T@chkaრამდენად მოვახერხებთ შესვლას ეგ ცალკე საქმეა
მაგრამ ეხლა არ თქვა ოთხეულისთვის არც კი იბრძვის ლივერპულიო

ჩვენ, ჩელსი და არსენალი
BeBe_MUეგ იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში ან ზამთარში წამყვან მოთამაშეებს კარგავდნენ, ან რესურსი არ ჰქონდათ საკმარისი.
ნიუკასლმა მართალია ზამთარში არ დაკარგა არავინ(ბას და ტიოტეს დროებით წასვლას თუ არ ჩავთვლით), მაგრამ რესურსში მაინც მოიკოჭლებს. ნახევარდაცვა ჰყავს ძალიან კარგი. ცენტრშიც და ფლანგებზეც ჰყავს ისეთი ხალხი, ვისაც ძირითადის ფეხბურთელის უპრობლემოდ შეცვლა შეუძლია. მაგრამ დაცვაში ტეილორის სრულფასოვანი შემცვლელი არ ჰყავთ და თავდასხმაში კიდე, ამეობი და ბესტი ვერ ჩაანაცვლებენ ბას. ეხლა ვნახოთ ეს დემბა სისე როგორი გამოდგება. მაგრამ ოთხეულში ადგილისთვის ორ-ორი კარგი ცენტრალური მცველი და თავდასხმელი საკმარისი არაა. თანაც ტრამვების პრობლემები აქვთ მთელი სეზონია. სკამი არ ეყოფათ რა წელს. და ეს ტეილორის დამტვრევის შემდეგ კარგად გამოჩნდა. მომავალ წელს თუ არავინ გაუშვეს და 3-4 კარგი ფეხბურთელი დაიმატეს, მაშინ კი ნაღდად ექნებათ შანსი.