ბოლო ნახევარფინალებში თამაშის გამოცდილება “წითლებს” კიდევ უფრო დაეხმარებათ:
- “ვფიქრობ, რომ გამოცდილება ყოველთვის მნიშვნელოვანია. ეს ყოველთვის ასეა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც მოედანზე გამარჯვებულის რანგში გადიხარ. მინდორზე ჩვენი მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ და წარმატებასაც მივაღწევთ.
ჩემი აზრით, თუ ნეგატიურნი ვიქნებით, მეტოქის ნახევარზე კომფორტულად არ ვიგრძნობთ თავს და დაცვაში ჩავჯდებით, ეს გაცილებით საშიში იქნება ჩვენთვის” – დასძინა გუნდის თილისმამ.