ეგ არ არის მთავარი შეცდომა.
მთავარი შეცდომა რასაც მაურინიო რეალში აკეთებს ტაქტიკური კი არა მენტალურია.
ესეთ შეცდომას ვერ დაუშვებდა ვერც ჩელსიში სადაც გინდა არ გინდა ინგლისია მაინც და სულ რომ ლეგიონერები თამაშობდნენ მაინც მოქმედებს რაღაც დაუწერელი წესები და ვერც ინტერში.
თუნდაც იმიტომ რომ იმ გუნდში ძანეტი თამაშობს რომელიც ფეხბურთელის ქცევის ეტალონია საერთოდ. დარწმუნებული ვარ რაული რომ დარჩენილიყო (ბანალური კია მაგრამ მაინც) არც რეალი იქნებოდა ესეთ ცუდ დღეში თუნდაც სულ სკამზე მჯდარიყო ტიპი.
საქმე იმაში არ არის რომ გუნდია ბარსა, სისტემა აწყობილი, გვარდიოლა გენოსია და ასე შემდეგ. გასაგებია რომ ეს ყველაფერი აქვს ბარსას. მაგრამ რეალურად არც რეალია ნაკლები ფეხბურთელებით დაკომპლექტებული.
უბრალოთ როცა ბარსასთან სათამაშოდ გადიან, გადიან ბოღმით. რაც აწყენინეს თავის დროზე პორტუგალიელს ბარსელონაში ის გადააქვს გუნდზე. მოახერხა ეს ამბავი. იმიტომ რომ ვინც ამაში შეუშლიდა ხელს აღარ არის გუნდში.
ტიპებს ავუწყდებათ რომ ფეხბურთი თამაშია.
თამაშში კიდე რო იცოდე ჯერ წაგებას უნდა შეხვდე ღირსეულად.
თუ ამას ვერ ახერხებ მოგება საერთოდ უნდა დაივიწყო.
მახსოვს ზაფხულში სუპერკოპაზე ბოლო წამებზე მარსელომ რომ ბინძურათ ითამაშა და ბოღმა ამოიღო 2000 სიტყვით მაინც გავლანძღე და სულ ### ვეძახე ბრაზილიის თემაში და მოვითხოვე რადგან მაურინიო მაგისთვის დიდი ეჭვი მაქვს მადლობას გადაუხდის იქნებ ბრაზილიის ნაკრებიდან მაინც მოიკვეთოს დრობით ამ მიზეზით რომ ცოტა აზრზე მოვიდეს თქო.
არაო რას ამბობო, ხდება ხოლმე ეგეთები ფეხბურთშიო. თავის პოზიციაზე ხო ჯობია ყველასო.
პრესკონფერენციაზე შეიძლება დაიცვა კიდევ შენი ფეხურთელი მაგრამ გასახდელში სულ ბუცები უნდა ურტყა თავში როცა პადობნი სირობას აკეთებს კაცი.
შეიძლება გამოსწორდეს.
რამოსმა ###ობა გააკეთა და ნაღდი მადრიდისტაო (5:0-ს ვგულისხმობ).
პეპე და კარვალიო მაგარი კაცები იყვნენ.
მარსელო ბოლო წამებზე უკნიდან ორი ფეხით ჩეხავს კაცს. მოერე თამაშში ისევ ძირითადში დგას.
მაუ არ სჯის თავის ფეხბურთელს სირობისთვის პირიქით აქებს.
ბავშვი რომ შუშას გატეხავს და შეაქებ ხო გაიმორებს ისევ.
ტიპმა ისეთი სკანდალები აგორა რომ ჯერ თავის თავი, მერე ფეხბურთელები და შემდეგ ძალიან ბევრი ფანი დაარწმუნა იმაში რომ მას პირადად და რეალს ებრძვიან.
მსაჯები
მასონები
უეფა
უნისეფი
სოროსი
რუსეთი
და ბიძინა ივანიშვილი
ხოდა მთელი ეს ბარსას კომპლექსიც აქედან მოდის
კი უკეთესი გუნდია ეხლა ვიდრე რეალი
მაგრამ არა იმდენად რომ 9 თამაშიდან (მაუს მოსვლა) 8 ბარსასთვის მისაღები ანგარიშით დამთავრდეს
გუნდმა პირველ რიგში ის უნდა დაუბრუნოს რაც ტოშაკის დროსაც კი ქონდა როცა სარაგოსა სახლში 6:1 უგებდა.
ღირსება და წაგების დროს მიზეზის საკუთარ თავში პოვნა.
თორე ისე დელ ბოსკე არასდროს არ მოვა
This post has been edited by babaiaro on 19 Jan 2012, 13:37