ასეთ პროგრესს წინა სეზონთან შედარებით ნამდვილად არ ველოდი
საბედნიეროდ არ გამართლდა ჩემი სკეპტიციზმი სტევენსის მიმართ და ზაფხულში ძალიან მაგრად უმუშავია
პრაქტიკულად აღმოფხვრილია ის ხარვეზები, რაც შარშან ახასიათებდათ პირველ რიგში ფსიქოლოგიური კუთხით, ყველა ძლიერ გუნდთან უშანსოდ რომ აგებდნენ
დავიწყოთ თავიდან...
მეკარის მეშინოდა ყველაზე მეტად, არც ერთი მიმაჩნდა ნორმალურ და შალკესთვის შესაფერის კადრად, მაგრამ ამ სეზონში უნერშტალი ძალიან კარგად დგას, მაგის სერიოზული შეცდომა არ მახსენდება; იმედია, ასეც გააგრძელებს და სტაბილური ძლიერი მეკარე გახდება... სკამისთვის კი ჰილდერბრანდი და ფერმანი მშვენიერია
დაცვასაც დიდი პროგრესი ეტყობა
უჩიდა მომეწონა ძალიან ბოლო თამაშებში, იმედია დატოვებს ძირითადში და ჰიოვედესს ცენტრში შეწევს საბოლოოდ
ფუხსი პირველ ტურებში არ ვარგოდა, მარა ახლა მოუმატა და საფირმო პასების კეთებაც დაიწყო, უკვე 4 საგოლე პასი აქვს და ამ მხრივ საუკეთესოა გუნდში, მის სათადარიგოდ ესკუდერო კარგი კადრია, იმედია გარკვეულ დროს მაგასაც მისცემს ხოლმე, თუნდაც ახლა თასზე
ცენტრში ჰიოვედესის გადასვლამ მკვეთრად გააუმჯობესა სიტუაცია და ეგ ფეხბურთელი აუცილებლად ცენტრში უნდა დარჩეს, მეორე ადგილი კი პაპადოპულოსმა და მატიპმა გაინაწილონ, მე ბერძენს ვემხრობი, მარა ბოლო თამაშებში მატიპიც მომწონს, იქვეა მეცელდერიც, რომელიც სკამისთვის ძალიან კარგი კადრია
მოკლედ დაცვაში პრობლემები ნაკლებადაა
დაცვის ასე კარგი თამაში საყრდენების დამსახურებაცაა და პირველ რიგში ნოიშტადტერის, 10-იანში მოეტყეს ეს ტრანსფერი, სწორედ ასეთი ფეხბურთელი აკლდათ საყრდენ ზონაში შარშან, თვითონ ფეხბურთელმაც დიდი პროგრესი განიცადა, გლადბახში ხომ მაგარი იყო და წელს ბევრად უკეთესია, დროზე დაუძახონ ნაკრებში
მის გვერდით კი ორი კარგი კანდიდატია, ჯონსი თავისთავად და ჰიოგერი, რომელიც მომეწონა, წელს რაც ითამაშა, თან მაგას მარჯვენა ფლანგზეც შეუძლია თამაში, სარეზერვოდ ჰოლტბის ჩამოწევაც შეიძლება ხოლმე
შეტევაში (თავდასხმის გამოკლებით) დიდი და ხარისხიანი არჩევანია, აფელაის ტრანფერიც კარგად მოარტყეს, ათამაშდა და აწი კიდევ უფრო მოუმატებს
3 ვაკანტური ადგილისთვის ძირითადის 4 ფეხბურთელია - ფარფანი, აფელაი, ჰოლტბი და დრაქსლერი, ამ ორივე გერმანელმა წელს ძალიან დიდი პროგრესი განიცადეს და უმნიშვნელოვანეს მოთამაშეებად იქცნენ + მათ სათადარიგოდ ბარნეტა და ობასი + პუკისაც შეუძლია ფლანგზე, მოკლედ მინიმუმ 6 ძალიან კვალიფიციური კადრია
ერთი თავდასხმაში ჭირს ცოტა, მით უფრო იმის ფონზე, რომ ჰუნტელაარი ვერ შევიდა ფორმაში, პუკის და ობასის კი არ ენდობა საერთოდ და ეგ არ მომწონს ერთი
ისე, ჰუნტელაარის ფორმაში არყოფნაშიც შეიძლება დადებითის დანახვა; შარშან ძალიან იყვნენ დამოკიდებული მაგის გოლებზე და ახლა სხვებმაც გამოიღეს ხელი
დარწმუნებული ვარ, ჰოლანდიელი მალე ათამაშდება ძველებურად და კიდევ უფრო სახიფათო გახდება შალკე
გასახარია ისიც, რომ ორივე ფრონტზე ახერხებენ ძალიან კარგ გამოსვლას
+ გრანდების კომპლექსი მოიხსნეს და ამ სეზონში ოფიციალური მატჩებიდან მხოლოდ ბაიერნთან წააგეს
თან ძალიან გამართულ ფეხბურთს აჩვენებენ
ახლა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ლიგის ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავონ, რომ მეოთხედფინალში გასვლის მეტი შანსი იყოს
ზამთარში შეიძლება ცოტა გაძლიერება, ვინმე გამოცდილი თავდამსხმელის დამატება
უფრო შორეული მიზნებისთვის კი.... მთავარია ჰუნტელაარს გაუგრძელონ კონტრქტი და ალბათ ასეც იქნება
ერთი ნორმალური თავდამსხმელი დაიმატონ
ლიდერებიდან არავინ გაუშვან და ერთი-ორი კარგი ფეხბურთელის შევსებაც მიიღონ შემდგომი სეზონისთვის
ყველანაირი პირობაა იმისთვის, რომ შალკე ბუნდესლიგაში მუდმივად სამეულის კი არა, ჩემპიონობისთვის რეალურად მებრძოლ გუნდად ჩამოყალიბდეს და ლიგაზე ისეთ კლუბად, რომლის მეოთხედფინალში პერმანენტულ გასვლას ყველა ჩვეულებრივ ფაქტად აღიქვამს