QUOTE (vaimeguli @ 26 Jan 2012, 03:36 )
მდა. ეს რა იყო. კარგა ხანი დამჭირდება აზრზე მოვიდე. მართლა რომ ეპიკური თამაში, ძლივს ემოციებში ვიყავი და გოლებს ისე ვზეიმობდი როგორც ზეიმობენ გულშემატკივარი ვინც უბრალოდ ფეხბურთით ტკბება
ყველა ვეუბნებოდი დღეს რაც გველოდა გვარდიოლაც ყველას ეუბნებოდა
2:0-ზეც ვიცოდი ან უნდა გაგვენადგურებინა (არ გვეყო ძალა, ეცადნენ) ან აი ეგ მოხდებოდა. ჩემთვის მოულოდნელია რომ გავედით
რეალმა ანახა და მიხარია რომ ეს ანახა კატალონიაში, თანაბარი გუნდია და არა პიყე (პიყეა მარა რაა) რომ ამბობს ჩვენ ვართ რაც ვართო. პიყეს საერთოდ მე-5 წუთის მერე ეტყობოდა რასაც ,,აპირებდა" და მადლობა ღმერთს ბოლოს კარგებიც აკეთა. ჰო, ანახა, სახეებზე ეწერათ ფანებს რომ ნახეს, იმათ არანაკლები მომავალი აქვთ გახდნენ დომინანტები ფეხბურთში ვიდრე ამათ. სერიოზულად მიუდგებიან ახლა, დავინახეთ ყველამ, მადრიდია, ის გუნდი რომელიც ყოველთვის ,,ცოცხალია"
არა რა, ასე ემოციურად და ნეიტრალურადაც :დ არ მიყურებია არასდროს ბარსას თამაშისთვის, ხშირად მეპარებოდა გულში რომ ეს თამაში იმსახურებდა რეალს 3:2 დაედო, უბრალოდ ფეხბურთის სიყვარულისთვის, საოცრებათა საოცრების თამაში იქნებოდა და ისტორიაში 10 საუკეთესო შეხვედრაში შევიდოდა
სხვა რა, მესის ასეთი თამაშები გაოგნებულს მტოვებს, ამაზე მეტს ნამდვილად არ აკეთებდა კრუიფი ან დი სტეფანო, გუნდი მიყავს, დაცვიდან წინ, პლატინ-ნაპოლოენივით, ან კიგანივით ოი როგორ ჯობია ეს 0 გოლიანი თამაშები მაგისი 2-3 და 4 ბურთიანი თამაშების 95%-ს!
მესიმ გაგვიყვანა დღეს.
ბუსკეტსიც უბრალოდ კოლოსალური იყო. სიტყვები ვერ აწერს რაიკარდი მოაწერდა ასეთ თამაშს ხელს.
იმათგან ოზილი...ბიჭო ეს ვინ ყოფილა, ამისი ასეთი თამაში ახალგაზრდული ევრო რომ იყო იმის მერე არ მინახავს, რა იყო, რა ჭამა ასეთი
გვარდიოლას შეცდომა ისაა მასკერანო არ გამოიყვანა ადრე, თავიდან. სესკის გაყვანამ კი ბოლო მომიღო (თუმცა ტიაგომ ძლიერად ითამაშა ძალიან)
ჩვენ კი აშკარად ,,ზანტი" გამოვჩნიდთ რეალის ფონზე, არადა არ გვითამაშია ცუდად, უბრალოდ ისინი იყვნენ ზვავივით. ბარსა გადაეჩვია 100%-ით თამაშს, უნდა დავიწყოთ თუ ამათი ჯობნა გვინდა. ისევ მაურინიო თუ გვიხსნის და თავის დაცვებს ითამაშებს თორემ რეალი რომ რეალობს, მწვრთნელი მაგას მართლა არ ჭირდება
ფეხბურთის 90 წუთი. ასეთი ნერვებისდამწყვეტი თამაში მარტო 97-ში მინახავს რონალდო-ფიგუმ რომ გაგვიყვანეს.
როდის მოვეგებით აზრზე და როგორ მოვეგებით აზრზე საინტერესოა. ისე მინდა რომ რეალზე ცუდი თამასი არ მოქმედებდა და ქულებს არ კარგავდა, კარგმა მაინც იმოქმედოს
ბარსა გავიდა, რეალს ,,მორალური" გამარჯვება.
ეს ბარსას ფანი მიყვარს