წინა გვერდებს არ წავიკითხავ საფუძვლიანი ეჭვი მაქვს დამხვდება იქ ვიდეობი რომ ვითომ ალვეში თავისით წაიქცა გოლის დროს და პირველ ტაიმში რეალს პენალი ეკუთვნოდა.
საპასუხოდ კიდე აბა ლასანა გასაგდები იყო და მოკლედ რა მაგას კაი ნერვები უნდა და წყლის ნაყვაა
თან ადამიანი რომ გუნდს გულშემატკივრობს გინდა არ გინდა სუბიექტური ხდება და ვერ გავამტყუნებ ვერავის და აზრს რო არ გადათქვამს არცერთი მხარე ეს კი ვისწავლე ამ ფორუმზე დიდი ხანია.
უბრალოთ ავღვიშნავ რომ ძალიან რთული თამაში იყო მსაჯისთვის და საბოლოო ჯამში ვერც გაართვა თავი.
ამიტომ ორივე მხარეს დაუშვა ბლომათ შეცდომები.
საბოლოო ჯამში კი მაგ ამბავში თანაბარნი ვართ

, ამიტომ არცერთმა მხარემ არ უნდა იწუწუნოს, რა რა და სუბიექტურობას და მიკერძოებულობას ადგილი არ ქონია.
ორივე მხარე თანაბრად დაზარალდა და მოკლედ ცუდი მსაჯობა იყო.
თუმცა ძველი კლასიკოს სული დაბრუნდა როგორც იქნა.
აი ეს არის ყველაზე კარგი. თორე ამ ჩაკეტილი და 3 საყრდენით მოთამაშე რეალს რო ვუყურებდი გაზაფხულიდან მოყოლებული აღმოჩნდა რომ დამავიწყდა თურმე ნამდვილი კლასიკო რა არის.
2:2-ია ნაღდი კლასიკო, აი კლასიკური ანგარიში ამ თამაშსითვის თუ გინდა ეს არის. რასაც ქვია სულს გამოხატავს ამ თამაშის და სტატისტიკა არ ვიცი და ზეპირად რო გადავავლო თვალი კლასიკო ამ ანგარიშთან ასოცირდება ჩემთვის.
ანუ დაძაბული, უხვგოლიანი თამაში თავისი დრამატიზმით და ორმხრივი შეტევებით.
მაურინიომ კიდე ერთხელ დაამტკიცა რომ წყალზე მოსიარულე სულ არ არის და რო ეთამაშა აქამდე შემტევი ბარსასთან უფრო უკეთესი შედეგი ექნებოდა.
ანუ შეცდა და ლიგიდან გამოვარდნა, 1:1 2011 წლის მოერე წრეში + წლევანდელი სეზონის 1:3 და 1:2 მაგ კაცის კისერზეა.
რამდენჯერაც ჩაჯდა და 7 მცველით გავიდა მინდორზე უშანსაოდ წააგო და როცა უტევს რეალი (სუპერთასი და გუშინდელი თამაში) კი აგებს ჯერჯერობით მაგრამ მეტნაკლებად თანამბრად ეთამაშება ბარსას.
შედეგით უკმაყოფილო ვარ და თამაშითაც.
ყოველთვის როცა ბარსა კამპ ნოუზე ითამაშებს რეალთან ფრეს უკმაყოფილო ვიქნები თუნდაც შემდეგ წრეში გავიდეს.
ისევე როგორც ბერნებეუზე ნათამშები ფრე მისწორდება.
რა ვქნა აბა რომ დავიწყე ყურება ეგრე იყო. წლები რეალი ბარსას კამპ ნოუზე ვერ უგებდა და პირიქით.
ამიტომ ფრე მასპინძლისთვის წაგების ტოლფასი იყო.
თუმცა ორი მატჩის ჯამში საბოლოოდ მაინც დამსახურებულათ გავედით და ვერ იტყვი რომ გაგვიმართლა და იმიტომ.
ხოდა ეს ნერვიულობა კარგი იყო.
დაგვავიწყდა რომ რეალი რეალია (ჩვენც და ალბათ ფეხბურთელებსაც) და ყოველთვის შეუძლია ნებისმიერი გუნდის დამარცხება როგორი გამართულ და მაგარ ფეხბურთსაც არ უნდა თამაშობდეს იგი.
სახლში რომ მოგვეგო ეს თამაში დიდი ანგარიშით თასს დავიკიდებდი მაგრამ ეხლა მინდა კოპა დელ რეი დაიდოს უკვე

მოკლედ კაი თამაში იყო გუშინ
და რაც მთავარია შოუ გრძელდება