,,მარკას” სავარაუდო:

ამინდი: მოღრუბლული, +7 გრადუსი
,,გაძეტა დელო სპორტის” სავარაუდო:

შემდეგი თამაშის გამოტოვების საფრთხე: არავინ
,,ბარსას” გასვლა შემდეგ ეტაპზე 1.10 ,,ფასობს”, ,,რეალის” 7.00. გოლის გატანა: მესი 1.61, კრისტიანო 2.20, სესკი/ბენზემა/იგუაინი 2.87, ინიესტა 4.0, პიკე 8.5, არბელოა 21.0. ჰეთ–თრიკი: მესი 11.0, კრისტიანო 29.0, სესკი 34.0. პენალტის გაცუდება: ,,ბარსა” 15.0, ,,რეალი” 26.0
,,მარკა” კმაყოფილებას გამოხატავს უკანასკნელ კლასიკოებში მსაჯებისი მოქმედებით: ,,უნდიანო, ფ. ვიტიენესი, ბორბალანი და მუნისი განსხვავებით შტარკი/დე ბლეკერესგან მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ”
,,რეალის” მეტოქე ჩემპიონთა ლიგაში ,,ცსკამ” სეგუნდას მე–8 ადგილოსან ,,მურსიასთან” წააგო 0:2, მიუხედავად იმისა რომ ,,მურსიას” საბრძოლო შემადგენლობა არ გამოუყვანია.
ექს–ბარსელონელმა და ,,ინტერში” მომუშავე ლუის სუარესმამ განაცხადა რომ მაურინიო მისი აზრით ემზადება ,,რეალის” დასატოვებლად.
პრესტიჟული ,,მადრიდისტა” ჟურნალისტის და საფეხბურთო მწერლის ენრიკე ორტეგოს ანალიზიდან:

,,რეალმა” უნდა მიაღწიოს იმას რომ ნახევარდაცვაში უმცირესობაში არ აღმოჩდნენ (1 სურათზე, 5 ბარსელონელი (1,2,3,4,5) vs 5 მადრიდელი (მარსელო რეგულარულად უნდა დაეხმაროს ნახევარდაცვას) და ყველანაირად უნდა აირიდოს საფრთხე რომ ამის შედეგად გუნდი ორად ,,გაიხლიჩოს” (2 სურათზე, თავდამსხმელებს და დანარჩენ გუნდს შორის კავშირი გაწყვეტილია)
მხოლოდ სუპერთასზე შეეცადა ,,რეალი” ,,ბარსას უბურთოდ” დატოვებას, ორივე შეხვედრაში კატალონელების უპირატესობა ბურთის ფლობაში დიდი არ იყო: 52% მადრიდში და 59% ბარსელონაში. თუმცა არის გამონაკლისიც, ესპანეთის თასის ფინალში ბარსას 70%–იანი უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ ,,რეალმა” მოიგო.
ესტებან ვიგო (,,ერკულესის” მწვრთნელი, ერთადერთი ვინც 2 ბურთიანი სხვაობით მოიგო ,,კამპ ნოუზე”): ,,არ დაიჯეროთ რომ ჩვენ მხოლოდ იმიტომ მოვიგეთ, რომ მათ ვერ ითამაშეს. ისინი შეიძლება საკმაოდ ხშირად ვერ თამაშობენ, მაგრამ ისეთი პრესინგი აქვთ და ისეთი სისწრაფე…შეიძლება ბურთი აართვა, შემთხვევით მიუვიდეს მსოფლიოში საუკეთესოს და შემდეგ უკვე მესის საქმეა – სამჯერ შეტევის ,,რიტმის” ცვლა…გოლი”
,,ბარსას მხოლოდ მაშინ მოუგებ, თუ შენ საკუთარ თამაშს ითამაშებ, თუმცა ისიც არის რომ მე ვიცნობ სახლს” (ვიგო ექს–,,ბარსელონელია”)
,,რეალმა” თავისი თამაში უნდა ითამაშოს, აკი ამ თამაშით ისინი 5 ქულას უგებენ მეტოქეს. ამ შეხვედრაში კი ვფიქრობ ,,ბარსა” ფავორიტია”
ისტორია:
1962–ში ,,რეალს” პირველი თამაში წაგებული ჰქონდა ,,ბერნაბეუზე”. ,,რეალის” ლეგენდარულმა მცველმა სანტამარიამ განაცხადა: ,,ჩვენ მადრიდი ვართ, არასდროს ვნებდებით” – განმეორებითი ,,რეალმა” 3:1 მოიგო. მიგელ მუნიოსმა თამაშის შემდეგ განცხადა, რომ ,,რეალმა” ყველას ვინც ჩამოწერა აჩვენა რომ ამის გაკეთება მართებული არ იყო. ეულოხიო მარტინესის პირველ თამაშში გატანილ გოლს (ის თამაში კუბალამ ,,ბარსა” ,,ულტრადაცვითი” სისტემით ათამაშა, რომელთანაც დი სტეფანო/პუშკაში ვერაფერს გახდნენ) – პუშკაშმა (2–ჯერ) და დელ სოლმა უპასუხეს მეორეში, ,,ბარსადან” თავი ჩუს პერედამ გამოიჩინა. იმ წელს ,,რეალმა” დუბლი შეასრულა, თუმცა ჩემპიონთა თასზე ,,ბენფიკასთან” დამარცხდა (3:5)
,,ბარსა” პირველი თამაშის გასვლაზე მოგების შემდეგ 3–ჯერ გავარდნილა ,,კამპ ნოუზე”. ,,რეალთან” 62–ში, ,,კიოლნთან” 81–ში (1:0, 1:4) და ,,მეცთან” 85–ში (4:2, 1:4)
,,მარკას” 24 000–იანი გამოკითხვა აჩვენებს რომ 66%–ი გულშემატკივრის თვლის: მაურინიომ პეპე არ უნდა ათამაშოს.
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ რამდენჯერმე შესთავაზა კლუბებს მხარი დაეჭირათ ახალი წესისთვის, რომლითაც ფეხბურთელებს მსაჯის აქტის გარეშე მიესჯებოდათ დისკვალიფიკაციები თუ ჯარიმები (შეეცვალათ 91 წელს მიღებული წესი), მაგრამ ისინი ყოველთვის უარს ამბობდნენ.
© უმსგავსო