basti87უმაგრესი ინფოა
ჰუნტელაარი 100%-ით დარწმუნებული ვარ, დარჩება და ახლა კონტრაქტს გააფორმებს
აი ფარფანიც თუ დაიყოლიეს დარჩენაზე.. ეს უკვე ძალიან ძალიან მაგარი იქნება : )
+ რაულთანაც მოაგვარონ.. ან ამათ დათმონ ან იმან...... ბოლო-ბოლო 1+1-ზე მაინც შეთანხმდნენ კომპრომისულად
მოკლედ ეს ფარფანიც და რაულიც თუ დაიტოვეს, ან უკიდურეს შემთხვევაში, მხოლოდ ფარფანი მაინც, ძალიან ძლიერ გუნდს მივიღებთ ამათი სახით : )
დეტალურად რომ გავყვეთ...
მეკარეები ვინც ჰყავთ, საშუალო დონეა ყველა...
ნუ ფერმანისგან და უნერშტალისგან შეიძლება კარგი მეკარეები დადგეს, მაგრამ ამ წუთას ვერ აკმაყოფილებენ შალკეს მოთხოვნებს
მაგათ ისევ გამოცდილი ჰილდერბრანდი ჯობია
კარგი იქნებოდა, ადლერი გადმოეყვანათ, თუ ჰამბურგში არ წავიდა ეგ ბიჭი. თან უფასოდ მოვა და ფულიც არ დაეხარჯებოდათ
მაგრამ რაღაც არა მგონია ახალი მეკარე მოიყვანონ...
ასე თუ ისე, ტიმო გაქაჩავს.. დანარჩენებიდან ერთი მეკარე გასაშვები იქნება
დაცვა:
მარცხნივ ძირითადში შესანიშნავი კადრი ჰყავთ ფუხსის სახით და მანდ არანაირი პრობლემა არ არსებობს
მაგის სათადარიგოდ ესკუდერო კარგია.... მოკლედ მანდ ყველაფერი რიგზეა
ცენტრში ჰიოვედესი-პაპადოპულოსი მშვენიერი წყვილია.... თან აწი და აწი უფრო მოუმატებენ
სათადარიგოდ მეცელდერი წავა + მატიპსაც შეუძლია მანდ
მოკლედ ცენტრშიც დალაგებულია საქმე
აი მარჯვნივ კი ჭირს ჩემი აზრით. აქეთ ნორმალური მხოლოდ უჩიდაა (ჰიოვედესიც კი თამაშობს, მაგრამ არ მემეტება ეგ ბიჭი აქეთ-იქით საპროწიალოდ, ეგ სულ ცენტრში უნდა იდგეს დაცვის ბურჯად)
ეს იაპონელი საკმაოდ კარგი ვიღაცაა, მაგრამ მე ბეკი მირჩევნია მანდ (ამ ბეკს ყველგან ვტენი

)
თან სათადარიგოც არის ვინმე მოსაყვანი.. ეს ჰოოგლანდი მგონი ინვალიდია და ჯობია გაუშვან, არადა მაინცში როგორ მომწონდა ეგ ბიჭი)
ჰიოგერიც თამაშობს მანდ და ხშირადაც, ჩაწოდებაც უვარგა, მაგრამ მაინც სხვა პოზიციისაა, თუმცა გაჭირვებისას გამოდგება
მოკლედ. მარჯვენა მცველის პოზიცია გარკვეულწილად პრობლემურია
ნახევარდაცვა:
საყრდენი ზონა მომავალ სეზონში მშვენივრად იქნება დაკომპლექტებული
ძირითადისთვის მე ჯონსი-ნოიშტადტერი მინდა
მათ სათადარიგოდ მატიპი-ჰიოგერი
სუსტ გუნდებთან უფრო შემტევი ვარიანტიც შეიძლება - ჯონსი-ჰოლტბი
მოკლედ ბევრი ვარიანტია ხარისხიანი კადრებით
კლუგეს მადლობა და გაუშვან, ისევე როგორც მორიცი
შემტევებიდან
ფარფანი-რაული-დრაქსლერი... მშვენეირი ტრიოა
დრაქსლერმა ძალიან მოუმატა და ვფიქრობ ძირითადისთვის სრულად მზადაა
სათადარიგოდ. ობასი შესანიშნავია + აქვე 10-იანზე ჰოლტბი
ბაუმიოჰანიც წავა სასკამედ.. პუკისაც შეუძლია მეორე თავდამსხმელად ან ფლანგებზე თამაში
ვფიქრობ, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ყენია უნდა გაუშვან და ასევე ხურადოც,.. აშკარად ვერ იყენებენ მაგ ფეხბურთელს და ჯობია გაყიდონ, მის ნაცვლად კი ვინმე კარგი 10-იანი იყიდონ, რომელიც უფრო მოერგება გუნდს : )
თავდასხმა შესანიშნავია
ჰუნტე და მის სათადარიგოდ პუკი, მარიკა
რათქმა უნდა რაულსაც და ობასისაც შეუძლიათ მანდ თამაში
ასე გამოდის
---------------------ჰილდერბრანდი-----------------------
-უჩიდა (ბეკი)----ჰიოვე-----პაპა---------------ფუხსი---
--------------ნოიშტად.------ჯონსი------------------------
--ფარფანი------------რაული---------------დრაქსლერი-
-------------------------ჰუნტე------------------------------
სკამზე
მეკარეები:
ფერმანი
უნერშტალი/შიობერი
მცველები:
ესკუდერო
მეცელდერი
მატიპი
ვინმე
(ჰიოგერი)
ნახევარდაცვა:
ჰიოგერი
(მატიპი)
ბაუმიოჰანი
ობასი
ჰოლტბი
ვინმე კარგი 10-იანი
თავდასხმა:
პუკი
მარიკა
ვიგელი
ეს სამეული შეინარჩუნონ + 2-3 კარგი ტრანსფერი და უმაგრესი გუნდია.. უსერიოზულესი სკამით, ვარიაციების უდიდესი შესაძლებლობით
ეს გუნდი ბუნდესლიგაშიც და ლიგაზეც ძალიან ღIრსეულად გამოვა
ერთი ისაა, რომ მწვრთნელზე არ ვარ მთლად ჩამოყალიბებული
ამათთვის ლეგენდარულია და კარგი მწვრთნელიცაა, მაგრამ მაინც აღარ მგონია შალკეს ამბიციების შესაფერისი
თუმცა მომვალ სეზონშიც სტევენსი იქნება, დარწმუნებული ვარ : )