ვან დერ ვაარტს 12 მილიონად უშვებს ტოტენჰემიო და მოსვენება დავკარგე

მაგის ფასი 20 მილიონი ან მეტი მეგონა და ჭორების მიუხედავად, იმედიც არ მქონდა
ახლა კი. მართლა თუ მაგ ფასად უშვებენ, უდიდესი დანაშაული იქნება არყიდვა
რა მაგარი გუნდი იკვრება მაგის ტრანსფერით + 1-2 წვრილმანი
მეკარე კია საჭირო... 3 ჰყავთ, მარა ბოლომდე არც ერთი სანდო
ალბათ ისევ ჰილდერბრანდს ენდობიან, თუმცა მე უფრო ფერმანისკენ ვიხრები
--------------------ჰილდერბრანდი------------------------
--უჩიდა--------ჰიოვედესი-----პაპა-------------ფუხსი--
------------ნოიშტადტ.--------ჯონსი---------------------
-ფარფანი-------------ვანდერა----------------დრაქსლერი
---------------------ჰუნტელაარი---------------------------
სკამი:
მეკარეები:
ფერმანი, უნერშტალი
მცველები:
მარცხენა მცველი - ესკუდერო
მარჯვენა მცველი - ჰიოვედესი ან ჰიოგერი
ცენტრი - მეცელდერი, კოლასინაკი ან მატიპი
ნახევარდაცვა:
საყრდენი - ჰიოგერი, მატიპი ან ჰოლტბი 8-იანზე
10-იანი - ჰოლტბი, ან დრაქსლერი
მარცხენა შემტევი - ბარნეტა, გაჭირვებისას - ობასი, პუკი
მარჯვენა შემტევი - ობასი, გაჭირვებისას პუკი
თავდამსხმელი - პუკი, მარიკა, გაჭირვებისას ობასი, თუ გააჩერეს ძირიტად გუნდში, ჰოფმანიც
მოკლედ რა გამოდის,
დაცვაში აუცილებლად და გადაუდებლად საყიდელი არავინაა
თუმცა კარგი იქნებოდა ერთი მაღალი დონის მარჯვენა მცველი (ბეკი) და მის სათადარიგოდ იქნებოდა უჩიდა, ჰიოვედესის ფლანგზე სირბილს მოეღოს ბოლო, აცალონ ამ კაცს უმაღლესი დონის ცენტრალურ მცველად ჩამოყალიბება
ცენტრალურ დაცვაში, ერთ მცველს დავამატებდი
სკამზე მეცელდერი კარგია, მარა დანარჩენი?. ეს კოლასინაკი კია ტალანტი, მაგრამ ჯერ ძალიან ადრეა, მატიპი კი არ ვარგა მცველად
მარცხნივ ყველაფერი კარგადაა
საყრდენ ზონაში 4 კარგი კადრია, იმედია ნოიშტადტერი კარგად მოერგება გუნდს
ნახევარდაცვის შეტევის სამ ადგილზე 7 კარგი კადრია და მანდ არაფერია საჭირო
ანუ ვგულისხმობ ვან დერ ვაარტის მოსვლის შემდეგ
თავდასხმაც წავა...პუკი, მარიკა და ობასი შეცვლიან ასე თუ ისე ჰუნტეს
ე.ი. ვან დერ ვაარტის გარდა, ერთი კარგი მარჯვენა მცველი, სათადარიგო ცენტრალური მცველი და მშვენიერი გუნდია ძალიან კარგი სასტარტო შემადგენლობით, გრძელი სკამით, რამდენიმე ძალიან მაღალი დონის ინდივიდუალისტით და მუშა ფეხბურთელებით
ხურადო და ბაუმიოჰანი უკვე წასულებად ჩავთვალე......
მიდით რა იყიდეთ ვანდერა

ლიგაზე მეოთხედფინალს დადებდა ეს გუნდი და ბუნდესის ოთხეულშიც იქნებოდა უპრობლემოდ
This post has been edited by novartis87 on 7 Jul 2012, 23:32